პარტია გირჩის მხარდამჭერებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს რეზიდენციისკენ საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს. მათ ხელში სხვადასხვა ხატები უჭირავთ, რომლებზეც ბიძინა ივანიშვილის სახეა გამოსახული.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობიდან ბიზნეს რეზიდენციამდე ასვლას ფეხით აპირებენ. მათ ხატებზე აქვთ წარწერა "წმინდა ბიძინა" და აპირებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს რეზიდენციასთან სიმღერა "ვხედავ მეცხვარეს" იმღერონ.

აქციას "მეფე ბიძინას ვუმღერეთ თავის რეზიდენციასთან" ჰქვია და ის ამ წუთებში მიმდინარეობს.

ფოტო: მარია გეგეჭკორი / გირჩი