პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აღიარებს, რომ იტალიაში იყო. ამის შესახებ მან სამი დღის შემდეგ იმედის ეთერში ისაუბრა.

"რეალურად, ამ ამბებიდან დარჩა მხოლოდ ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პირად საქმეზე ჩაფრინდა მილანში და მეორე დღეს უკვე იყო სამსახურში, ეს იყო საბოლოო ჯამში, რაც დარჩა ამ სიუჟეტიდან... მე პირადად ძალიან აღმაშფოთა, როცა ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაიუშველებელი ატეხეს. მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სამუშაო ადგილას ვიყავი ყოველდღე და არანაირი პოლიტიკური შატალო არ ყოფილა", — თქვა თალაკვაძემ.

რამდენიმე დღის წინ მთავარმა არხმა და ფორმულამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ არჩილ თალაკვაძე იტალიაში, კომოს ტბაზე ისვენებდა. მან მეორე დღეს თავისი ოფისიდან ვიდეო ჩაწერა და ამ ინფორმაციას ფეიკნიუსი უწოდა.