სირცხვილი იმ ხალხთან დგომაა, ვინც მათი ასაკის ადამიანებს ღირსება და სიცოცხლე წაართვა — ვოლსკი #სირცხვილიას
უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მოძრაობა #სირცხვილიას აქტივისტებს მიმართავს და აცხადებს, რომ ისინი "დასახელებას უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე შინაარსს". მისი თქმით, აქტივისტების ქცევა უფრო სირცხვილია.
"მე ვერ გავატარებ იმას, რომ სირცხვილი მოძრაობა რატომ არ იყოო... ჯერ ეს ერთი, თვითონ დასახელებას უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე შინაარს. თუ რადიკალურად ვიტყვი, სირცხვილია, მართლა, ისეთ ადამიანებთან დგომა, ვინც მათი წლოვანების ადამიანებს არათუ ღირსება და ჯანმრთელობა წაართვა, არამედ სიცოცხლე", — განაცხადა ვოლსკიმ ტელეკომპანია პირველის ეთერში.
მოძრაობა #სირცხვილიამ პროტესტი გამოხატა იმის გამო, რომ ე.წ. გერმანული მოდელის განხილვაზე მხოლოდ ოპოზიციური პარტიები მიიწვიეს. მათი თქმით, ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული ფორმატით, ხელისუფება ცდილობდა პროტესტი ვიწროპარტიულ ინტერესად წარმოეჩინა და უთანხმოების კერები გაეჩინა სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ერთობაში. აქტივისტების თქმით, მიუხედავად ფორმატის მიუღებლობისა, ამ შეხვედრის ჩაშლის მორალური უფლება არ ჰქონდათ.
აქტივისტების პასუხად დღეს, 30 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ შეხვედრის ინიციატორები თავად არ იყვნენ და შესაბამისად ვერავის დაბლოკავდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კი აღნიშნა, რომ ეს არი იყო ფორმატი, სადაც სამოქალაქო აქტივისტების ადგილი იყო. კოლეგებთან შედარებით ხისტი პოზიცია გამოხატა ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ #სირცხვილიას წარმომადგენლები შეხვედრაზე იყვნენ ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს ლიდერების სახით.
ოცნების შეხვედრა ოპოზიციის ნაწილთან და ე.წ. გერმანული მოდელი
სასტუმრო ბილტმორში ქართული ოცნების შეხვედრა ოპოზიციასთან და დიპლომატიურ კორპუსთან დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათია მიმდინარეობს. შეხვედრას ოპოზიცისა და სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებიდან მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრები; ასევე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები, დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე, აკაკი ასათიანი და ირაკლი კობახიძე ესწრებიან. შეხვედრაზე მიწვეულია პატრიოტთა ალიანსიც, რომელიც პროტესტის მოთხოვნებს იზიარებდა, მაგრამ ოპოზიციის აქციებს არ უერთდებოდა და საკუთარს მართავდა. მმართველმა გუნდმა შეხვედრაზე არ მიიწვია სამოქალაქო მოძრაობები.
შეხვედრის იდეა ქართულმა ოცნებამ მას შემდეგ გამოთქვა, რაც ამისკენ დიპლომატიურმა კორპუსმა მოუწოდა.
პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ მოძრაობა სირცხვილიამ ხელისუფლებას ე.წ. გერმანული მოდელი შესთვაზა, რასაც ოპოზიციური პარტიები და სხვა სამოქალაქო მოძრაობები დათანხმდნენ. ვინაიდან კანონპროექტის ჩაგდების მიზეზად მაჟორიტარი დეპუტატების უკმაყოფილება დასახელდა, პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ეს მოდელი მათ პარლამენტში მოხვედრასაც ითვალისწინებდა.
კერძოდ, მოდელის მიხედვით, პარლამენტში ადგილები არჩევნებზე მიღებული ხმების შესაბამისად განაწილდება. მისი საშუალებით, გამარჯვებული მაჟორიტარები იღებენ მანდატებს და შემდგომ მათ პარტიული სიიდან ემატებათ იმდენი დეპუტატი, რამდენიც მათ პროპორციის შესაბამისად ეკუთვნით.
მმართველი გუნდი შეთავაზებას არ დათანხმდა. ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებდა, რომ თემა დახურულია და ისინი სხვა ფორმატზე აღარ იმსჯელებენ.
ნოემბრის მოვლენები — მოკლედ
მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.
აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.
მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები