საქართველოს ფოსტამ ჩინეთის ფოსტის ჯგუფთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
საქართველოს ფოსტამ ჩინეთის ფოსტის ჯგუფთან სტრატეგიული ბიზნეს თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი კომიტეტის შექმნაზე, რომელიც 5 თვის ვადაში ინფორმაციული ტექნოლოგიების, ავტომატიზაციის და სატრანზიტო ვადების გაუმჯობესების მიზნით, დაამუშავებს კომერციულ, ტექნიკურ და მარკეტინგულ მიმართულებებს. ასევე შეთანხმების ფარგლებში მხარეები უზრუნველყოფენ თანამშრომელთა გადამზადებას და მჭიდროდ ითანამშრომლებენ საფოსტო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.
ჩინეთის ფოსტის ჯგუფი და საქართველოს ფოსტა ერთობლივად შექმნიან შესაძლებლობებს სატრანზიტო საფოსტო გზავნილების უკეთესი და ეფექტური მომსახურებისთვის. ამასთანავე თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდება ახალი ლოგისტიკური სქემა სარკინიგზო მაგისტრალის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს გავლით ტრანზიტული საფოსტო და კომერციული ტვირთების გატარებას ჩინეთიდან კავკასიის რეგიონსა და ევროპის მიმართულებით.
"ჩინეთის ფოსტის ჯგუფი ჩვენთვის გახლავთ სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად ეს მემორანდუმი ხელს შეუწყობს, როგორც ჩვენს შორის თანამშრომლობის გამყარებას, ასევე მოგვცემს შესაძლებლობას განვახორციელოთ ახალი პროექტები და გავიზიაროთ მათი გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით. ჩინეთის ფოსტა ერთ-ერთი მოწინავე საფოსტო ოპერატორია ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის მიმართულებით, ამასთანავე მნიშვნელოვანია მათი დიდი გამოცდილება ელ. კომერციის ბიზნესში, რაც ჩვენთვის საინტერესო და პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ვფიქრობ აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად ქართველ მომხმარებელს და მეწარმე სუბიექტებს მრავალ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ", — განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.
China Post Group გახლავთ ჩინეთის ეროვნული საფოსტო ოპერატორი. ჯგუფი ეწევა საფოსტო ბიზნესს, უზრუნველყოფს უნივერსალური საფოსტო სერვისების მიწოდებას და ახორციელებს კომერციულ საქმიანობას. China Post Group გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საფოსტო ოპერატორი, კომპანია წარმოდგენილია მთელი ქვეყნის მასშტაბით და ფლობს 80 000-ზე მეტ სერვისცენტრს, 20 000-ს დისტანციური მომსახურების კომპიუტერიზებულ საფოსტო ოფისს და 200-ზე მეტ დახარისხების ცენტრს. კომპანიაში დასაქმებულია 860 200 თანამშრომელი.
უნივერსალური და სპეციალური საფოსტო სერვისების გარდა, China Post Group აწარმოებს ლოგისტიკურ მომსახურებებს, ელექტრონულ კომერციას და ფინანსურ სერვისებს, რომელიც მოიცავს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებს. 2018 წელს ჯგუფის მთლიანმა შემოსავალმა 80.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც მოგება 6.5 მილიარდი აშშ დოლარი გახლდათ. 2018 წელს ჩინეთის ფოსტის ჯგუფმა 113-ე ადგილი დაიკავა გამომცემლობა Fortune-ის მიერ შედგენილ ყველაზე მსხვილი კომპანიების Global 500-ის რეიტინგში, ამავე რეიტინგის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა საფოსტო კომპანიებს შორის, ამასთანავე ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში პირველ ადგილზეა მომგებიანობის მქონე საფოსტო კომპანიების სიაში.
საქართველოს ფოსტის და ჩინეთის ფოსტის ჯგუფის თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში და ამავდროულად ხელს შეუწყობს, საქართველო გახდეს რეგიონული ცენტრი ლოგისტიკის და ბიზნესის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული. 2018 წლის მონაცემებით, 9 თვეში, საქართველოდან ჩინეთში 163 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების საქონელი იქნა ექსპორტირებული.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები