20 ივნისის საქმეზე მელიას სხდომა გადაიდო, რასაც ადვოკატი ქართუს საქმის განაჩენს უკავშირებს
ნიკა მელიას წინააღმდეგ 20 ივნისის საქმის სხდომა პროკურორის თხოვნის საფუძველზე გადაიდო, რასაც დეპუტატის ადვოკატი ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეზე განაჩენს უკავშირებს. ნახევარი საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ მელიას 3 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
დღეს ამ სხდომაზე უნდა განეხილათ სახალხო დამცველის დოკუმენტი, სადაც ომბუდსმენი ამტკიცებს, რომ დამატებითი ღონისძიებები მელიასთვის არაკონსტიტუციურია. პროკურორის თქმით, მათ ვერ მოასწრეს დოკუმენტის შესწავლა და ვერ იმსჯელებდნენ ამის გარეშე.
მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი მიიჩნევს, რომ სხდომა დროის გაწელვის მიზნით გადაიდო და მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტით ომბუდსმენის დოკუმენტს აღარ გაითვალისწინებენ. 20 ივნისის საქმეზე მორიგი სხდომა 24 დეკემბერს ჩაინიშნა, მელიას უფლებამოსილების შეჩერების საკითხი კი პარლამენტმა არაუგვიანეს 15 დღეში უნდა განიხილოს.
"ის ფორსირებული განაჩენი, რომელიც ფაქტობრივად დღეს გამოცხადდა, ისახავდა ერთადერთ მიზანს: ნიკა მელიას უნდა შეუწყდეს პარლამენტის უფლებამოსილება. ეს უხერხულობა, რაც შეიქმნა გავროლოვის ღამის საქმეზე, სადაც სახალხო დამცველის პოზიციით, ნიკა მელიასთან მიმართებით ირღვევა კონსტიტუცია, არ უნდათ, რომ განიხილონ.
სავარაუდოდ, მელიას გაატარებენ პროცედურებს და შეუწყვეტენ მანდატს, შემდეგ პროცესზე კი პროკურატურა იტყვის: სახალხო დამცველმა კი დაწერა დასკვნა, მაგრამ ნიკა მელია დეპუტატი აღარ არის და შეზღუდვები არ უნდა მოეხსნას.
ერთის მხრივ, სასამართლომ არ დაიჭირა მელია და სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღო, ამას გააპიარებენ... მეორეს მხრივ აიცილეს უხერხულობა და უკანონობა დარჩა ძალაში”.
- რა პროცედურებია საჭირო მელიასთვის დეპუტატის მანდატის შესაჩერებლად
- სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ახლა კოლექტიურ ოდიშარიებზე გადის — მელია
ნიკა მელიას საქმეები
შვიდი წლის წინ აღძრულ ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეზე დეპუტატ ნიკა მელიას სასამართლომ 25 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება აუკრძალა. მელია საქართველოს პარლამენტის დეპუტატია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, მას უფლებამოსილება შეუჩერონ.
On.ge-სთან საუბარში მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი განმარტავს, როგორ განვითარდება მოვლენები პროცედურულად. საპარლამენტო მანდატის შეწყვეტისთვის, საპროცედურო კომიტეტმა უნდა გადასცეს დასკვნა პარლამენტის ბიურიოს. ბიუროს შემდეგ ეს თემა ყველა სხვა საკითხზე ადრე უნდა გავიდეს პლენარულ სხდომაზე, სადაც კენჭისყრით, უმრავლესობით [76 ხმა] დეპუტატს უფლებამოსილება შეუჩერდება.
შეგახსენებთ, რომ მელიას უკვე არ აქვს დეპუტატის იმუნიტეტი. საქართველოს პარლამენტის მმართველი გუნდის დეპუტატებმა ეს გადაწყვეტილება პროკურატურის მოთხოვნით, 20 ივნისის საქმეზე მიიღეს.
ამავე საქმეზე ბრალდებული იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი სასამართლომ სრულიად გაამტყუნა და შვიდწლიანი პატიმრობა შეუფარდა. საბოლოო განაჩენით, ადეიშვილს 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა.
საქმე ეხება 2012 წლის დეკემბერში შსს-ს მიერ გაკეთებულ განაცხადს, რომ ორგანიზებულ- დანაშაულებრივ სქემაში სახელმწიფო, პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შსს-ს მტკიცებით, მელიას და ადეიშვილის გეგმით, ბიძინა ივანიშვილის ბანკი ქართუ პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო უნდა გაკოტრებულიყო. მაშინ ნიკა მელია აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.
რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, მელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით აქვს წაყენებული. ეს მუხლი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობას ითვალისწინებს.
პროკურატურა აცხადებს, რომ მელია დემონსტრანტებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდებდა. მელიას განცხადებით, მისი მოწოდება ძალადობრივი არ იყო.
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
კომენტარები