ინდონეზიაში კლდის მხატვრობის უძველესი ნიმუში აღმოაჩინეს
ინდონეზიაში ერთ-ერთი მღვიმის კედელზე აღმოაჩინეს ნახატი, რომელზეც ასახულია სცენა, თუ როგორ ნადირობენ ნახევრად ადამიანისა და ნახევრად ცხოველის ფორმის ფიგურები ჯუჯა კამეჩსა და ღორზე.
ზოგიერთი მკვლევრის თანახმად, ეს ნახატი აქამდე აღმოჩენილი შემთხვევებიდან მსგავსი ტიპის მხატვრობის უძველესი ნიმუშია — მისი ასაკი დაახლოებით 44 000 წლით თარიღდება.
ეს ნახატი იმითაა გამორჩეული, რომ მასზე ისტორია, ამბავია მოთხრობილი, რომელიც, სავარაუდოდ, ან უბრალო ნადირობის სცენას ასახავს, ან ფოლკლორული წარმოდგენების ერთგვარი ილუსტრაციაა.
ნახატი 2017 წელს ერთ-ერთი სამეცნიერო ექსპედიციისას მოულოდნელად აღმოაჩინა ადამიანის ევოლუციის კვლევის ავსტრალიური ცენტრის არქეოლოგმა, ადამ ბრუმმა, რომლის აღმოჩენის შედეგებიც პირველად ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა:
"თავზარდაცემულები ვიყავით ამ ნახატის მნიშვნელობის გაცნობიერებით, რადგან ვხვდებოდით, რომ, შესაძლოა, ეს მღვიმისა და გამოქვაბულის მხატვრობის ყველაზე ძველე ნიმუში ყოფილიყო, რისი ნახვაც ამ პლანეტაზეა შესაძლებელი", — განაცხადა ადამ ბრუმმა.
ინდონეზიის კუნძულ სულავესის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთ მღვიმეში აღმოჩენილი ნახატი, სავარაუდოდ, უძველეს მითოლოგიურ წარმოდგენებს ასახავს. მსგავსი ტიპის აქამდე აღმოჩენილი ნახატები ძირითადად 20 000 წლით თარიღდებოდა, შესაბამისად, ეს ნახატი ორჯერ უფრო ძველია.
მღვიმის მხატვრობის ასაკის დადგენა მთელ რიგ სირთულეებთანაა დაკავშირებული, თუმცა მკვლევრებმა მინერალური ნივთიერების ანალიზით დაადგინეს, რომ კედელზე გამოსახული სცენის ასაკი მინიმუმ 35 100-დან 43 900 წლამდე მერყეობს.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის უძველესი მხატვრობს ნიმუში, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში აქამდე აღმოუჩენიათ: გასულ წელს სამხრეთ აფრიკაში იპოვეს ქვის ნატეხი, რომელზეც უძველესი მხატვრობის ფრაგმენტია მხოლოდ შემორჩენილი და ის 73 000 წლით თარიღდება. თუმცა ინდონეზიაში სულ ცოტა ხნის წინ ნაპოვნი ნიმუში უნიკალურია თავისი სიუჟეტური და ფოლკლორული დატვირთვით, რადგან მსგავსი შინაარსის ნახატი, რომელიც ამდენ ათასწლეულს ითვლის, აქამდე არ აღმოუჩენიათ.
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები