სოფო კილაძე არის ის დეპუტატი, რომელიც ძალიან ადრე მოდის სამსახურში — დეპუტატი საკუთარ თავზე
მმართველი პარტიის დეპუტატი სოფო კილაძე აცხადებს, რომ პარლამენტში დილით ადრე პიკეტის თავიდან ასარიდებლად არ მისულა. მისი თქმით, ის ყოველთვის ადრე მიდის სამსახურში.
"თქვენ იცით, რომ სოფო კილაძე არის ერთ-ერთი ის დეპუტატი, რომელიც ძალიან ადრე მოდის ხოლმე. ადრე მოვედი დღეს, დიახ, მქონდა გარკვეული პოლიტიკური საკითხები გასავლელი. მე შვიდზეც და რვაზეც გინახივართ პარლამენტში. სხვა დეპუტატები რატო მოვიდნენ ადრე, მათ ჰკითხეთ", — ასე უპასუხა მან მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვას.
დღეს, 29 ნოემბერს ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში დილით ადრე, პიკეტის დაწყებამდე შევიდნენ. პარლამენტის მიმდებარე ქუჩები პოლიციას რკინის ჯებირებით აღარ გადაუკეტავს.
ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ პიკეტმა შედეგი უკვე გამოიღო და ხელისუფლებამ დეპუტატები პარლამენტში დილის 7 საათზე შეიყვანა. დეპუტატები ამ ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათ პარლამენტში საქმეები ჰქონდათ.
ბოლო დღეების მოვლენები
მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.
აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.
მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაროგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას როგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას
-
გადახედვაროგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
-
გადახედვაომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ
-
გადახედვაკობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით კობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით
-
გადახედვაპარლამენტის ეზოში სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზებაა, შენობის ირგვლივ კი მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან პარლამენტის ეზოში სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზებაა, შენობის ირგვლივ კი მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან
-
გადახედვაშოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა შოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა
-
გადახედვასახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, "არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ" სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, "არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ"
-
გადახედვამრცხვენია და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი — ალადაშვილის მიმართვა კალაძეს მრცხვენია და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი — ალადაშვილის მიმართვა კალაძეს
-
გადახედვათუ დაგაკავეს, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ — ედუარდ მარიკაშვილი თუ დაგაკავეს, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ — ედუარდ მარიკაშვილი
-
გადახედვაEPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში EPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში
-
-
გადახედვახაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო ხაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო
-
გადახედვაგიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა გიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა
-
გადახედვასაგარეო უწყების თანამშრომელი, გიორგი წიქარიშვილი: კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას საგარეო უწყების თანამშრომელი, გიორგი წიქარიშვილი: კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას
-
გადახედვამედიაომბუდსმენი: სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა მედიაომბუდსმენი: სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა
კომენტარები