წულუკიანისგან განსხვავებით ივანიშვილი აღიარებს, რომ პროპორციული სისტემა დაპირება იყო
ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აღიარებს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ მან საზოგადოებას დაპირისპირება მისცა. ამით ის ეწინააღმდეგება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ივანიშვილს დაპირება არ გაუცია და ეს იდეა იყო.
"ამ შემთხვევაში ჩემგან არ იქნება სწორი გავიმეორო, რომ ეს ხელოვნური ხმაური, რამეთუ სწორედ ჩემგან გაკეთებული განცხადება არის საფუძველი დღევანდელი ხმაურისა, თანაც ქართული ოცნების უმრავლესობა ამას დაეთანხმა. ჩვენ გავაკეთეთ გარკვეული დაპირება, მაგრამ ეს იყო ცალმხრივი დაპირება...
ეს არ ყოფილა ხელშეკრულების მსგავსი, ეს იყო ჩვენგან კეთილი ნება იმ რთულ სიტუაციაში, რომელიც მოყვა 20 ივნისის მოვლენებს... რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ", — განაცხადა ივანიშვილმა იმედის ეთერში.
წულუკიანმა 21 ნოემბერს იმედის ეთერში განაცხადა, რომ ეს იყო ივანიშვილის იდეა, რომელსაც ის მხარს არ უჭერდა.
"ეს იდეა წამოვიდა ბიძინა ივანიშვილისგან და მე მიკვირს ადამიანების, რომლებიც ივანიშვილზე არიან ნაწყენი, რომ ეს იდეა ვერ გავიდა იმიტომ, რომ გარკვეულმა ჯგუფმა ხმა არ მისცა და მიდის სპეკულაციები იმაზე, რომ ამის უკან ალბათ ბიძინა ივანიშვილი დგას, თორემ ამას ოქრიაშვილი როგორ გაბედავდა. მე ვარ მომსწრე, როდესაც ბატონმა ბიძინამ ეს იდეა თათბირზე გააჟღერა, დეპუტატები, რომლებმაც ხმა არ მისცეს, იგივე ხუნდაძე, ოქრიაშვილი ღიად დაუპირისპირდნენ და თქვეს, რომ ეს ჩვენ არ მოგვწონს. იქ იყო ცხარე კამათი. ასე რომ, ვისზე არიან განაწყენებულები არ მესმის. ეს იყო ბატონი ბიძინას მიერ შეთავაზებული იდეა და არა დაპირება".
მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში ორჯერ პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე სპეცრაზმელებმა ე.წ წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს 9 აპრილის ქუჩაზე სპეცრაზმელებმა ე.წ წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
-
გადახედვაროგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას როგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას
-
გადახედვაროგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
-
გადახედვაომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ
-
გადახედვაკობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით კობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით
-
გადახედვაპარლამენტის ეზოში სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზებაა, შენობის ირგვლივ კი მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან პარლამენტის ეზოში სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზებაა, შენობის ირგვლივ კი მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან
-
გადახედვაშოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა შოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა
-
გადახედვასახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, "არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ" სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, "არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ"
-
გადახედვაგაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი კობახიძეს შეხვდა გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი კობახიძეს შეხვდა
-
გადახედვამრცხვენია და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი — ალადაშვილის მიმართვა კალაძეს მრცხვენია და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი — ალადაშვილის მიმართვა კალაძეს
-
გადახედვაEPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში EPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში
-
-
გადახედვახაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო ხაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო
-
გადახედვაგიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა გიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა
კომენტარები