გრძელვადიანი ბიუჯეტი – თბილისის მასშტაბური პროექტების დაცვა მმართველობის ცვლილებებისგან
თბილისისთვის უმნიშვნელოვანესი გრძელვადიანი პროექტები არა ერთწლიანი, არამედ ხუთწლიანი ბიუჯეტებით უნდა იყოს დაკანონებული, რათა დედაქალაქის მთავრობის ცვლილებით არ მოხდეს ამ პროექტებისადმი მიდგომის შეცვლაც.
ასეთი ინიციატივით მენაშენთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი გამოდის, რომლის აზრით, დედაქალაქს მიმდინარე, ყოველწლიურ ბიუჯეტთან ერთად, გრძელვადიანი, თუნდაც 5–წლიანი ბიუჯეტიც უნდა ჰქონდეს.
"დავუშვათ, დიდი მშენებლობა დაიწყო ამჟამინდელმა მერმა კახა კალაძემ, ან ავტობუსების პარკის განახლება, რომელიც მიმდინარეობს კიდეც. ეს პროექტი მოკლე ვადებში ვერ ჩაეტევა და იმ შემთხვევაში, თუ ქალაქი სხვა მერს აირჩევს, მისთვის სავალდებულო უნდა იყოს წინამორბედი ადმინისტრაციის მიერ დაწყებული პროექტების ბოლომდე მიყვანა. მსგავსი პროექტების დასრულების ვალდებულება სწორედ 5–წლიანი ბიუჯეტებით უნდა იყოს დაკანონებული. არსებულ შემთხვევაში, როდესაც იცვლება დედაქალაქის ადმინისტრაცია, იცვლება მიმდინარე პროექტებისადმი მიდგომებიც. მაგალითად თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი. პროექტი ცუდია თუ კარგი, ის დამტკიცებულია, თუმცა ახლა გაჩერებულია. ოდესმე რომ შეიცვალოს ხელისუფლება, მხოლოდ მაშინ უნდა განახლდეს ის პროექტი?", – ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.
მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარეს მაგალითად ჩინეთის დიდი კედელი მოაქვს:
"იმპერატორები სხვადასხვა დროს ერთმანეთთან უსასტიკეს ბრძოლებში იყვნენ ჩართული, მაგრამ 800 წლის განმავლობაში მუდმივად მიმდინარეობდა ჩინეთის კედლის მშენებლობა. ანუ, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იყო იმპერატორი, მთავარი იყო ის, რომ ჩინეთს ამ სტრატეგიული კედლის მშენებლობა სჭირდებოდა".
შესაბამისად, ირაკლი როსტომაშვილი დარწმუნებულია, რომ თბილისის სტრატეგიული პროექტები 5–წლიანი ბიუჯეტით უნდა იყოს დაკანონებული. ანუ, თბილისის ბიუჯეტი უნდა განისაზღვროს როგორც ერთი წლით, ისე, პირობითად, 5–წლიანი ვადით.
"გრძელვადიანი ბიუჯეტი ერთგვარი მყარი პროგნოზია ბიზნესისთვისაც. მაგალითად, თუ ვიცი, რომ შემოვლითი რკინიგზა ამა და ამ ვადებში გაკეთდება, ესა თუ ის ზონები ჩემთვის საინტერესო ხდება. მაგრამ, მე რომ ამ ზონებში პროექტები დავიწყო და შემდეგ მოვიდეს სხვა მენეჯმენტი და პროექტი აღარ გააგრძელოს, ჩემი ბიზნესი კოლაფსისთვისაა განწირული", – განმარტავს ირაკლი როსტომაშვილი.
გარდა ამისა, გრძელვადიანი ბიუჯეტირების უპირატესობა ისიცაა, რომ საინვესტიციო გარემოს აუმჯობესებს. დღეს, ერთწლიანი ბიუჯეტების პირობებში, კომპანიების უმეტესობა ისეთ პროექტებს კიდებს ხელს, რომელთა დასრულებაც დედაქალაქის არსებული ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდშია შესაძლებელი. გრძელვადიან პროექტებში ინვესტირებას კი ყველა ერიდება, რაც ბაზარზე არასტაბილურობას ქმნის. შესაბამისად, მენაშენეების აზრით, აუცილებელია თბილისის განვითარების სტრატეგია როგორც ერთწლიანი, ისე გრძელვადიანი ბიუჯეტით დაკანონდეს.
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები