რა ვუყიდოთ ბავშვებს თბილისის წიგნის დღეებზე?
პადინგტონი (ასაკი: 3-6)
პადინგტონი ყველაფერს აკეთებს სხვების დასახმარებლად. მეგობრული, თავაზიანი და ცნობისმოყვარეა, არასდროს უფრთხის საკუთარი აზრის გამოხატვას. ის, უბრალოდ, დათვი პადინგტონია — ერთადერთი და განუმეორებელი.
"საბავშვო ბიბლიოთეკა" სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის შექმნილი სერიაა, რომელიც კლასიკურ ნაწარმოებებს აერთიანებს. პადინგტონის გარდა, ამ სერიაში აღმოაჩენთ ცეროდენა ნილს კარლსონს, ექიმ ვაივიშის (აქამდე აიბოლიტის სახელით რომ იცნობდით), ასევე ცნობილი ზღაპრებისა და საბავშვო ლექსების ყველასთვის საყვარელ გმირებს, რომლებთან შეხვედრაც ნებისმიერ ბავშვს გაახარებს.
მუმინების ხეობა და მისი ბინადრები (ასაკი: 4-7)
თუ მუმინებს უკვე იცნობთ, ამ გამოცემას "წიგნის დღეებზე" გულგრილად ვერ ჩაუვლით, ხოლო თუ მათ შესახებ ჯერ არაფერი გსმენიათ, მაშინ ეს წიგნი საუკეთესო არჩევანია მუმინების სამყაროს გასაცნობად. ფინელმა მწერალმა ტუვე იანსონმა მუმინების ხეობასა და მის უწყინარ, ცნობისმოყვარე და კეთილ ბინადრებზე არაერთი წიგნი დაწერა. ისინი შესულია სერიაში "მოსწავლის ბიბლიოთეკა", ეს ჯადოსნური გამოცემა კი უფრო პატარა მკითხველებისთვის შეიქმნა. ახლა უკვე 5 წლის ბავშვებიც გაიცნობენ დედა მუმინს, მამა მუმინს, მუმინტროლს, ფრეკენ სნორკს, პატარა მისა და მუმინების ხეობის სხვა ბინადრებს.
პეპი გრძელწინდა (ასაკი: 7-11)
2020 წელი პეპისთვის საიუბილეო წელია: პეპი გრძელწინდა 75 წლის ხდება! წიგნის პირველი გამოცემა შვედეთის წიგნის მაღაზიებში 1945 წელს გამოჩნდა. დღეს ამ წიგნს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, თითქმის ყველა ბავშვის წიგნის თაროზე იპოვით. სულაკაურის გამომცემლობა საიუბილეო წელს ქართველი მკითხველისთვის სასიამოვნო სიახლით ხვდება: ასტრიდ ლინდგრენის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები "პეპი გრძელწინდა" პირველად ითარგმნა შვედური ენიდან. თარგმანზე ბაკურ სულაკაურმა იმუშავა და როგორც გვპირდება, ნამდვილ პეპის გაგვაცნობს.
სახურავის ბინადარი კარლსონი (ასაკი: 7-11)
კარლსონი დაბრუნდა — ამ შინაარსის სარეკლამო ბანერები უკვე რამდენიმე თვეა, გამოჩნდა სულაკაურის წიგნის მაღაზიებში. კარლსონი მართლაც დაბრუნდა და თბილისის წიგნის დღეებზე უკვე მაგარყდიანი, სასაჩუქრე გამოცემის შეძენასაც შეძლებთ. როგორც პეპი გრძელწინდა, კარლსონიც ამჯერად შვედური ენიდან ითარგმნა და შთამბეჭდავი, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმდა. ილუსტრატორის (ანატოლი სავჩენკოს) ხელწერას ადვილად იცნობს ყველა, ვისაც კარლსონის ძველი მულტფილმი ახსოვს.
მილი-მოლი-მენდი (ასაკი: 6-7)
სერია "მოსწავლის ბიბლიოთეკა" სულაკაურის გამომცემლობის ყველაზე პოპულარული სასკოლო სერიაა, რომელიც ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს ასაკისთვის შესაფერის ლიტერატურას სთავაზობს. 6-7 წლის ბავშვებისთვის სერიაში სასიამოვნო სიახლეა: კლასიკური ნაწარმოები მილი-მოლი-მენდი განსაკუთრებით პირველ და მეორეკლასელ მოზარდებს მოეწონებათ. მსუბუქი ენით მოთხრობილ თავგადასავლებს დამწყები მკითხველებიც ინტერესით წაიკითხავენ, უფრო პატარები კი სიამოვნებით მოისმენენ წაკითხულს.
მილისენტ მარგარეტ ამენდა, იგივე მილი-მოლი-მენდი, სოფელში, ლერწმით დახურულ თეთრ კოპწია სახლში დედ-მამასთან, პაპა-ბებიასთან, ძიასთან და ბიცოლასთან ერთად ცხოვრობს. კოპწია სახლში ყველას თავისი საქმე აქვს, მათ შორის მილი-მოლი მენდისაც. მილი-მოლი-მენდის ხან სად აგზავნიან და ხან რას აბარებენ. ისიც ნებისმიერ დავალებას მშვენივრად ართმევს თავს. საქმეებს რომ მორჩება, თავის პატარა მეგობართან, სუზანთან ერთად თამაშობს. გოგონები ყოველდღე ნაირ-ნაირ გასართობს იგონებენ და მხიარულად ატარებენ დროს.
ოტოლინა და ყვითელი კატა (ასაკი: 7-11)
ილუსტრირებული საბავშვო პროზა ხელს უწყობს კითხვის წახალისებას და ეხმარება პატარებს, ნამდვილ მკითხველებად იქცნენ. ტექსტისა და ილუსტრაციების მონაცვლეობა ეხმარება ბავშვს, მარტივად აღიქვას შინაარსი და რაც მთავარია, სიამოვნება მიიღოს კითხვის პროცესისგან. ზუსტად ასეთი წიგნია ოტოლინა და ყვითელი კატა. მხიარული, იუმორით სავსე, სათავგადასავლო ამბავი, რომელიც ყველას დაარწმუნებს, რომ კითხვა სახალისოა.
ოტოლინა და მისტერ მანრო პატარა გამომძიებლები არიან. ამ წიგნში ისინი საიდუმლოებით მოცულ საქმეს იკვლევენ: დიდაქალაქში ძვირფასი ძაღლები ერთმანეთის მიყოლებით უჩინარდებიან. მათი გზა-კვალის პოვნას კი მხოლოდ გამოცდილი დეტექტივები თუ შეძლებენ.
მელორი ტაუერსი (ასაკი 8-12)
ვინც მელორი ტაუერსს წაიკითხავს, ალბათ საკუთარი თავი გაახსენდება, როგორ ოცნებობდა ბავშვობაში, სკოლა-პანსიონში ესწავლა. მელორი ტაუერსი ხომ გოგონების პანსიონია, სადაც წიგნის გმირები ოჯახისგან შორს, დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ, მეცადინეობენ, ერთობიან, შეცდომებსაც უშვებენ და წარმატებასაც აღწევენ.
ენიდ ბლაიტონი პატარა მკითხველებმა უკვე ორი სათავგადასავლო სერიით გაიცნეს: საიდუმლო შვიდეულითა და ცნობილი ხუთეულით, რომლებიც 7-12 წლის მოზარდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ავტორის თაყვანისმცემლებს ახლა მელორი ტაუერსიც გაახარებს. სერიის პირველი წიგნის შეძენას "თბილისის წიგნის დღეებზე" შეძლებთ.
წრიპა ბიჭის დღიური: ძველი დრო (ასაკი: 8-14)
წრიპა ბიჭის დღიური უდავოდ ბავშვების რჩეული სერიაა. მხოლოდ საქართველოში ამ სერიის 80 000 წიგნი გაიყიდა. რა ხიბლავთ ბავშვებს? ალბათ ის, რაც ნებისმიერ მკითხველს ხიბლავს წიგნში: ახლობელი თემატიკა, საკუთარი თავის მსგავსება წიგნის პერსონაჟებთან, საინტერესო სიუჟეტი და იუმორი. სერიის მეათე წიგნი ძველი დრო განსაკუთრებულად საჭირბოროტო საკითხს ეხება — მშობლებისა და შვილების განსხვავებული დამოკიდებულებას თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს თემა დღეს ყველა ოჯახში აქტუალურია. მშობლებიცა და შვილებიც საკუთარ თავს აუცილებლად აღმოაჩენენ ჯეფ კინის მორიგ ბესტსელერში.
კეთილიონი (ასაკი: 8-14)
სერია საოცრება თანამედროვე ავტორების წიგნებს აერთიანებს. თითოეული წიგნი თანამედროვე ბავშვებზეა და მათთვის აქტუალურ თემებს ეხება: სკოლას, ოჯახს, ბულინგსა თუ მეგობრობას.
კეთილიონი სიკეთის კონკურსის სახელია, რომელსაც ფრანკის დედა გამოიგონებს. დედა-შვილის ცხოვრებაში მოულოდნელი ამბები ხდება და ისინი თავისებურად ცდილობენ, ფეხი აუწყონ ამ ცვლილებებს. დედა ცდილობს, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს, ხოლო ფრანკი ძალისხმევას არ იშურებს, გაუგოს დედას. თუმცა, ზოგჯერ შეცდომებს ბავშვებიც უშვებენ და უფროსებიც...
პატარა ქალები (ასაკი: 13+)
ლუიზა მეი ოლკოტის პატარა ქალები პირველად 1868 წელს გამოიცა და დღემდე იბეჭდება, ის უამრავ ენაზე ითარგმნა და ათეულობით ეკრანიზაციაც მიეძღვნა. ეს არის წიგნი ოთხ, ერთმანეთისგან განსხვავებულ დაზე, რომელთა ცხოვრებაც, როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე ემოციურ, საინტერესო და შთამბეჭდავ ამბებს აერთიანებს. მეგის, ჯოს, ბეთისა და ემის ისტორიების კითხვისას ხშირად გაიცინებთ, დაღონდებით, ცრემლიც მოგერევათ და რაც მთავარია, აუცილებლად შეგიყვარდებათ ოთხივე და.
"თბილისის წიგნის დღეებზე" პატარა ქალების პირველი ქართული თარგმანი გელოდებათ, რომელიც ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მკითხველის გულს მოიგებს.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები