PISA 2018: საქართველო კითხვით უნარებში 80 ქვეყანას შორის ბოლოდან მე-8 ადგილზეა
რამდენიმე დღის წინ მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2018-ის შედეგები გამოქვეყნდა და თუ საქართველოს განათლების სისტემაზე გული შეგტკივათ, ეს ინფორმაცია არ მოგეწონებათ: საქართველოს მაჩვენებელი 2015 წელთან შედარებით ყველა ნაწილში (მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები და წიგნიერება) გაუარესებულია.
2015 წლის შედეგი კითხვაში: 401
2018 წლის შედეგი კითხვაში: 380
2015 წლის შედეგი მათემატიკაში: 404
2018 წლის შედეგი მათემატიკაში: 398
2015 წლის შედეგი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში: 411
2018 წლის შედეგი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში: 383 .
ქართველი მოსწავლეების შედეგები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საშუალო მაჩვენებელს.
საქართველო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 80 ქვეყანას შორის ბოლოდან მე-6 ადგილზეა, კითხვაში კი - ბოლოდან მე-8-ზე. ამ შედეგებით საქართველოს უსწრებს ყაზახეთი, საუდის არაბეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, თურქეთი, უკრაინა და რუსეთი.
ვინ არიან PISA-ს ლიდერები?
PISA-ს გამოკითხვის სამივე ნაწილში აზიური ქვეყნები, ჩინეთი და სინგაპური ლიდერობენ. ევროპის ქვეყნებში კი საუკეთესო შედეგი ესტონეთსა და ფინეთს აქვთ.
ანუ ქართველი მოსწავლეები კარგად არ სწავლობენ?
არა, PISA-ს მიზანი იმის შემოწმება არაა, თუ რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა უშუალოდ სკოლის პროგრამა. მისი მიზანია, განსაზღვროს, რამდენად კარგად არიან მოსწავლეები მომზადებულები სკოლის დამთავრების შემდეგ საზოგადოებაში სრულფასოვანი ჩართულობისათვის.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია საქართველოს სასკოლო განათლების მდგომარეობას მძიმეს უწოდებს: "სასკოლო განათლების გარეშე ამ ქვეყანაში წარმატება უბრალოდ არ იქნება. მართალია, ჩვენ გვაქვს, ერთი მხრივ, ინდივიდუალური წარმატებების მაგალითები, თუმცა ზოგადი მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა. საერთაშორისო დონორებს რომ ვხვდები და მეკითხებიან, უნივერსიტეტს რა სჭირდებაო, მე ვუყვები, რომ სკოლებს ბევრად მეტი რამ სჭირდებათ, რადგან სკოლაში მომზადებული მოსწავლის გარეშე წარმატებული და აკადემიური სწავლებისთვის მომზადებული სტუდენტი უბრალოდ ვერ გვეყოლება".
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პრობლემის მოგვარებაში საკუთარი წვლილის შესატანად საკვირაო სკოლას ხსნის. გიგა ზედანიას თქმით, უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იარსებოს გარემომ, სადაც მოტივირებული და განათლებული ახალგაზრდა თაობა იქნება, რასაც ხელშეწყობა არა მხოლოდ სტუდენტების დონეზე, არამედ უფრო პატარა ასაკის დონეზეც სჭირდება. მისი თქმით, მსგავს ინიციატივაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დიდი ხანია ფიქრობდა, თუმცა პიზას შედეგების გამოცხადებამ ეს გადაწყვეტილება ნამდვილად დააჩქარა.
"ამ საკვირაო სკოლის მიზანია, 14-17 წლამდე ახალგაზრდებმა მეტი გაიგონ ადამიანის, საზოგადოების და ამ საზოგადოებაში საკუთარი ადგილის შესახებ. ჩვენ მათ შევთავაზებთ საუკეთესო პროფესორ-მასწავლებლების მიერ კვირაობით წაკითხულ ლექციებს სხვადასხვა დისციპლინებში: დაწყებული ქართული და მსოფლიო ლიტერატურით, დამთავრებული მათემატიკითა და ბიოლოგიით. ეს სკოლა ფუნქციონირებას 2020 წლიდან დაიწყებს, თუმცა მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ გამოგზავნონ თავიანთი სამოტივაციო წერილები. კარგი ამბავია ისიც, რომ გადასახადი აბსოლუტურად სიმბოლურია (ერთჯერადად 50 ლარი) და იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან იქნებიან, ამ გადასახადს ჩვენ თვითონ დავფარავთ", — გიგა ზედანია.
რატომ არის მნიშვნელოვანი PISA?
PISA-ს კვლევა 2000 წლიდან ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება 80-მდე ქვეყანაში და მისი სამიზნე ჯგუფი 15 წლის მოზარდებია. ეს ის ასაკია, როცა მოსწავლეები სავალდებულო განათლების კურსს თითქმის ასრულებენ. საქართველო ამ სისტემაში 2009 წლიდან მონაწილეობს.
PISA საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანა არა მხოლოდ საკუთარი საგანმანათლებლო პოლიტიკის სისწორეს დააკვირდეს, არამედ გაიგოს, რამდენად კონკურენტუნარიანები არიან მისი მოსწავლეები მსოფლიო ბაზარზე. კვლევის ფორმატი კი მაქსიმალურად მორგებულია იმაზე, რომ შესაბამისმა ინსტიტუტებმა კვლევის შედეგები განათლების პოლიტიკის განსაზღვრისას გაითვალისწინონ.
-
გადახედვაქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები ქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვასტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
კომენტარები