ყველაფერი, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის შესახებ უნდა იცოდეთ
ზუსტად 71 წლის წინ, 1948 წლის 10 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი - გაეროს ადამიანის უფლებების დეკლარაცია. ამ დეკლარაციით ყველა ერისთვის და ყველა ადამიანისთვის განისაზღვრა ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. დოკუმენტი 500 ენაზეა თარგმნილი და ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ყველაზე უნივერსალური შეთანხმებაა, რაც კი აქამდე მიუღიათ.
სწორედ 10 დეკემბერს აღინიშნება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელიც, რა თქმა უნდა გაეროს, ევროკავშირს, სახალხო დამცველსა და სხვა ორგანიზაციებს უყურადღებოდ არც საქართველოში დაუტოვებიათ. ადამიანის უფლებათა კვირეული, რომელსაც ევროკავშირი ატარებდა სხვადასხვა მრავალფეროვანი ღონისძიებებით იყო დატვირთული.
წელს, ადამიანის უფლებათა დღე აღინიშნება სლოგანით — ახალგაზრდები ადამიანის უფლებების დასაცავად. კვირეულის ფარგლებში გამართულ რამდენიმე ღონისძიებაზე უფრო დეტალურად გიამბობთ.
ადამიანის უფლებები კინოში
წელს, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 20 წლის გახდა, ევროკავშირმა კი ფესტივალზე საკუთარი კატეგორიის 3 წლის იუბილე აღნიშნა. პრიზი, კატეგორიაში - ადამიანის უფლებები კინოში უტა ბერიას "უარყოფით რიცხვებს გადაეცა". გამარჯვებულის გამოვლენა ჟიურისთვის მარტივი სულაც არ ყოფილა, თუმცა, როგორც კარ ჰარცელმა აღნიშნა, დარბაზის ოვაციებით მიხვდა, რომ პოპულარული არჩევანი გააკეთა.
"ისტორიაში მესამედ ჩვენ გადავეცით პრიზი კატეგორიაში ადამიანის უფლებები კინოში. საკმაოდ რთული არჩევანი იყო, ბევრი კარგი ფილმი იყო წარმოდგენილი, რომლებიც მოიცავდნენ ადამიანის უფლებების სხვადასხვა ასპექტებს, ყვებოდნენ ისტორიას ამ გზით, ატარებდნენ მესიჯებს, ადამიანების უფლებებზე, გამოწვევებზე და ბოლოს, ჩვენ ავირჩიეთ უტა ბერიას ფილმი უარყოფითი რიცხვები", — თქვა On.ge-სთან საუბრისას კარ ჰარეცლმა.
რეჟისორმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მათთვის ეს პრიზი ნიშნავს, რომ დასახულ მიზანს მიაღწიეს, აჩვენეს ის, რაც უნდოდათ, რომ ამ ფილმით ეჩვენებინათ.
"როდესაც დავიწყეთ ამ ფილმზე მუშაობა ჩვენი მთავარი მოტივაცია იყო ის, რომ მოგვეყოლა ნამდვილი ამბები ადამიანებზე, რომლებიც არიან საზოგადოებისგან გარიყულები, რაღაც ზღვარს ქვევით არიან. გვინდოდა ეს ფილმი ყოფილიყო იმაზე, თუ როგორ აქვთ მათ უნარი, რომ დაუბრუნდნენ საზოგადოებას, რომ გახდნენ დადებითები და რომ უნდა ჰქონდეთ მათ ამის შესაძლებლობა. ძალიან გაგვიხარდა, რომ ამ პრიზით აღინიშნა ეს ფილმი, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოტივაცია, რაც გვქონდა დასაწყისში, ასე თუ ისე, შესრულდა",— თქვა უტა ბერიამ.
"უარყოფითმა რიცხვებმა" ფესტივალზე კიდევ ორი პრიზი დაიმსახურა და, როგორც ახალგაზრდა რეჟისორმა თქვა, ახალი ფილმის სცენარზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. ფილმი სიყვარულის თემაზე იქნება და მას, სწორედ, იმ კამერით გადაიღებს, რომელიც საჩუქრად ფესტივალზე მიიღო.
ადამიანების უფლებების საერთაშორისო დღე
10 დეკემბერს რუსთაველის მეტროსთან მისულ მოქალაქეებს ბროშურები, საჩუქრები და სხვადასხვა შემეცნებითი სტენდები დახვდათ. ქუჩაში გამვლელებს შეეძლოთ სახალისო თამაშებში მიეღოთ მონაწილეობა და პრიზებიც დაემსახურებინათ. ევროკავშირის ელჩმა, კარ ჰარცელმა ღონისძიებაზე გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ წელს განსაკუთრებული ყურადღება ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართვას ენიჭება.
