კიმ კარდაშიანის თქმით, 2020 წლიდან ნაკლებად სექსუალურ ფოტოებს გამოაქვეყნებს
სატელევიზიო შოუ Keeping Up With the Kardashians-ს ვარსკვლავმა, კიმ კარდაშიანმა ცოტა ხნის წინ ჟურნალ New York-სთვის მიცემულ ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა თავის პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე.
როგორც გაირკვა, კიმ კარდაშიანს თავის ქმართან, მომღერალ კანიე ვესტთან თავის ჩაცმულობასთან დაკავშირებით პრობლემა ექმნება, რადგან კანიე ვესტი მიიჩნევს, რომ თავისი ცოლის ჩაცმულობა ზედმეტად სექსუალურია.
"არ ვიცოდი, რომ ჩემი ქმრისთვის ხანდახან ჩემი ჩაცმულობა ზედმეტად სექსუალური იყო, რაც მას დისკომფორტს უქმნიდა. როცა ამ საკითხზე მესაუბრება, მისი კარგად მესმის. თუმცა, საბოლოო ჯამში, ყოველთვის მაძლევს უფლებას, რომ ის ჩავიცვა, რაც მე მსურს", — თქვა კიმ კარდაშიანმა.
ამის მიუხედავად, როგორც აღმოჩნდა, ცოტა ხნის წინ გაქრისტიანებული კანიე ვესტის მოსაზრებებმა თავის ცოლზე მაინც იქონია გავლენა და კიმ კარდაშიანი თავის ჩაცმულობასა და ზოგად სტილზე დაფიქრდა:
"რაღაც მომენტში გავაცნობიერე, რომ ჩემი შვილების წინ საკუთარი ინსტაგრამის გვერდი არ უნდა გავხსნა, რადგან უმეტესად შიშველი ფოტოებითაა სავსე".
კიმ კარდაშიანი თავისი იმიჯზე ბოლო პერიოდში გადადგმულმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა და თეთრ სახლში სტუმრობამაც დააფიქრა:
"ერთ დღეს თეთრ სახლში ვარ მიწვეული და მეორე დღეს ბიკინით ვაქვეყნებ ფოტოს — ამ დროს სულ ვფიქრობდი, რომ ეს ფოტო არ ენახათ, რადგან იქ შემდეგ კვირაშიც უნდა დავბრუნებულიყავი".
ამ მილიონერი მოდელისა და ბიზნესმენის განცხადებით, ის ცდილობს ოჯახსა და ბიზნეს შორის ბალანსი დაიცვას, ხოლო სამომავლოდ წარმატებული იურისტი გახდეს:
"როცა გამძარცვეს, ამან ჩემში რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალა. ყველაფერი, რაც მაშინ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო — თუ რამდენი ჩანთა ან მანქანა მქონდა, გაუფასურდა. არა, ახლაც მომწონს ეს ყველაფერი, მაგრამ უბრალოდ დიდ მნიშვნელობას აღარ ვანიჭებ. ეს დამეხმარა ჩემი მიზნის პოვნაში, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ სამართლის სკოლაში დამეწყო სწავლა, რათა ადამიანების დახმარება შევძლო."
ამის გამო, კიმ კარდაშიანის განცხადებით, აღარ აპირებს სოციალურ ქსელებში იმ რაოდენობით გამოაქვეყნოს "თამამი' ფოტოები, როგორც ადრე აკეთებდა:
"აღარ მინდა, რომ უთვალავი ბიკიანიანი ფოტო გადავიღო. აღარ მინდა თავისუფალი დრო ისე გავატარო, როგორც ამას მანამდე ვაკეთებდი — ინსტაგრამისთვის ფოტოების გადაღებით. ვაპირებ ნამდვილი ცხოვრებით ვიცხოვრო და ისე ვისიამოვნო".
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები