დრეზდენის მუზეუმიდან ერთი მილიარდი ევროს ისტორიული სამკაული მოიპარეს
გერმანიის ქალაქ დრეზდენში, ხელოვნების ყველაზე ძვირადღირებული საცავიდან ქურდებმა მე-18 საუკუნის შეუფასებელი სამკაულები მოიპარეს. გერმანული მედია მომხდარს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ქურდობას უწოდებს.
ძარცვას წინ უძღვოდა ხანძარი ელექტროგამანაწილებელ დანაყოფში, რის გამოც მუზეუმის დაცვის სისტემა გაითიშა და შენობა სიბნელემ მოიცვა.
მიუხედავად ელექტროენერგიის გათიშვისა, სათვალთვალო კამერამ ძარცვაში მონაწილე ორი პირი მაინც აღბეჭდა. მათ "მწვანე საცავში" შესაღწევად შუშა ჩაამტვრიეს.
სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ, თუმცა ეჭვმიტანილები იქ უკვე აღარ დახვდათ. ცოტა ხანში დრეზდენში დამწვარი ავტომობილიც აღმოაჩინეს, რომელსაც, სავარაუდოდ, დამნაშავეებმა კვალის დაფარვის მიზნით წაუკიდეს ცეცხლი. ქალაქის გზები დაუყოვნებლივ ჩაიკეტა, თუმცა გალერეა ავტობანთან ახლოს მდებარეობს, რაც მძარცველებს ქალაქის დატოვებას გაუადვილებდა.
გერმანული მედია წერს, რომ ზარალი რამდენიმე ასეულ მილიონ ევროს აღწევს, თუმცა დრეზდენის კოლექციის დირექტორის, მარიონ ეკერმანის თქმით, დანაკარგის შეფასება შეუძლებელია.
"ამ ნივთების ფასის თქმა შეუძლებელია, მატერიალური ღირებულება ისტორიულ მნიშვნელობას ვერ გამოხატავს", - ამბობს მარიონი.
გატაცებულია ბრილიანტების სამი ნაკრები, რომელთა შორის ერთ-ერთი მუზეუმის დამაარსებლის მე-18 საუკუნის კოლექციიდანაა.
მწვანე საცავი ისტორიული და თანამედროვე ნაწილისგან შედგება. ისტორიული ნაწილი, სადაც მძარცველები შეიჭრნენ, მუზეუმის მთელი სიმდიდრის სამ მეოთხედს აერთიანებს.
პოლიციაში შეიქმნა სპეციალური დანიშნულების ჯგუფი, რომელიც ამ საქმეს გამოიძიებს. წამყვანი საერთაშორისო ქურდობის ექსპერტები მომხდარის შესახებ საკუთარ აზრს გამოთქვამენ. არტურ ბრანდი ჰოლანდიიდან, ე.წ. ხელოვნების დეტექტივი, ამბობს, რომ შეიძლება ქურდებმა ნივთები გაყიდვის მიზნით მოიპარეს, თუმცა მათ იმედი მალევე გაუცრუვდებათ.
"მეორე სცენარის მიხედვით შეიძლება საქმე პროფესიონალ ქურდებთან გვქონდეს, რომლებიც ნივთებს გადაადნობენ, ბრილიანტებს ამოიღებენ და ყველაფერს ცალცალკე გაყიდიან", - ამბობს ბრანდი.
ეს სცენარი ძალიან სამწუხარო იქნება, რადგან ამ შემთხვევაში ნივთები უბრალოდ აღარ იარსებებს.
ბერნარდ პაჩერი, აუქციონის სახლის, Hermann Historica-ს მენეჯერი ამბობს, რომ მოპარული ნივთების ღირებულება მილიარდ ევროზე მეტია, ხოლო თუ გადადნობენ და ცალ-ცალკე გაყიდიან, ქურდების შემოსავალი მინიმუმ 100-200 მილიონი ევრო იქნება.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები