მერჩივნა, პოლიტიკოსის ნაცვლად მებაღე ვყოფილიყავი — ბიძინა ივანიშვილი
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა Bloomberg-თან საუბარში განაცხადა, რომ გვერდზე გადგება, თუ დაინახავს, რომ ძალაუფლებისთვის უფრო ჯანსაღი ძალები იბრძვიან.
"ჩვენ ჯანსაღი ძალები გვჭირდება და არა დესტრუქციული ძალები", — აღნიშნა ივანიშვილმა.
Bloomberg-მა 30 ნოემბერს გამოაქვეყნა სტატია "თბილისის არეულობა ქართველი მილიარდერის ოცნებას კოშმარებით ემუქრება". როგორც სტატიის ავტორები ჰუგო მილერი და ჰელენ ბოდველი აღნიშნავენ, ქართული ოცნების თავმჯდომარეს ისინი პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის კენჭისყრამდე ჭორვილაში ესაუბრნენ.
სტატიაში საუბარია ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გზაზე, ხელისუფლებაში მის მოსვლაზე, ქველმოქმედებასა და მის დაპირისპირებაზე პოლიტიკურ ოპონენტებთან. გარდა ამისა, აღნიშნულია მისი მმართველობის სტილიც.
"მერჩივნა, პოლიტიკოსის ნაცვლად, მებაღე ვყოფილიყავი", — აღნიშნავს ივანიშვილი.
როგორც სტატიაში წერია, ქვეყნის ერთადერთმა მილიარდერმა გამორიცხა, რომ ისევ გახდება პრემიერ-მინისტრი, თუმცა მიანიშნა, რომ პენსიაზე გასვლამ შეიძლება გადაიწიოს მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანასა და პოლიტიკურ არენაზე დაბრუნებას ეცდება:
"თუ ჩვენ გვექნება არჩევანი ქართულ ოცნებასა და კიდევ ვინმეს შორის, გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა, მე წავიდოდი და ვეღარ მნახავდით პოლიტიკაში თუ პარლამენტში".
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობაზე ივანიშვილი აღნიშნავს:
"სიგიჟეა, რაც რუსეთმა გააკეთა… მაგრამ თუ კედელს ავაშენებთ, გავაღვივებთ სიძულვილს და ერთმანეთის ლანძღვას დავიწყებთ, როგორც სააკაშვილი აკეთებდა, სიტუაცია თავისით არასოდეს მოგვარდება".
ქველმოქმედებაზე საუბრისას ის ამბობს, რომ ამაში ის თავისი ქონების 90 პროცენტს ხარჯავს. მისივე თქმით, საკონცერტო დარბაზების, მუზეუმების, სტადიონების, ბოტანიკური ბაღების, საავადმყოფოებისა და ეკლესიების მშენებლობაში მან უკვე 600 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.
ქართული ოცნების თავმჯდომარის საპასუხოდ სტატიაში მოყვანილია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასება:
"ივანიშვილი ფიქრობ, რომ მას შეუძლია ქართველი ხალხის ნაცვლად გადაწყვიტოს, ვის შეუძლია და ვის არ შეუძლია იყოს ქართულ პოლიტიკაში. ეს დიქტატორის ტიპური ქცევებია. დაპატიმრების მუქარა საქართველოში დაბრუნებისთვის ხელს ვერ შემიშლის, მაგრამ ჯერ კიდევ არის კითხვა — როდის".
გარდა ამისა ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი კი ამბობს, რომ ივანიშვილი ავტორიტარულ ტენდენციებს სულ უფრო მეტად ამჟღავნებს:
"მას სჯერა, რომ უფლება აქვს განსაზღვროს არა მხოლოდ ის, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, არამედ ის, ვინ უნდა იყოს ოპოზიციაში".
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები