ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტის გამო თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციის დროებითი გაერთიანება დატოვა
რუსეთში ნინო ბურჯანაძის ვიზიტის გამო თაკო ჩარკვიანი და მისი პარტია კანონი და სამართალი პროპორციული საარჩევნო სისტემასთან დაკაშვირებულ დროებით ოპოზიციურ გაერთიანებას ტოვებს. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.
როგორც ჩარკვიანი წერს, ბურჯანაძის ვიზიტის შესახებ რამდენიმე ადამიანმა სრულიად მოულოდნელად გაიგო და ამის შესახებ წინასწარ უნდა ყოფილიყვნენ ინფორმირებული.
"როცა მთელს მსოფლიოს ვეუბნებით, რომ რუსეთი გვებრძვის და იბრძვის, რომ დაგვაბრუნოს თავის სივრცეში, აი, ამ დროს სრულიად უადგილოდ მეჩვენება ეს ვიზიტი, თორემ მე არანაირი უფლება არ მაქვს, რომ რუსულ ვექტორს "სირბილი" დავუშალო მოსკოვში პუტინთან, მაგრამ ამ უმძიმეს ვითარებაში, ვფიქრობ ტალახი ყველას, მთელ ქვეყანას ესხმება! პროპორციული გასაგებია, მაგრამ სულ მთლად ნუ დავაბნევთ უცხოელ — ევროპელ პარტნიორებს, რომლებსაც თან დახმარებას ვთხოვთ! ბრძოლა უზურპატორის წინააღმდეგ გრძელდება — "პუტინი" კაბაში მეყოლება თუ შარვალში ამ ქვეყანაში, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს!" — წერს ჩარკვიანი.
დღეს, 3 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პარტია დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაფრინდა. პოლიტიკოსი შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართავს, თუმცა პრესამსახურის თქმით, უცნობია უშუალოდ პრეზიდენტს შეხვდება თუ არა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძე მოსკოვში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე სასაუბროდ, ასევე, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის განსახილველად ჩავიდა. მათი თქმით, ვიზიტი თვენახევრის წინ იყო დაგეგმილი და ამაზე გაერთიანებული ოპოზიცია ინფორმირებულია.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, განსხვავებული საგარეო ორიენტაციის პოლიტიკური პარტიები არიან გაერთიანებულნი მხოლოდ ერთი საკითხის თაობაზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.
"ჩვენ არ შევრიგებულვართ, ჩვენ მოვრიგდით და ეს მორიგება ეხება მხოლოდ და მხოლოდ პროპორციულ არჩევნებს", — თქვა ნიკა მელიამ On.ge-სთან საუბრისას.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ნინო ბურჯანაძე მოსკოვში პოლიტიკური ვიზიტით ჩავიდა. ის არაერთხელ შეხვედრია ვლადიმერ პუტინს. დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს ლიდერი ესწრებოდა რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ევრაზიულ ქალთა ფორუმს, რომელსაც დე ფაქტო აფხაზეთის დელეგაციაც ესწრებოდა. ნინო ბურჯანაძეს ნათქვამი აქვს, რომ რუსეთში ყველა ვიზიტზე პატრიარქს წინასწარ აყენებს საქმის კურსში.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები