დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის საქმე განსახილველად არ მიიღო — თეა წულუკიანი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ გადაისინჯება. მისი განმარტებით, ხუთმა მოსამართლემ, ე.წ. ფილტრაციის კომიტეტმა იმსჯელა და ძმები ყარამანაშვილების საჩივარი არ მიიღო.
"შესაბამისად, რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და არხის ყოფილი მესაკუთრეების, ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანიშვილისა და შპს ტელეკომპანია საქართველოს ყველა პრეტენზია, რომელიც მათ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე ჰქონდათ წარდგენილი; როგორც ისინი უარყოფილი იქნა 18 ივლისს და არცერთი დარღვევა არ დადგინა, ყველა ამ ნაწილში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები არის საბოლოო და დღეიდან აღარანაირ გასაჩივრებას არ ექვემდებარება", — განაცხადა წულუკიანმა.
მანვე აღნიშნა, რომ ეს არის სახელმწიფოსა და იუსტიციის სამინისტროს დიდი გამარჯვება.
"მე ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომელიც სახელმწიფო ინტერესის და სიმართლის დასაცავად იყო მობილიზებული, მადლობა გადავუხადო".
გარდა ამისა, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოსა და მისი დიდი პალატისთვის, რომელსაც ნინო გვენეტაძე ხელმძღვანელობდა. მინისტრის განმარტებით, მათ ამ საქმის გამო "მრავალი შეტევა და შეურაცხყოფელი სიტყვა დაიმსახურეს".
"ჩვენ ვიდექით ქართული მართლმსაჯულების ღირსების სადარაჯოზე ევროპაში", — აღნიშნა მან.
რუსთავი 2-ის ყოფილმა მესაკუთრეებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა ტელეკომპანიის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გადასინჯვა 24 ოქტომბერს ითხოვეს.
რუსთავი 2-ის საქმე
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტს 2004-2006 წლებში ფლობდა, დავა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად 2015 წლის აგვისტოში წამოიწყო და ეს საქმე საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში 20 თვეში მოიგო. უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით არხი მას მიაკუთვნეს.
არხის მფლობელებმა გადაწყვეტილება სტრასბურგში გაასაჩივრეს. მათი თქმით, დაირღვა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეაჩერა და ხალვაშმა წილები ვერ გადაიფორმა. თუმცა, 18 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში გახდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა შეჩერების დროებითი მექანიზმი.
ხალვაშმა წილები იმავე დღეს გადაიფორმა და არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გაათავისუფლა, მის ნაცვლად კი თავისი ადვოკატი პაატა სალია დანიშნა. ახალმა დირექტორმა გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელიც, რასაც ჟურნალისტების პროტესტი მოყვა. არხი თანამშრომლების და კონტრაქტორების დიდმა ნაწილმა დატოვა. შედეგად შეიქმნა ორი ახალი ტელეკომპანია — მთავარი არხი და ფორმულა.
ქიბარ ხალვაში და რუსთავი 2
2004 წლის ზაფხულში, ხალვაშმა რუსთავი 2-ის 10%-იანი წილი ნიკა ტაბატაძისგან შეიძინა, 30%-იანი ეროსი კიწმარიშვილისგან და 60%-იანი ვინმე პაატა კარსანიძისგან. კარსანიძეს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტი, მას შემდეგ ჩაუვარდა ხელში, რაც ხელისუფლების ზეწოლით, თავიანთი 30-30%-იანი წილები, ტელევიზიის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ იძულებით გადაუფორმეს.
ხალვაში ტელეკომპანიას ორი წლის მანძილზე მართავდა. 2006 წელს, სააკაშვილსა და ოქრუაშვილის შორის მომხდარი ცნობილი დაპირისპირების შემდეგ, მას სხვა ბიზნესებთან ერთად რუსთავი 2-იც ჩამოართვეს. საბოლოოდ, 2011 წელს, კომპანიის მფლობელები შპს საქართველო და ყარამანიშვილები გახდნენ.
2016-2017 წლებში, საქართველოს სასამართლოებში გამარჯვების შემდეგ, ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 50%-ს დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადასცემს, როგორც წინა ხელისუფლებისგან დაზარალებულ აქციონერებს. მან დვალს ტელეკომპანიის დირექტორობაც შესთავაზა. თუმცა, ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, დვალმა განაცხადა, რომ ის რუსთავი 2-ში ცენზორად არ დაბრუნდება და ხელისუფლების მორჩილი, პარტიული ტელევიზიის წილები მას არ აინტერესებს.
2018 წლის 21 ოქტომბერს დვალმა და აქიმიძემ ხალვაშს თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივლეს. სასამართლომ არხის 60 პროცენტს ყადაღა დაადო. საქმეზე ერთი მოპასუხე ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში იქნება, ხოლო მეორე პაატა კარსანიძე, რომელსაც 2004 წელს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტი მას შემდეგ ჩაუვარდა ხელში, რაც ხელისუფლების ზეწოლით, თავიანთი 30-30%-იანი წილები ტელევიზიის დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ იძულებით გადაუფორმეს.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები