ჩვენ ბოლომდე დავეხმარებით ქვეყანას, მოიშოროს რუსული ურჩხულის ნასხლეტი, ჩვენ ვრჩებით — გვარამია
ნიკა გვარამიამ მთვარი აქცენტების მონოლოგში განაცხადა, რომ ის და მისი ოჯახი ქვეყნის დატოვებას არ აპირებენ. თითქმის 38-წუთიან მონოლოგში გვარამიას ისაუბრა ხელისუფლების მხრიდან ოჯახზე ზეწოლასა და მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
მისივე თქმით, ოჯახთან ერთად იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ქვეყანაში რჩებიან.
"ჩვენ ვერ წავალთ ქვეყნიდან, სადაც გვაქვს მორალური უპირატესობა სრული სიმართლის სახით და მორალური ვალდებულება ილია ჭავჭავაძის ქვეყნის დაცვის. ჩვენ ვერ და არ გავაკეთებთ ამას. ჩვენ ვრჩებით და ბოლომდე დავეხმარებით ყველას. ჩვენ მთელი ოჯახით, ქექეც და სანდრო... სოფოც, გიკოც ამერიკიდან და მეც აქედან, ჩემს მეგობრებთან ერთად.
ჩვენ ბოლომდე დავეხმარებით ამ ქვეყანას მოიშოროს რუსული ურჩხულის პატარა ნასხლეტი ბიძინა ივანიშვილის სახით. პირველად ცხოვრებაში, როგორც საქართველოს მმართველზე მჯერა, რომ მას შეუძლია ჩემი ათი წლის შვილის მოკვლა. ეს არ არის კარგი რწმენა. ეს საშინელი შეგრძებაა. მე მრცხვენია ამ შეგრძნების, სიმართლე გითხრათ, მაგრამ ამ შეგრძნებაში სრულიად დარწმუნებული ვარ.
ნიკა გვარამიას სადაც და როგორც შეეძლება, ყოველთვის დაიცავს ბიძინა ივანიშვილის შვილებს და იმ შვილიშვილსაც, რომელიც ახლა გაუჩნდა, რომელსაც ძალიან სიმპათიური სახელი ბერუკა ჰქვია. ვულოცავ მას შვილიშვილის შეძენას. მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ მის შვილიშვილს ბაბუა არ ჰყავს. რადგან ბაბუა ან აღმოსავლურად პაპა, კეთილი სიტყვაა. ბიძინა ივანიშვილში მისხალი სიკეთისა არაა".
27 ნოემბერს ნიკა გვარამიამ გაავრცელა ჩანაწერი, რომელშიც ასახულია, გვარამიას ცოლი და მცირეწლოვანი შვილი როგორ გადაადგილდებოდნენ მანქანით. გვარამიას თქმით, პროკურატურა მათ უთვალთვალებდა.
ეს ვიდეო პროკურატურის მიერ გვარამიას საქმეზე წარდგენილი ვიდეომტკიცებულებაა. როგორც უწყებაში On.ge-ს უთხრეს, ეს არ არის გვარამიას ოჯახზე თვალთვალის ვიდეო. მათივე მტკიცებით, ეს გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ერთ-ერთი მტკიცებულებაა, რომელიც ადასტურებს, რომ სადაო ავტომობილით ნიკა გვარამია და მისი ოჯახი სარგებლობდა.
ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ ვიდეოთვალთვალის განხორციელება საჭირო არ იყო. მანქანაზე ინფორმაციას კი გამოკითხვითაც მიიღებდნენ.
ნიკა გვარამიას საქმე
2019 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურაში გამოძიება დაიწყო რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე.
ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გვარამიას ბრალი წარუდგინეს რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონების წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით, მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების მიზნით და გამოყენების საქმეზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2019 წლის 1 ნოემბერს გამოძიების ფარგლებში გამოტანილი დადგენილების მიხედვით, ნიკა გვარამიას დამატებით ბრალი დასდეს საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები