ბიზნეს დაჯილდოება: ეს 3 ქართული კომპანია განსაკუთრებულად ზრუნავს თანამშრომლებზე
ჩვენ უკვე გაგაცანით თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტები სამ კატეგორიაში: საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისათვის, საუკეთესო ინოვაციისთვის და სოციალური პასუხისმგებლობისთვის. დღეს კი იმ კომპანიებზე მოგიყვებით, რომლებიც "თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის" ნომინაციისთვის შეარჩიეს.
ამ კატეგორიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა თანამშრომლებისთვის მოწყობილ აქტივობებს, პიროვნული თუ პროფესიული ზრდისთვის შექმნილ გარემოსა და სამუშაო პირობებს.
შეფასების კრიტერიუმები:
- თანამშრომლების ბენეფიტები
- თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვა
- ორგანიზაციული კულტურა
- სამოტივაციო სისტემა
ვინ აფასებს მონაწილეებს?
ამ კატეგორიის ჟიური ასე გამოიყურება:
რუსლან ხოროშვილი, ნინო ოხანაშვილი, მამუკა შურღაია, გიორგი ქადაგიძე, ლექსო ხუბულავა
1. მიკროგრინი
მიკროგრინი პირველი ვერტიკალურ-უბრანული სათბურია კავკასიაში და მას 20-მდე სახეობის მიკრომწვანილი (მაგ: წითელი კომბოსტო, წიწმატი, ამარანტი და სხვ.) მოჰყავს. კომპანიაში 10-მდე თანამშრომელი მუშაობს, მათ შორის წარმოების სპეციალისტები, დისტრიბუტორები და დამლაგებლები.
ახალი სამუშაო სისტემის მიხედვით, ყოველი თანამშრომლის ანაზღაურება კომპანიის ბრუნვაზეა მიბმული. ცვლილების შედეგად მიკროგრინელებს შემოსავალი მინიმუმ ორჯერ გაეზარდათ და მათ თავი მიკრომეწარმეებად იგრძნეს. გარდა ამისა, კომპანიის მთლიანი შემოსავალი 200%-ზე მეტით გაიზარდა.
"მინდა სხვა კომპანიებმაც გაიზიარონ ეს პრინციპი, რადგან კარგად ჩანს, როგორი ეფექტურია. ჩემი თანამშრომლები ადრე თუ გადატვირთულ სამუშაო გრაფიკზე საუბრობდნენ ან თანამშრომლის დამატებას ითხოვდნენ, ახლა ეს თემა აქტუალური აღარ არის", - ამბობს ლეკო შათირაშვილი, მიკროგრინის დამფუძნებელი.
ასე რომ, მიკროგრინი იმის მაგალითია, როგორ უწყობს კომპანიის ზრდას თანამშრომლებზე მორგებული მიდგომის დანერგვა.
2. Wonderland
ტურისტული კომპანია Wonderland 12 წლის წინ დაარსდა ბათუმში და მას მერე ზრუნავს მგზავრობის მსურველების კომფორტზე. კომპანია მსოფლიოს წამყვან სააგენტოებთან თანამშრომლობს და ტურებს თითქმის ყველა მიმართულებით აორგანიზებს.
ვანდერლენდს 40 თანამშრომელი ჰყავს, თუმცა ზაფხულის სეზონზე მათი რაოდენობა 150-მდე იზრდება. თანამშრომლები უფასო სამედიცინო დაზღვევით სარგებლობენ და მათ კვებას კომპანია უზრუნველყოფს. ოფისები მოწყობილია ორთოპედიული სავარძლებით, თანამედროვე ტექნიკითა და მოსასვენებელი ადგილებით. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ვანდერლენდელი დაქორწინდება, მას საგზურით ასაჩუქრებენ. ახალ წელს და აღდგომას თანამშრომლები გაორმაგებულ ხელფასებს იღებენ, ხოლო ბონუსები როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური გაყიდვებიდან ითვლება.
"თანამშრომლებს ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება აქვთ. გადაწყვეტილებების მიღებისას ყოველი თანამშრომლის აზრს ვითვალისწინებთ. ხშირად ვიკრიბებით და იდეებზე ერთად ვმსჯელობთ", - ამბობს ლიკა ჩარგეიშვილი, Wonderland-ის წარმომადგენელი.
ვანდერლენდის თანამშრომლები ახალი ტურების აღმოჩენის მიზნით ხშირად მოგზაურობენ საზღვარგარეთ, ჩამოსვლის შემდეგ კი სხვა თანამშრომლებს უზიარებენ გამოცდილებას.
3. ვიაიპი სეკრეტარი
ვიაიპი სეკრეტარი მომხმარებელს საბუღალტრო მომსახურებასა და მენეჯმენტის სხვადასხვა სერვისს დისტანციურად სთავაზობს. კომპანიის სამუშაო კვირა ოთხდღიანია, სამუშაო დღის ხანგრძლივობა კი - 6 საათი.
ვიაიპი სეკრეტარი ექვსი თანამშრომლისგან შედგება, რომელთა ყოველთვიური ხელფასი 2500 ლარს აღემატება. კომპანია მათ სისტემატურად სთავაზობს კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს და 100-ლარიან პრემიას ყოველ შობას, 3 მარტსა და 8 მარტს ურიცხავს. თანამშრომლები წელიწადში რამდენიმე დღე ისვენებენ კომპანიის დაფინანსებით სხვადასხვა კურორტებზე.
"ჩვენ კლიშეებს ვარღვევთ, არ ვმუშაობთ გადატვირთული გრაფიკით, არ ვითავსებთ დამატებით საქმეს და ვაკეთებთ მხოლოდ იმას, რაც ბუღალტერს ევალება. ასეთი მუშაობის პრინციპით გვინდა დავუმტკიცოთ ყველას, რომ ოჯახისთვისაც შეიძლება მოვიცალოთ, თუ თავისუფალ დროს გამოვყოფთ", - ამბობს მარიამ შიშმანაშვილი, ვიაიპი სეკრეტარის დამფუძნებელი.
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მათი მთავარი მიღწევა თანამშრომლების პროფესიული ზრდა, მატერიალური წინსვლა, შრომის კანონმდებლობის სრული დაცვა და არასტრესული სამუშაო გარემოა.
გაინტერესებს, ამ სამი კომპანიიდან რომელი დაიმსახურებს ჯილდოს? დაელოდე გამარჯვებულებს 17 დეკემბერს.
ბიზნეს დაჯილდოება უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს და საზოგადოებას ყოველწლიურად აცნობს კომპანიების წარმატების ისტორიებს. მისი მიზანია ბიზნესის პოპულარიზაცია და იმ კომპანიების წახალისება, რომლებიც ხარისხიან ქართულ პროდუქტებს ქმნიან.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები