ვინ მიიღო ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო — სია
9 დეკემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს სახალხო დამცველთან არსებულმა ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა გამოავლინეს და საპატიო სიგელებითა და პრიზებით დააჯილდოვეს ის პიროვნებები, ორგანიზაციები და მედია საშუალებები, რომლებმაც საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში თვალსაჩინო წვლილი შეიტანეს.
ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ 2019 წელს ტოლერანტობის ქომაგად გამოავლინა:
- ნომინაცია მედია საშუალება ან პროექტის — საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი მრავალფეროვანი საქართველო;
- ნომინაციაში პიროვნება — გარდაბნელი მასწავლებელი ჰამიდ სადიგოვი, რომელმაც საკუთარი პოზიცია გამოხატა იძულებით ქორწინებასთან დაკავშირებით, რამაც მის თემში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, ფართო საზოგადოება კი მის მიმართ სოლიდარულია;
- ნომინაციაში საჯარო მოხელე — საკრებულოს საქმიანობის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მხარდაჭერისთვის, თბილისის საკრებულოს თავჯდომარე გიორგი ტყემალაძე დაჯილდოვდა.
ასევე, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი დამსახურებისა და განსაკუთრებით ქურთული და ეზიდი თემის ფართოდ წარმოჩენის ხელშეწყობისთვის ტოლერანტობის ქომაგად ერთხმად დაასახელეს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ყოფილი წევრი, აწ გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი, ლიტერატორი და პედაგოგი ქერიმ ანყოსი.
რელიგიათა საბჭოს მიერ 2019 წლის ტოლერანტობის ქომაგებად დასახელდნენ:
- ნომინაციაში პიროვნება — საქართველოში რელიგიური მრავალფეროვნების მკვლევარი მანანა ქუთათელაძე;
- ნომინაციაში ორგანიზაცია — საქართველოს ქრისტიან-სტუდენტთა კავშირი, რომელიც წლებია ხელს უწყობს კონფესიათა შორის დიალოგს და ამ მიმართულებით არაერთი საგანმანათლებლო პროექტი აქვს განხორციელებული
- საჯარო მოხელე — პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია, რომელმაც მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რელიგიური უმცირესობების პოზიციების დაცვაში, საქართველოს პარლამენტში.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები