პლენარულ სხდომაზე სპეციფიური სუნის გამო დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი შეუძლოდ გახდა. როგორც მან ჟურნალისტებს შემდგომში განუმარტა, სპეციფიკური სუნის მიმართ ის ალერგიული.

როგორც დეპუტატები აცხადებენ, სხდომათა დარბაზში გაურკვეველი სითხე დაღვარეს, რასაც სპეციფიკური სუნი ჰქონდა. უსაფრთხოების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომა გაურკვეველი დროით შეწყვიტა.

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ სითხე ოპოზიციის წევრებმა დაასხეს.