28 წლის განმავლობაში აშშ საქართველოს 4 მილიარდზე მეტი დოლარით დაეხმარა
$4 348 400 000 (ოთხი მილიარდ სამასორმოცდარვა მილიონ ოთხასი ათასი) — ეს არის ფინანსური დახმარების ოდენობა, რომელიც საქართველომ აშშ-გან 28 წლის განმავლობაში მიიღო.
1992 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, დახმარების სახით, სხვადასხვა მიზნისთვის გამოყოფილი ფინანსების შესახებ ინფორმაცია, "კონგრესის კვლევითი სამსახურის" ანგარიშშია საუბარი.
CRS-ის მონაცემებით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებს შორის,საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო და სამხედრო დახმარების მიმღები წამყვანი ქვეყანაა.
1992-2000 წლებში აშშ-ის მთავრობამ საქართველოსთვის ჯამში $860 მილიონზე მეტი გამოყო. ეს წელიწადში, საშუალოდ, $96 მილიონია.
დეკადის ბოლო ნაწილში, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ფინანსური დახმარება გაზრადა - საზღვრისა და საზღვაო დაცვის გაუმჯობესებისთვის; ამაში ასევე შევიდა სანაპირო დაცვის გაძლიერება და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო თანხები.
2000-იან წლებში, ევროპასა და ევრაზიაში, ერთ სულ მოსახლზე, საქართველო შეერთებული შტატების დახმარების მიმღები ყველაზე მსხვილი ქვეყანა გახდა. 2001-2007 წლების განმავლობაში, დახმარების ჯამმა $ 945 მილიონს გადააჭარბა. წელიწადში, საშუალოდ, $135 მილიონი.
2005 წელს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ საქართველოს $295 მილიონი ღირებულების გრანტი გამოუყო. ხუთწლიანი გრანტი გზების, მილსადენების, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და აგრობიზნესის განვითარებისთვის იყო გამიზნული.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა, საქართველოსთვის სამხედრო მიზნებისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება მნიშვნელოვნად გაზარდა. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ, საქართველო, იემენთან და ფილიპინებთან ერთად, ტერორიზმთან ბრძოლის მეორე ეტაპის ნაწილად განიხილა. ამის შემდეგ დაიწყო საქართველოში წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა.
2008 წელს, რუსეთის შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა, საქართველოსადმი დახმარება არსებითად გაზარდა. ამერიკის მთავრობამ დაუყოვნებლივ გამოყო $38 მილიონი ჰუმანიტარული და გადაუდებელი დახმარების მიზნებისთვის.
2008 წლის სექტემბერში, მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განცხადა, რომ საქართველოსთვის საერთო დახმარების პაკეტის ღირებულება მინიმუმ 1 მილიარდი დოლარი იყო.
ჯამში, 2008-2009 ფისკალური წლის განმავლობაში, შეერთებული შტატების დახმარებამ $1.4 მილიარდს მიაღწია. ამ თანხაში შევიდა $250 მილიონი პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება და $100 მილიონი, რომელიც "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" ფონდს დაემატა. ამით, "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" ხუთწლიანმა გრანტმა $395 მილიონს მიაღწია.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველო კვლავ რჩება შეერთებული შტატების დახმარების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მიმღებად. 2010-2017 საბიუჯეტო წლების განმავლობაში, არასამხედრო მიზნებისთვის, ფინანსური დახმარება წლიურად, საშუალოდ, $60 მილიონი იყო. გარდა ამისა, 2014-2019 წლებში, "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ" საქართველოს 5 წლიანი გრანტი, $140 მილიონის ოდენობით გამოუყო. გრანტი ძირითადად, საგანმანათლებლო მიზნებისთვის იყო განკუთვნილი.
2018 წელს, საქართველომ, ამერიკისგან, არასამხედრო მიზნებისთვის, $70.8 მილიონი მიიღო.
2019 წელს, ამერიკის კონგრესმა, არასამხედრო მიზნებისთვის, საქართველოს $89.8 მილიონი გამოუყო.
2020 ფისკალური წლისთვის, ასევე არასამხედრო მიზნებისთვის, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოსთვის, $42.4 მილიონი მოითხოვა. წარმომადგენელთა პალატის და სენატის საფინანსო კომიტეტმა, რეკომენდებულ თანხად $89.8 მილიონი, გაორმაგებული გახმარება განსაზღვრა.
CRS-ს ევროპის საქმეთა სპეციალისტის, კორი უელტის ანგარიშში - საქართველო: ფონი და შეერთებული შტატების პოლიტიკა", ორი ქვეყნის ურთიერთობების თითქმის ყველა ასპექტია მიმოხილული. ამასთან ერთად, ანგარიშში საუბარია საქართველოს უახლოესი წარსულის, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების, რუსული ოკუპაციისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობების შესახებ.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები