ტყვიებს ნუ გვესვრიან, კულტურულ ღონისძიებებს თუ გააკეთებენ, მერე რა მოხდა — ოცნების დეპუტატი კარასინის განცხადებაზე
"კულტურული... წიგნის გახსნა, ზოგადად, ცუდი არ უნდა იყოს. ტყვიებს ნუ გვესვრიან, ოკუპაციას თავი დაანებონ, კულტურულ ღონისძიებებს თუ რამეს გააკეთებენ, მერე რა მოხდა", — ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე რუსეთის წარმომადგენლის, გრიგორი კარასინის განცხადებას. ჯაფარიძის განცხადების ვიდეომასალას ფორმულა ავრცელებს.
ვიქტორს ჯაფარიძე ერთ-ერთი ის მდუმარე დეპუტატია, რომელიც 2016 წლის შემდეგ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით არც ერთხელ არ გამოსულა. გარდა ამისა, მან "პრინციპული პოზიცია დაიკავა" და მხარი არ დაუჭირა მის მიერვე ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის არჩევნების ჩატარებას პროპორციული საარჩევნო სისტემით ითვალისწინებდა.
გარდა ამისა, 2018 წელს ვიქტორ ჯაფარიძე ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ მირზა სუბელიანთან ციხეში იყო შესული. ჯამში ის სუბელიანთან ხუთჯერ შევიდა. დეპუტატი მსჯავრდებულთან ციხეში იმ დღესაც შევიდა, როცა რუსთავი 2-მა მათი აუდიოჩანაწერის P.S.-ში გასვლა დააანონსა. ჩანაწერებში, სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ქართული ოცნების უკანონო საქმიანობაზე საუბრობდა.
დღეს, 29 ნოემბერს რუსულ სახელისუფლებო მედიაში გავრცელდა რუსეთის საბჭოს სენატორის, გრიგორი კარასინის კომენტარი იმის შესახებ, რომ საქართველოში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა იგეგმება. მისი მტკიცებით, ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრისას შეთანხმდა.
On.ge-სთან საუბარში ზურა აბაშიძე არ ადასტურებს, რომ შეთანხმება შედგა. მისი თქმით, მან კარასინისგან მოისმინა, რომ ერთ-ერთ კომერციულ ცენტრს მსგავსი იდეა აქვს და უპასუხა, რომ სიტუაციაში თბილისში ჩასვლისთანავე გაერკვეოდა.
"მე მოვისმინე მოკლე კომენტარი ბატონი კარასინისგან იმის თაობაზე, რომ რუსეთის სავიზო ცენტრი თბილისში, რომელიც ბოლო ორი წელია გასცემს ვიზებს და ეს გახლავთ კომერციული სტრუქტურა, აპირებს კომერციულ საწყისებზე რუსული ენის ცენტრის გახსნას. ჩემი პასუხი იყო ასეთი, რომ ჩავალ თბილისში და გავერკვევი რაზეა საუბარი. ამაზე მეტი საუბარი ჩვენ ამ თემაზე არ გვქონია", — განაცხადა აბაშიძემ.
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები