პრემიქსი საცხებ-საპოხი საშუალებების მწარმოებელი TOTAL-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
ავტონაწილებისა და ავტოსერვისის პროვაიდერი კომპანია პრემიქსი საცხებ-საპოხი საშუალებების მწარმოებელი ფრანგული ბრენდის, TOTAL-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა. კომპანია პრემიქსი მომხმარებელს შესთავაზებს TOTAL-ის სავაჭრო ნიშნით წარმოებულ პროდუქციას: საავტომობილო ძრავის და გადაცემათა კოლოფის ზეთები, ინდუსტრიული საცხებ-საპოხი საშუალებები და სხვადასხვა გამოყენების სამრეწველო ქიმიკატები.
TOTAL წარმოების სიდიდით მსოფლიოს უმსხვილეს ნავთობკორპორაციებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს, გამოირჩევა მრავალფეროვნებით და მოიცავს სხვადასხვა სამომხმარებლო ბაზარს.
"ჩვენს მომხმარებლებს შეეძლებათ შეიძინონ TOTAL-ის საავტომობილო ზეთები, რომელიც ევროპული, ამერიკული, აფრიკული თუ აზიური წარმოების მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს ესადაგება; TOTAL-ის სასაქონლო წარმოება ამავდროულად მოიცავს სამრეწველო-ინდუსტრიულ ბაზარს, სადაც სხვადასხვა დანადგარი გამოიყენება; ეს შეიძლება იყოს კომპრესორი, ტურბინა, ტრანსფორმატორი, ჰიდრავლიკური ტრანსმისია და სხვა; ამ დანადგარების ხანგრძლივ და სტაბილურ ექსპლუატაციას კი ხარისხიანი საცხებ-საპოხი საშუალებები უზრუნველყოფენ. გარდა ამისა, საყურადღებოა საზღვაო მიმართულება, რომელიც არაერთ გადაწყვეტილებას გვთავაზობს ნებისმიერი სიდიდის საზღვაო ტრანსპორტისთვის", — აღნიშნავს კომპანია პრემიქსის გენერალური დირექტორი, გიორგი კუპრაშვილი.
TOTAL-ის წარმოებას მინიჭებული აქვს სერტიფიკატი ISO 9001, ISO 140001, IATF 16949; პროდუქციის ხარისხსს აკონტროლებენ მსოფლიოს უმსხვილესი ორგანიზაციები:
- API (the American Petroleum Institute) – ამერიკის ნავთობის ინსტიტუტი;
- ACEA (the European Automobile Manufacturers’ Association) — ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაცია;
- SAE (the American Society of Automobile Engineers) — ამერიკის ავტოინჟინრების საზოგადოება.
ავტონაწილებისა და ავტოსერვისის პროვაიდერი კომპანიის, პრემიქსის ქსელში TOTAL-ის პროდუქციის, როგორც საცალო, ასევე საბითუმო შესყიდვა 2019 წლის სექტემბრიდან არის შესაძლებელი.
კომპანია პრემიქსის შესახებ
პრემიქსის ქსელში ხელმისაწვდომია ავტონაწილები და სერვისი. კომპანია მომხმარებელს საავტომობილო სერვისთან ერთად მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს:
- საცხებ-საპოხი საშუალებები;
- საკისრები;
- უკუმგდებები;
- აკუმულატორები;
- ჰიდრავლიკის სითხე;
- დამლუქავი პროდუქტები;
- თერმოსტატები;
- აალების სანთლები;
- სამუხრუჭე სითხე;
- წყლის ტუმბოები და ავზები;
- ძრავის ნაწილები;
- ფილტრები;
- ანტიფრიზი;
- ღვედები და დამჭიმები;
- სავალი ნაწილები;
- ხელსაწყოები;
- სამუხრუჭე ხუნდები;
- ამორტიზატორები;
- ელექტრონიკა;
- საავტომობილო ქიმია.
კომპანია 2002 წელს დაფუძნდა, ხოლო დღევანდელი სახელწოდებით პრემიქსი 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანიაში 30 სახეობის, 11 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტის, როგორც საცალო ასევე საბითუმო შესყიდვა არის შესაძლებელი. პრემიქსის მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია შემდეგი პრემიუმ ბრენდები: NGK|NTK; Schaeffler Group: LUK, FAG, INA | Ruville; ENEOS; Victor Reinz; DENSO; MAGNETI MARELLI, MONROE; JS-ASAKASHI; MAHLE/Behr; SIDEM; Sankei 555; AKEBONO; Zimmermann; SWAG; REMSA; SUN & UNISOL; KYB; BREMI; HUTCHINSON; WYNNS; FORCH; GKN; KING; SALERI; SM და სხვა.
2019 წლისთვის კომპანიის მომხმარებლების მიერ 2,325,110-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების საქონელი იქნა შესყიდული.
კომპანიის ფეისბუქგვერდი იხილეთ აქ.
Total Hellas-ის შესახებ
Total Hellas S.A. Total ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც პასუხისმგებელია კომპანიის მარკეტინგულ ოპერაციებსა და მომსახურებაზე საბერძნეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთის, მალტის, კვიპროსის, სომხეთისა და საქართველოს ფილიალებში. საავტომობილო და ინდუსტრიული ბაზრებისთვის საცხებ-საპოხი საშუალებების, გაგრილების სითხეებისა და ქიმიკატების მიწოდება; მომხმარებლების მხარდაჭერა; ხარჯების შემცირებაზე, ეფექტურობისა და სიცოცხლისუნარიანობის ზრდის პრინციპებზე დაფუძნებული ინოვაციური გადაწყვეტილებების შეთავაზება — ჩვენი ბიზნესის ძირითადი მიმართულებაა.
კომპანიის ვებგვერდი და ფეისბუქგვერდი იხილეთ აქ.
Total Lubrifiants-ის შესახებ
Total Lubrifiants ძრავის ზეთებისა და საცხებ-საპოხი საშუალებების წამყვანი მწარმოებელია გლობალურ ბაზარზე; 41 ნავთობის ჭაბურღილი მსოფლიოს გარშემო და 5 800-ზე მეტი თანამშრომელი 150 ქვეყანაში. Total Lubrifiants მომხმარებელს სთავაზობს კვლევებისა და განვითარების ცენტრის 130 მკვლევარის მიერ შემუშავებულ, ინოვაციურ, ეფექტურ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებსა და მომსახურებას. Total Lubrifiants-ს, როგორც პარტნიორ კომპანიას ირჩევენ საავტომობილო, ინდუსტრიული და საზღვაო ბიზნეს-ბაზრები.
კომპანიის ვებგვერდი იხილეთ აქ.
Total-ის შესახებ
Total-ი ინტეგრირებული ენერგიის — ნავთობისა და გაზის მწარმოებელი და მომწოდებელი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ნახშირბადის დაბალი შემცველობის მქონე ენერგიის წარმოების თვალსაზრისით წამყვანი მოთამაშეა მსოფლიო ბაზარზე. ჩვენი 98 000 თანამშრომელი ემსახურება უკეთესი, უფრო უსაფრთხო, სუფთა, ეფექტური და ინოვაციური ენერგიის წარმოებას, რომელიც უამრავი ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი. როგორც კორპორატიული პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებისათვის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვაკეთოთ ჩვენი საქმე ისე, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული ოპერაციები უწყვეტად უზრუნველყოფდნენ ეკონომიკურ, სოციალურ და გარემო სარგებელს მსოფლიოს გარშემო 130 ქვეყანაში.
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
კომენტარები