სამოქალაქო მოძრაობა #სირცხვილია აცხადებს, რომ პარლამენტში გაშვებული ნივთიერებას არ აქვს ადამიანზე უარყოფითი გავლენა.

"საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. საჯაროდ გამოყენებამდე აღნიშნული ნივთიერება გამოიცადა საგანგებო პირობებში", — აცხადებენ მოძრაობაში.

პარლამენტში დღეს, 12 დეკემბერს ორი საკითხი უნდა განეხილათ, დაემტკიცებინათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები და ნიკა მელიასთვის პარლამენტარის სტატუსი შეეწყვიტათ. კენჭისყრის დაწყებამდე სხდომათა დარბაზში გაშვებული სუნის გამო ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.