"ადამიანის უფლებები ევროკავშირის მთავარი ღირებულებაა და, სწორედ, ამ ღირებულების დაცვაზეა აგებული საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებების დაცვისკენ. ამისი ნათელი მაგალითია ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღება და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩამოყალიბება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან ერთად, რათა დაცულ იქნას ყველა ადამიანის უფლება", — თქვა კარ ჰარცელმა.
ღონისძიება სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გახსნა და საზოგადოებასა და ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობა შეახსენა.
"სწორედ, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა განაპირობებს ქვეყანაში თითოეული ადამიანის კეთილდღეობას. ადამიანი და მისი ღირსება უნდა იყოს მთავარი მამოძრავებელი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. გადაწყვეტილების მიმღები პირები, თავიანთი უფლებამოსილებების შესრულების პროცესში, ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით უნდა იყვნენ შებოჭილნი", — აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის აპარატმა ამ აქციაზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მოქალაქისა და პოლიციის ურთიერთობაზე. მათ მოამზადეს სპეციალური ბროშურა, რა უნდა ვიცოდეთ პოლიციელთან ურთიერთობის დროს, რა გავაკეთოთ და რა არ გავაკეთოთ როდესაც პოლიციელი გვაჩერებს, იქვე გაითამაშეს როლური თამაშები და მონაწილეები დააჯილდოვეს.
დღის ბოლოს, დასკვნითი ღონისძიება თბილის მოლში ჩატარდა. აქ მისულ სტუმრებს ევროკავშირის პროექტების სხვადასხვა სტენდი დახვდათ, ყველა მათგანზე სხვადასხვა გათამაშება ტარდებოდა, დიდები თუ პატარები, მშობლები და შვილები პასუხობდნენ კითხვებს ადამიანის ძირითად უფლებებზე, გარემოს დაცვაზე, პერსონალურ მონაცემებსა თუ იურიდიულ კონსულტაციებზე. გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზებს იგებდნენ, თუმცა ნაწყენი არც წაგებულები წასულან, რადგან სიმბოლური საჩუქრები, ფერადი ბუშტები და სამახსოვრო გიფი მათაც შეხვდათ.
ღონისძიება ფლეშ-მობით დასრულდა, ქართული ტრადიციული ცეკვის, ხორუმის მოცეკვავეებს მაისურები ეცვათ, რომლებზეც ადამიანის სხვადასხვა უფლებები იყო გამოსახული. ამ სანახაობამ თბილისი მოლის სტუმრები ცოტა ხნით მოსწყვიტა საყიდლებს და მათი ყურადღება ისეთ საკითხებზე გადაიტანა, რომლებზე ფიქრიც ალბათ ყოველდღიურად არ გვიწევს.
ამას გარდა ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში ევროკავშირმა შემდეგი ღონისძიებები გამართა:
- 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დღესთან დაკავშირებით გაეროს განვითარების პროგრამამ გამართა კონფერენცია "დაინახე, მოისმინე, გადადგი ნაბიჯი";
- 7 დეკემბერს „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის“ პროგრამის ფარგლებში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მოეწყო გარბენი ლისის ტბაზე;
- 9 დეკემბერს ადამიანის უფლებათა სახლმა ადამიანის უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე აღნიშნა;
- 10 დეკემბერს გაეროს უმაღლესმა კომისარიატმა ადამიანის უფლებათა დარგში მოაწყო ტრენინგი ახალგაზრდებისთვის, რომლის შედეგადაც ქართულ ვიკიპედიაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ახალი სტატიები გამოქვეყნდა;
- 10 დეკემბერს ევროპის საბჭომ "მე ვირჩევ თანასწორობას" - კამპანიის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება გამართა: იმიტირებული სასამართლო პროცესი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა და მოსწავლეთა ერთობლივი ღონისძიება "ყველანი ვართ დაბადებით თანასწორები და განსხვავებულები" და "ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდერა" - მედია კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად.
ევროკავშირი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს. წელს ჩატარებული მრავალფეროვანი ღონისძიებებით თუ ვიმსჯელებთ, არავინ იცის მომავალში კიდევ რა სასიამოვნო სიურპრიზები გველოდება. მანამდე კი უნდა გვახსოვდეს ჩვენი უფლებები და დავიცვათ ისინი.
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები