ინგლისელი მშენებელი $135-მილიონიანი ჯეკპოტის მოგების შემდეგაც აპირებს მუშაობას
ბრიტანელი სტივ და ლენკა ტომსონები ადგილობრივი ლატარიის, EuroMillions-ის 105 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობის ჯეკპოტის მფლობელები გახდნენ. უფრო ზუსტად კი £105 100 701-ის, რაც 135 115 885 დოლარის ეკვივალენტია. ეს გაერთიანებული სამეფოს ლატარიის ისტორიაში რიგით მეცხრე უდიდესი ჯეკპოტია.
წყვილმა დიდი პრიზი ლატარიის 25 წლის იუბილეზე, 19 ნოემბერს მოიგო. სტივმა, რომელიც პროფესიით მშენებელია და ასევე მაღაზიაში კონსულტანტადაც მუშაობს, ხუთივე იღბლიანი ციფრი — 8, 10, 15, 30 და 42 — გამოიცნო.
"როდესაც მივხვდი რომ ყველა რიცხვი დაემთხვა, კანკალი დამეწყო. ვიცოდი, რომ დიდი თანხა მოვიგე, მაგრამ არ ვიცოდი რა მექნა. გარეთ გავედი, ჩემს სატვირთოში ჩავჯექი, მერე უკან გავბრუნდი, მეზობლის კარზე დაკაკუნებას ვაპირებდი, მაგრამ კვლავ მანქანაში დავბრუნდი. გულის შეტევამდე ბევრი არ მაკლდა", — ამბობს სტივი.
მიუხედავად დიდი მოგებისა, სტივი კვლავ აპირებს მუშაობის გაგრძელებას. მისი სიტყვებით, შობამდე უამრავი საქმე აქვს დასასრულებელი და კლიენტებისთვის იმედების გაცრუებას არ აპირებს:
"როცა შოკი გადამივლის, მუშაობას გავაგრძელებ. არ ვარ იმ ტიპის ადამიანი, რომელსაც შეუძლია იჯდეს და არაფერი აკეთოს. ჩემმა დამსაქმებელმა იცის, რომ ჩემი იმედი ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს".
თუმცა, სტივი დროებით პაუზას აიღებს, რომ ამჯერად საკუთარი ოჯახისთვის ააშენოს სახლი, რომელიც წინაზე უფრო დიდი იქნება.
ლენკას თქმით, თავდაპირველად ეგონა, რომ 105 მილიონი ფუნტის ნაცვლად, 105 ათასი ფუნტი მოიგო, რაც ასევე დიდი მოგება იყო, თუმცა ბევრად ჩამოუვარდებოდა ნამდვილ პრიზს. ის აპირებს, რომ სლოვაკეთში ოჯახის წევრები მოინახულოს და მათზე იზრუნოს, შემდეგ კი თბილ ქვეყნებში დასასვენებლად გაეშუროს.
სტივისა და ლენკას სამ შვილს კი სხვა სურვილები აქვს: უფროს ბიჭს საკუთარი ოთახი ექნება, მის ძმას Tesla სურს, უმცროსი გოგონა კი ვარდისფერ iPhone-ს ელოდება.
ოჯახი პატარა სანაპირო ქალაქ სელსიში ცხოვრობს. ისინი იქ დარჩენას და მეგობრებისა და მოქალაქეების დახმარებას აპირებენ.
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
-
გადახედვაPOLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები POLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები
კომენტარები