რაც აქ ხდება იმის გარანტია, რომ გატაცებები აღარ იყოს — სუბარის პასუხი გაფრინდაშვილის ცოლს
პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში უკანონოდ დაპატიმრებული ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლს უმტკიცებს, რომ ქართული ოცნების მიერ დღეს ორგანიზებული საზეიმო ღონისძიება არის გარანტი იმისა, რომ მომავალში გატაცებები არ ხდებოდეს. ასე უპასუხა მან გაფრინდაშვილის ცოლის განცხადებას იმის შესახებ, რომ ახლა ზეიმის დრო არ არის.
"სხვათაშორის, ახლა გამოვეხმაურები ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის გუშინდელ განცხადებას და მინდა ვთქვა, რომ სწორედ ის, რაც დღეს აქ ხდება არის გარანტი იმისა, რომ მომავალში აღარ იყოს მსგავსი გატაცებები და საერთოდ არ გვქონდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა", — აღნიშნა სუბარმა.
გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ გაფრინდაშვილის საკითხს მთელი ქვეყანა განიცდის და ყველაფერი კეთდება მის გასათავისუფლებლად. ის გამოეხმაურა საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის განცხადებასაც, რომელმაც გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკატორები უწოდა და განაცხადა, რომ ეს სიტყვები არ მოეწონა.
ქართული ოცნება დღეს აქციას მართავს, რომელზეც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა უნდა იზეიმონ. ამ ღონისძიებაზე არ არიან მიწვეული ევროპელი დიპლომატები და მხოლოდ პარტიის მხარდამჭერები შეიკრიბებიან. რაც შეეხება თავმდჯომარეობას, ეს ტიტული საქართველოს რეგლამენტის მიხედვით და ანბანის შესაბამისად ერგო.
"მინდა მივულოცო საქართველოს ხვალინდელი დღე, ის, რომ ანბანის მიხედვით გავხვდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ძალიან საზეიმოა, მაგრამ საინტერესოა ვის გვეზეიმება და ვის არა. ევროსაბჭომ და საერთაშორიო ორგანიზაციებმა უნდა დაამტკიცონ და დაიცვან ადამიანის უფლებები, პირველ რიგში ტყვე ექიმის უფლება. ვნახოთ ხვალ ვის ეზეიმება და ვის არა", — ასე შეფასა ოცნების დღევანდელი ღონისძიება გაფრინდაშვილის ცოლმა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ექიმი პატიმრობაში დატოვეს.
მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში საჭიროა უწყებათაშორისი კომისიის შექმნა, რათა კოორდინირებული რეაგირება ხდებოდეს გაფრინდაშვილის გატაცების საკითხზე. გარდა ამისა, მათ მოითხოვეს ორშაბათს შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან.
ამ განცხადების შემდეგ გაფრინდაშვილის ოჯახი ქართული ოცნების საკრებულოს წევრის თავდასხმის ობიექტი გახდა.
გაიგეთ მეტი:
- თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრი გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს პროვოკატორებს უწოდებ
- დაგვანახეთ, რომ არ ვართ მარტო — გაფრინდაშვილის ოჯახი კვირას საოკუპაციო ხაზთან აქციას გამართავს
- ლაფანაშვილი: ვაჟა არ უთქვამს არაფერი ისეთი, რასაც არ ამბობს მსოფლიო თანამეგობრობა
- საინტერესოა, ვის გვეზეიმება — გაფრინდაშვილის ოჯახი ქართული ოცნების ღონისძიებაზე
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები