ქალის დაწერილი წარმოდგენა ვენის 150 წლის ოპერაში პირველად დაიდგმება
ოპერას ხელოვნების დარგებს შორის ხშირად ყველაზე ქალთმოძულე ფორმად მიიჩნევენ, რადგან, გარდა იმისა, რომ ოპერას უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ კომპოზიტორი თუ რეჟისორი კაცები ქმნიან, თავად საოპერო დადგმებშიც ქალი პერსონაჟების ბედი მეტისმეტად ცალმხრივი — უიღბლო და ტრაგიკულია.
ეს შეხედულება სულაც არ მოგვეჩვენება გაზვიადებული, თუ გავიხსენებთ რამდენჯერ დადგმულა სცენაზე ქალი ავტორის მიერ დაწერილი საოპერო ნაწარმოები. მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი საოპერო სახლის, ვენის სახელმწიფო ოპერის მაგალითს თუ მოვიშველიებთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არცერთი.
თუმცა მალე ეს მოცემულობა შეიცვლება: 150-წლიანი ისტორიის მქონე ავსტრიის უმნიშვნელოვანეს კულტურულ არენაზე ოლგა ნოივირტი იქნება პირველი ქალი, რომლის მიერ დაწერილი საოპერო წარმოდგენაც დაიდგმება.
"ძალიან მინდა, რომ ეს ძველმოდური, ლამაზი და საოცარი ადგილი შევაზანზარო", — აცხადებს 51 წლის ავსტრიელი კომპოზიტორი, ოლგა ნოივირტი.
სიმბოლურია, რომ ნოივირტი ვირჯინია ვულფის საკულტო რომანის, ორლანდოს საოპერო ვერსიას შესთავაზებს მაყურებლებს. ორლანდო 1928 წელს გამოქვეყნდა და ინგლისურ ლიტერატურაში პირველ ნაწარმოებად ითვლება, რომელშიც ტრანსგენდერობის ფენომენი ღიად და თამამადაა აღწერილი.
"ეს წიგნი არა მხოლოდ გენდერული საზღვრების წაშლაზე მოგვითხრობს, არამედ ყველა ბინარულ სისტემას აყენებს ეჭვქვეშ. ეს არის წიგნი სიტყვისა და იმად ყოფნის თავისუფლებაზე, ვინც შენ ხარ, რათა თავად აირჩიო ის იდენტობა, რომელიც შენ მოგწონს: არ აქვს მნიშვნელობა ქალი ხარ თუ კაცი", — ამბობს ოლგა ნოივირტი.
აღსანიშნავია, რომ ორლანდოს საოპერო დადგმაზე ნოივირტთან ერთად ძირითადად მხოლოდ ქალები მუშაობენ: პიესის ავტორი, კოსტიუმების დიზაინერი და რეჟისორიც ქალები არიან.
მართალია, როგორც თავად იხსენებს, ჯერ კიდევ 2004 წელს ოლგა ნოივირტს ვენის სახელმწიფო ოპერამ უარი უთხრა, რომ ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი ქალის, ელფრიდე იელინეკის ლიბრეტო დაედგა, თუმცა 15 წლის შემდეგ მან მაინც მოახერხა და 8 დეკემბერს პირველი ქალი გახდება, ვის დადგმასაც ამ ისტორიულ შენობაში იხილავენ.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
კომენტარები