ხაზარაძე, უსუფაშვილი და ჩიხრაძე ახალ საკონსულტაციო პლატფორმას ქმნიან
საზოგადოებრივი მოძრაობა ლელო, შენების მოძრობა და ახალი მემარჯვენეები ახალ საკონსულტაციო პლატფორმას ქმნიან. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ, დავით უსუფაშვილმა და ფიქრია ჩიხრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
როგორც ახალი მემარჯვენეების ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, მათი გაერთიანება ქვეყნის მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვია:
"ჩვენ გამოვხატავთ მოსახლეობის დიდ ნაწილის ინტერესს, რომელიც უკიდურესად კრიტიკულად არის განწყობილი არსებული აწმყოს მიმართ და წარსულის დაბრუნებაც აშინებს. ეს იქნება თანასწორუფლებიანი პარტნიორების მიერ პარიტეტულ საწყისებზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც დაამარცხებს ორპოლუსიან სისტემას, ისარგებლებს საზოგადოების ნდობით და ააშენებს ძლიერ დემოკრატიულ ქვეყანას".
შენების მოძრაობის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა კი აღნიშნა, რომ ისინი კონსულტაციებს ერთმანეთთან გაივლიან არამხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან, არამედ სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებითაც.
"ჩვენ გვაერთიანებს ამ შემთხვევაში რწმენა იმისა, რომ ქვეყანას სჭირდება პროპორციული არჩევნები და თუ პროპორციული არჩევნები არ იქნება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი არჩევნებისთვის ნებისმიერ დროს", — განაცხადა უსუფაშვილმა.
ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძის თქმით, მათი გაერთიანება გააგრძელებს გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობას:
"28 ორგანიზაციას, რომელიც არის ოპოზიციურ ერთობაში და მხარს უჭერს პროპორციულ სისტემას, თითოეულ მათგანს ერთმანეთის მიმართ სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს. ჩვენ უფრო მჭიდრო კოორდინაციის რეჟიმში შევდივართ, რომ სხვა თემებზეც ვიმსჯელოთ. ჩვენ იმ ერთობაში გვაქვს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების მოთხოვნა, თორემ იქ სრულიად განსხვავებული საგარეო ორიენტაციის, იდეოლოგიის პარტიები. ჩვენ მათთან გვაერთიანებს მხოლოდ საარჩევნო სისტემის მოთხოვნა".
პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ სამოქალაქო სექტორმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივად შესთავაზეს ხელისუფლებას ე.წ. გერმანულ მოდელზე გადასვლა. ვინაიდან კანონპროექტის ჩაგდების მიზეზად მაჟორიტარი დეპუტატების უკმაყოფილება დასახელდა, პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ეს მოდელი მათ პარლამენტში მოხვედრასაც ითვალისწინებდა. აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი და მხარდამჭერი დავით უსუფაშვილია.
კერძოდ, მოდელის მიხედვით, პარლამენტში ადგილები არჩევნებზე მიღებული ხმების შესაბამისად განაწილდება. მისი საშუალებით, გამარჯვებული მაჟორიტარები იღებენ მანდატებს და შემდგომ მათ პარტიული სიიდან ემატებათ იმდენი დეპუტატი, რამდენიც მათ პროპორციის შესაბამისად ეკუთვნით.
მმართველი გუნდი შეთავაზებას არ დათანხმდა. ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებდა, რომ თემა დახურულია და ისინი სხვა ფორმატზე აღარ იმსჯელებენ.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები