ნახეთ: როგორ აფორმებდნენ საახალწლოდ თეთრ სახლს წლების განმავლობაში
დეკემბრის თვეში თითქმის ყველა სახლი აშშ-ში საახალწლოდ ირთვება და ქვეყნის ყველაზე ცნობილი მისამართი - თეთრი სახლი, გამონაკლისს არ წარმოადგენს. თეთრ სახლს საახალწლოდ ჯონ და აბიგეილ ადამსების მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული (1800წ) ყოველ დეკემბერს რთავენ.
25 ნოემბერს თეთრ სახლში ოფიციალურად მიიღეს 7-მეტრიანი ნაძვის ხე, 2 დეკემბერს კი წლევანდელი დეკორაციების პირველად შეთვალიერების საშუალება მოგვეცა.
"ამერიკის სული თეთრ სახლში ანათებს. მიხარია, რომ პატრიოტიზმის ეს არაჩვეულებრივი გამოფენა შემიძლია გაგიზიაროთ. მიხარია, რომ ერთად გამოვცდით საშობაო სეზონის სილამაზეს"
როგორც ხედავთ, წლევანდელ მორთულობაში თეთრი ფერი ჭარბობს და თეთრ სახლში არაერთი ნაძვის ხე დგას.
სახალწლო ნაძვის გვირგვინის დამაგრება თეთრი სახლის შესასვლელთან, 1937 წ.
ყოველი პრეზიდენტი საკუთარი ტრადიციებითა და სურვილებით მოდიოდა თეთრ სახლში. მაგალითად, პრეზიდენტმა გროვერ კლივლენდმა შვილების ხათრით ნაძვისხის დადგმა თეთრი სახლში მოისურვა და არა გარე ტერიტორიაზე
კელვინ კოლიჯი პირველი პრეზიდენტი იყო, ვინც თეთრ სახლში სახალხოდ იზეიმა ახალი წელი განათებული ნაძვის ხის ფონზე (1923წ.)
ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი კოლიჯის შემდეგ ტრადიციად იქცა
ნაძვის ხეები ანათებენ თეთრი სახლის უკანა შესასვლელს, 1931წ.
ფრანკლინ რუზველტმა თეთრ სახლში 10 შობა გაატარა. ის ყურადღებას ამახვილებდა ოჯახის მნიშვნელობაზე
ფრანკლინ რუზველტი თეთრ სახლში მთელ ოჯახს ეპატიჟებოდა. მისი შვილები და შვილიშვილები თეთრ სახლში საახალწლოდ იკრიბებოდნენ და რუზველტის ორ საყვარელ საქმიანობაში: წინდების ჩამოკიდებასა და "საშობაო ისტორიის" კითხვაში იღებდნენ მონაწილეობას
რუზველტის შვილები თეთრ სახლში 1940 წელს
ჰარი ტრუმენი 1948 წელს თეთრ სახლში უცნაურ სტუმრებთან ერთად. პრეზიდენტს საახალწლოდ ინდაურები აჩუქეს
პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი და პირველი ლედი თეთრ სახლთან 1958 წელს
ეიზენჰაუერის პირველი ოჯახი წვიმებით დაფარული ნაძვის ხის წინ
ჟაკლინ კენედიმ თეთრი სახლის მთლიანად მორთვას ჩაუყარა საფუძველი: 1961 წელს მან ლურჯი ოთახი ჩაიკოვსკის მაკნატუნას მიხედვით მორთო. ფოტოში პატარა ქეროლაინი ნაძვის ხეს აღფრთოვანებული უყურებს
1962 წელს საახალწლო ნაძვის ხე საბავშვო სათამაშოებით და ტკბილეულობებით მორთეს
მიუხედავად მორთული თეთრი სახლისა, კენედის ოჯახი ახალი წლის აღნიშვნას პალმ ბიჩზე ამჯობინებდა
1963 წელს თეთრ სახლთან ბანერი დაკიდეს წარწერით "მშვიდობა დედამიწაზე ადამიანთა კეთილდღეობისთვის". ამ პერიოდში კენედის სიკვდილს გლოვობდნენ
ჯონსონის ოჯახმა თეთრი სახლის მთავარ დარბაზში 2-მეტრიანი პინიატა დაკიდა
1967 წელს პრეზიდენტი ჯონსონი, ლედი ბერდი და იუკი (თეთრ სახლში მცხოვრები ძაღლი) ერთად შეხვდნენ შობას
ჯონსონების ოჯახი ოვალურ ოთახში
ნიქსონის დროს ახალი წელი თეთრ სახლში წვეულებით აღინიშნებოდა. ლედი პეტ ნიქსონის თქმით, პრეზიდენტი პიანინოზე Rudolph the Red Nosed Reindeer უკრავდა ხოლმე
ნიქსონმა კიდევ ერთი ტრადიცია შემოიტანა: ნაძვის ხის გაფორმება შშმ მუშების მიერ დამზადებული დეკორაციებით. 1969 წელს კი ნაძვის ხე ხავერდისა და სატინის ყვავილებით იყო მორთული, რომელთაგანაც თითოეული თითო შტატის სიმბოლო იყო
ჯერალდ ფორდი 1975 წელს მეუღლე ბეტისთან და შვილ სიუზანთან ერთად
პირველმა ლედიმ, ბეტი ფორდმა 1976 წელს თეთრი სახლის ოფიციალური ნაძვის ხე წარადგინა. პრეზიდენტმა ფორდმა განაცხადა, რომ როგორც ყოფილი რეინჯერი, ამაყობს ბუნებრივი ნაძვის ხით.
ჯიმი კარტერს 1977 წელს ნაძვის ხის განათებაში ქალიშვილი ემი ეხმარებოდა
რეიგანი ნამდვილად ირგებდა საახალწლო სულისკვეთებას. ის 1983 წელს სანტა კლაუსის ფორმაში გამოეწყო.
… მაგრამ პირველი ლედი ნენსი რეიგანი სხვა სანტა კლაუსს ჩაუჯდა კალთაში
1984 წელს ბარბარა ბუშმა ნაძვის ხეზე ვარსკვლავი დაამაგრა.
რეიგანი მხატვრებს უკვეთავდა ხოლმე საშობაო ბარათების დიზაინს. ასე იქცეოდა ორივე ბუში, ბილ კლინტონი და ბარაკ ობამაც.
რეიგანის პერიოდში თეთრ სახლში პოპ-კულტურის სათამაშოებსაც ნახავდით. ფოტოზე ასახულია პირველი ლედი და ალფი საახალწლო წვეულებისას.
პირველი ბუშის დროს ახალი წელი ოჯახური წვეულება იყო. ფოტოში ჩანს დიდი ბუში ოვალურ ოფისში შვილიშვილთან ერთდ 1991 წელს.
რა თქმა უნდა, საშობაო ზღაპრების კითხვაც ტრადიციად რჩებოდა.
დიდმა ბუშმა სულ 12-ჯერ იზეიმა შობა თეთრ სახლში: 4-ჯერ საკუთარი, 8-ჯერ კი შვილის პრეზიდენტობის დროს.
ჰილარი კლინტონი 1993 წელს, ორიგინალურად მორთულ ნაძვის ხესთან
კლინტონებს ძალიან უყვარდათ ორცხობილის სახლები: წლების განმავლობაში მათ ჰქონდათ ვაშინგტონის მონუმენტის, მაუნტ-ვერნონის და ჰილარის ბავშვობის სახლის გემრიელი მოდელები
ბუშის საახალწლო თემა წითელი, თეთრი და ლურჯი შობა იყო, ინსპირაცია კი - ის წერილები, რომლებსაც თეთრი სახლი 11 სექტემბრის შემდეგ იღებდა.
ობამებმა მეგობრებთან, ოჯახთან და ჩვეულებრივ ამერიკელებთან ერთად აღნიშნეს ახალი წელი თემით "მარტივი საჩუქრები"
ბარაკ ობამა 2014 წლის დადგომა სანტა კლაუსთან ერთად სცენაზე ცეკვით იზეიმა
ობამას პრეზიდენტობის ბოლო შობას თეთრ სახლში ობამების ძაღლების გიგანტურმა მოდელებმა დაიდეს ბინა
ტრამპის პრეზიდენტობის პირველ წელს საახალწლო თემა ის ტრადიციები იყო, რომელთაც დროს გაუძლეს. მელანიამ ბავშვებთან ერთდ გვირგვინი დაამზადა.
2018 წელს თეთრ სახლში უზარმაზარი ნაძვის ხე დაიდგა ხავერდის ბაფთებით
წინა ახალი წელი 40 ალისფერი ნაძვის ხით დაამახსოვრდა საზოგადოებას
ტრამპი 2018 წლის ნაძვის ხესთან
მელანია 2019 წლის დეკორაციასთან
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები