კომიქსების სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გმირი, ქალი საოცრება კიდევ ერთხელ ცდილობს სამყაროს გადარჩენას, თუმცა ამჯერად 80-იანი წლების ამერიკაში.

სულ ცოტა ხნის წინ გამოსული ტრეილერიდან ვიგებთ, რომ ჩვენი საყვარელი გმირი მარტო არ იბრძოლებს ბოროტების წინააღმდეგ და მის გვერდით კვლავ ვიხილავთ ნაცნობ სახეს — სტივ ტრევორის.

უახლესი ტრეილერიდან იმასაც შენიშნავდით, რომ მომავალ ფილმში სერიალ Game of Thrones-ის ვარსკვლავს, პედრო პასკალსაც ვიხილავთ, რომელიც, დიდი ალბათობით, ამ ისტორიის მთავარი ანატაგონისტი იქნება.

ფილმის პრემიერა 2020 წლის 5 ივნისს შედგება.