გონების სავარჯიშო წიგნები ბავშვებისთვის
როგორც სხეულს, ასევე გონებასაც სჭირდება მუდმივი ვარჯიში. მეხსიერების, აზროვნების, კონცენტრაციის, აღქმისა თუ ანალიზის უნარებს კი სხვადასხვა ტიპის თავსატეხების ამოხსნა ავითარებს.
მნიშვნელოვანია, მოზარდს საინტერესო და სახალისო ფორმით მივაწოდოთ გონების გასავარჯიშებელი ამოცანები და თავისუფალი დრო — იქნება ეს ხანგრძლივი მგზავრობა, შაბათ-კვირას დასვენება თუ არდადეგები — ერთგვარ თავგადასავლად ვუქციოთ.
სულაკაურის გამომცემლობა გთავაზობთ წიგნებს, რომლებიც თქვენს პატარებს აზროვნების, ლოგიკური თუ ანალიტიკური უნარების განვითარებაში დაეხმარება. თითოეულ წიგნს მითითებული აქვს სარეკომენდაციო ასაკი, რაც წიგნის შერჩევას გაგიადვილებთ.
100-ზე მეტი ლოგიკური სავარჯიშო (ასაკი: 12+)
ლოგიკური თავსატეხები სხვა ამოცანებისა და სავარჯიშოებისგან განსხვავდება. მისი ამოხსნისას ძალიან მნიშვნელოვანია თავსატეხის პირობის კარგად გააზრება და სწორად გაგება, რაც კონცენტრაციასა და დეტალებზე ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. ამიტომ ლოგიკური თავსატეხების კრებული ბავშვებს არა მარტო ლოგიკური და ანალიტიკური უნარების განვითარებაში, არამედ მეხსიერებისა და აზროვნების გავარჯიშებაშიც დაეხმარება. თითოეული თავსატეხის პასუხი წიგნს ბოლოში აქვს დართული.
მათემატიკის პედაგოგებს შეუძლიათ ეს წიგნი საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან დამხმარე სახელმძღვანელოს სახით გამოიყენონ.
შეამოწმე შენი ცოდნა (ასაკი: 10+)
ეს წიგნი ბავშვებს ზოგადი ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. წიგნში თავმოყრილია სახალისო და საინტერესო კითხვები, მაგ: რა მოხდება, წყლიან ჭიქაში ზეთს თუ ჩაასხამ?
ბალახისმჭამელი დინოზავრები ვაშლსაც ჭამდნენ თუ არა? სად აქვს ადამიანს ყველაზე პატარა ძვლები? აქ შეგხვდებათ შეკითხვები ბიოლოგიიდან, ფიზიკიდან, ისტორიიდან, მსოფლიო ლიტერატურიდან... შეკითხვები ფილმების, მუსიკის, მეფეების, გამომგონებლების შესახებ... ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემას ალბათ ვუნდერკინდიც ვერ შეძლებს, თუ საჭირო ინფორმაცია არ მოიძია. თუმცა, წიგნის მიზანი სწორედ ისაა, რომ „ჩაითრიოს“ მკითხველი და წიგნში დასმულ 500-ზე მეტ შეკითხვაზე პასუხი მოაძებნინოს.
წიგნს ბოლოში ყველა შეკითხვის პასუხი აქვს დართული, რაც მოზარდს შესრულებული დავალების სისწორის გადამოწმებაში დაეხმარება.
80-ზე მეტი გონების სავარჯიშო (ასაკი: 9+)
ამ წიგნში სხვადასხვა ტიპის თავსატეხებია თავმოყრილი ლოგიკის, მეხსიერებისა და კონცენტრაციის უნარის გასავითარებლად. სავარჯიშოები ნებისმიერი თანმიმდევრობით შეიძლება ამოიხსნას. თუკი ბავშვს რომელიმე თავსატეხის ამოხსნა უჭირს, შეუძლია გამოტოვოს, სხვაზე გადაერთოს და მას მოგვიანებით მიუბრუნდეს. ერთი და იმავე ტიპის სავარჯიშო წიგნში რამდენჯერმე მეორდება, რისი მიზანიც დავალების შესასრულებლად საჭირო სხვადასხვა ტექნიკისა და უნარის დახვეწაა.
თითოეული სავარჯიშოს პასუხი წიგნს ბოლოში აქვს დართული.
შეამოწმე შენი მეხსიერება (ასაკი: 8+)
ამ წიგნში მოცემული სავარჯიშოები მეხსიერებასა და კონცენტრაციის უნარს ავარჯიშებს. წიგნი ასწავლის ბავშვს სხვადასხვა ფანდს, თუ როგორ დაიმახსოვროს სავარჯიშოს პირობაში მოცემული ინფორმაცია სწრაფად. მაგალითად: თუკი მას თანმიმდევრობით აქვს დასამახსოვრებელი 10 სიტყვა, უმჯობესია გონებაში შეთხზას ამბავი, რომელშიც ამ ნივთებს გამოყენებს. მაგალითად, თუკი ძროხა, საქანელა და ცისარტყელა აქვს დასამახსოვრებელი, შეიძლება წარმოიდგინოს ამბავი, როგორ ქანაობს ძროხა საქანელაზე და ხედავს ცისარტყელას. თუ რომელიმე საჭმლის ან სასმლის დამახსოვრებას ითხოვს სავარჯიშო, შეიძლება ამ საკვების გემო ან მასთან დაკავშირებული რაიმე ამბავი გაიხსენოს... მართლაც ფაქტია, ნებისმიერი „ამბის“ დამახსოვრება და მერე გახსენება გაცილებით მარტივია, ვიდრე ერთმანეთთან დაუკავშირებელი სიტყვებისა.
სავარჯიშოები ნებისმიერი თანმიმდევრობით შეიძლება ამოიხსნას. თუკი ბავშვს რომელიმე თავსატეხის ამოხსნა უჭირს, შეუძლია გამოტოვოს, სხვაზე გადაერთოს და მას მოგვიანებით მიუბრუნდეს. თითოეული სავარჯიშოს პასუხი წიგნს ბოლოში აქვს დართული.
ლოგიკური თავსატეხები საზრიანი ბავშვებისთვის (ასაკი: 8+)
ამ წიგნში უამრავი ლოგიკური თავსატეხია თავმოყრილი. მათემატიკური ამოცანები, კროსვორდები და სუდოკუები ბავშვებს ლოგიკური აზროვნების განვითარებაში დაეხმარება. მათ მოუწევთ ობიექტების, სიტუაციების, ციფრების კლასიფიცირება, ლოგიკური თანმიმდევრობით დალაგება, გარკვეული პრინციპის აღმოჩენა იმისთვის, რომ ამოცანა ამოხსნან.
შესასრულებელი დავალებების ტიპები მეორდება, თუმცა თანდათან რთულდება. ამიტომ, უმჯობესია, ბავშვი წიგნს თანმიმდევრობით მიჰყვეს და ყველა ამოცანა ამოხსნას. წიგნის ბოლოს გამოთვლების საწარმოებლად რამდენიმე ცარიელი გვერდია მოცემული და სავარჯიშოების პასუხებიც ბოლოშია დართული.
მათემატიკის პედაგოგებს შეუძლიათ ეს წიგნი გამოიყენონ როგორც დაწყებითი (III კლასიდან), ისე საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან.
მათემატიკური თავსატეხები საზრიანი ბავშვებისთვის (ასაკი: 8+)
ეს წიგნი 100-ზე მეტ მათემატიკურ თავსატეხს აერთიანებს და მოიცავს საბაზისო მათემატიკურ მოქმედებებს, რაც მათემატიკური აზროვნების გასავითარებლად არსებითად მნიშვნელოვანია. წიგნი მარტივი მათემატიკური მოქმედებებით იწყება და თანდათან რთულდება.
თითოეული სავარჯიშოს პასუხი წიგნს ბოლოში აქვს დართული.
მათემატიკის პედაგოგებს შეუძლიათ ეს წიგნი გამოიყენონ როგორც დაწყებითი (III კლასიდან), ისე საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან.
სახალისო თავსატეხები საზრიანი ბავშვებისთვის (ასაკი: 8+)
ეს წიგნი ლოგიკურ და მათემატიკურ სავარჯიშოებს აერთიანებს. მასში 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოა. ამ კრებულებში დაგხვდებათ ლოგიკური თავსატეხები, ფაზლები, მათემატიკური ამოცანები, კროსვორდები, სუდოკუები, მეხსიერების სავარჯიშოები. თითოეული სავარჯიშოს პასუხი წიგნს ბოლოში აქვს დართული.
მათემატიკის პედაგოგებს შეუძლიათ ეს წიგნი გამოიყენონ როგორც დაწყებითი (III კლასიდან), ისე საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან.
თავსატეხები ბავშვებისთვის - სუდოკუ 1, სუდოკუ 2 (ასაკი: 8+)
ეს წიგნები სუდოკუებს _ უჯრებითა და ციფრებით შედგენილ თავსატეხებს აერთიანებს. წიგნები უმარტივესი სუდოკუებით იწყება და თანდათან რთულდება. სუდოკუები გონების გასავარჯიშებელი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
თითოეულ წიგნში 150-ზე მეტი სუდოკუა, რაც პატარებს მოწყენის საშუალებას არ მისცემს.
თითოეული სავარჯიშოს პასუხი წიგნს ბოლოში აქვს დართული.
თავსატეხები ბავშვებისთვის — ლაბირინთები (ასაკი: 7+)
ამ წიგნში სხვადასხვა სირთულისა და დონის 150-ზე მეტ ლაბირინთია. ბავშვმა გასასვლელი კვადრატული, წრიული, რვაკუთხა თუ "ხიდებიანი" ლაბირინთებიდან უნდა იპოვოს. ამ ტიპის ლაბირინთებიდან გზის გაკვლევა და საკუთარი თავის გამოცდა ყველა ასაკში სახალისოა.
თუმცა, ლაბირინთებიდან გაღწევა სახალისოსთან ერთად გონების გასავარჯიშებლადაც მშვენიერი საშუალებაა. მარტივი ლაბირინთების ამოხსნა (რომლებიც ამ წიგნის საწყის გვერდებზეა მოცემული) პატარებს თვალისა და თითის გაყოლების უნარის განვითარებაში დაეხმარება. ყოველ მომდევნო გვერდზე ლაბირინთები სულ უფრო რთულდება და იხლართება. მათში გზის გაკვლევას კი უკვე კონცენტრაციის დიდი უნარი და სხარტი აზროვნება სჭირდება.
თითოეული სავარჯიშოს პასუხი წიგნს ბოლოში აქვს დართული.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
კომენტარები