რატომ გვაკითხებენ სკოლებში ძველ ნაწარმოებებს
ძველი ნაწარმოებების საკითხავად ალბათ იმდენივე მიზეზი არსებობს, რამდენი მასწავლებელიცაა მსოფლიოში.
ეს ამბები ხშირად დღევანდელობასთან შეუსაბამოა. მათში წამოჭრილი თემები, ღირებულებები და ცხოვრებისეული ხედვა, შეიძლება, თანამედროვე მკითხველისათვის ერთობ უცხო იყოს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ წაკითხვაზე უარი უნდა ვთქვათ. ნაწარმოებები, რომლებიც ათწლეულების ან თუნდაც საუკუნეების წინ შეიქმნა, დღესაც ფასეულია.
მასწავლებლები ძველ წიგნებს იმიტომ აკითხებენ მოსწავლეებს, რომ მათ წარსულთან დაკავშირებასა და აწმყოს შეცნობაში დაეხმარონ. მათ წასაკითხად მრავალი სხვა მიზეზიც არსებობს: აზროვნების განვითარება, თანაგრძნობის სწავლა ან თუნდაც ის, რომ ეს ამბები სახალისო, შთამბეჭდავი, საინტერესო და ზოგჯერ განსაკუთრებით უცნაურიც კია.
კავშირი წარსულთან და აწმყოსთან
მაგალითად, შექსპირის რომეო და ჯულიეტას მოზარდი პერსონაჟების მეტყველება ხშირად სრულიად არაბუნებრივია თანამედროვე მკითხველისათვის. ენის გარდა მათი ქცევაც ერთობ უცხოა და დღევანდელისგან განსხვავებულ რეალობას ხატავს. ეს თინეიჯერები ერთმანეთს დუელშიც კი იწვევენ და არც დაქორწინება მიაჩნიათ თავიანთი ასაკისთვის შეუფერებლად.
თუმცა, როცა რომეო და ჯულიეტას ერთმანეთი უყვარდებათ და მშობლების რისხვას იწვევენ, ეს არაერთი მოზარდისთვისაა ნაცნობი სიუჟეტი. ბოლოს პერსონაჟები თავს იკლავენ, რასაც, სამწუხაროდ, დღესაც ბევრი ახალგაზრდა ეწირება. ამგვარად, შექსპირის პიესა იმაზე აქტუალურია დღეს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ამასთანავე, საინტერესოა, რომ ბევრი თანამედროვე ნაწარმოები სწორედ ძველ წიგნებზეა დაფუძნებული. ამის საილუსტრაციოდ შარლოტა ბრონტეს ჯეინ ეარიც კმარა. 1848 წელს გამოცემულმა ამ რომანმა მოგვიანებით შექმნილ იმდენ ტექსტზე მოახდინა გავლენა, რომ მის ზეგავლენასა და მნიშვნელობაზე არაერთი სამეცნიერო სტატია და წიგნიც კი დაწერილა. მაგალითად, ჯეინ ეარის სიუჟეტური გადაწყვეტისა და იდეების ანარეკლი პრინცესის დღიურებში, ბინდსა და არაერთ სხვა ნაწარმოებში შეიმჩნევა. ამრიგად, ძველის წაკითხვა ხშირად ახლის მეტად სიღრმისეულად გააზრების წინაპირობა ხდება.
აზროვნების განვითარება და თანაგრძნობის სწავლა
მასწავლებელი და ლიტერატორი, მერიენ ვულფი თავის წიგნში, პრუსტი და კალმარი, წერს "წიგნებში გამოყენებულ იმ განსაკუთრებულ ლექსიკაზე, რომელიც სასაუბრო ენაში იშვიათად ან საერთოდ არ გამოიყენება". ეს ლექსიკა, რომელიც ხშირად უფრო რთული და კომპლექსური ფორმით გვხვდება ძველ ნაწარმოებებში, დიდად ეხმარება ტვინს განვითარებაში.
წინადადების თავისებური სტრუქტურა ძველ წიგნებს უფრო რთულ საკითხავს ხდის. მაგალითისთვის, თითქმის ყველა ზღაპარი ასე იწყება: "იყო და არა იყო რა, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით ცხოვრობდა..." რასაკვირველია, ამგვარად არავინ ლაპარაკობს, თუმცა ძველი ამბების ენა, რომელშიც სიტყვები განსხვავებული წყობით გვხვდება, ტვინს აიძულებს, უფრო ბეჯითად იმუშაოს. ასეთი სავარჯიშო კი ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს ავითარებს.
ამბები, ასევე, გრძნობათა აღმძვრელია. ეჭვგარეშეა, რომ წიგნები ემპათიის უნარს გვივითარებენ. ახალგაზრდა, და არა მხოლოდ ახალგაზრდა, მკითხველებს შიში ეუფლებათ, როცა ჰარი პოტერს საფრთხეში ხედავენ; ისინი აღტაცებულები არიან, როცა ჰოგვორტსის მოსწავლეები ფრენას სწავლობენ; და ბედნიერებითა და კმაყოფილებით აღსავსენი კითხულობენ, როგორ ამარცხებენ ჰარი და მისი მეგობრები ვოლდემორს.
რაც შეეხება ძველ ნაწარმოებებს, ისინი უფრო ღრმა და მრავალფეროვანი გრძნობებით გვავსებენ, რადგან მათში აღწერილი ამბები ფანტაზიის განსხვავებული გაქანებით გამოირჩევიან. აქ ჩვენ გვხვდებიან პერსონაჟები უჩვეულო ისტორიებით და ისეთი უცხო ადგილები, სადაც მოხვედრა სხვა განზომილებაში თავის ამოყოფას ჰგავს.
კითხვა სახალისოა
ძველი ნაწარმოებები ხშირად იმდენად უცნაურია, რომ ძალაუნებურად თავს სიამოვნებით გვაკითხებს. მაგალითად, ჩარლზ დიკენსის დიდ იმედებში ერთ-ერთი პერსონაჟის გვარი პამბლჩუკია. შეგიძლიათ, ეს ასოთწყობა ისე წარმოთქვათ, რომ არ გაგეღიმოთ?
ლუის კეროლის წიგნში, ელისი საოცრებათა ქვეყანაში, ერთ სცენაში კატა ნელ-ნელა უჩინარდება, ბოლოს კი მისგან მხოლოდ ჰაერში გამოკიდებული ღიმილი რჩება. ახალ წიგნებშიც, რა თქმა უნდა, ბევრი გასართობი ამბავია, მაგრამ მათში დატეული ზოგიერთი სახალისო იდეა კვლავაც ძველი ნაწარმოებებიდანაა აღებული. მაგალითისთვის, ეს კატა ბევრ ახალ მხატვრულ ტექსტში ჩნდება, რომელთაც კავშირი არ აქვთ კეროლის კლასიკასთან. ასე რომ, ამ კატის ისტორიის ცოდნა ახალი ნაწარმოების წაკითხვას დამატებით ხიბლს ანიჭებს.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი ნაწარმოები სხვა სამყაროში გასასვლელი კარია. ჯოან როულინგი ამბობს: "სადაც უნდა ვიყო, თუკი წიგნი თან მაქვს, ყოველთვის შემიძლია, სხვა ადგილს შევაფარო თავი და ბედნიერება ვიგრძნო". და, რაღა თქმა უნდა, ძველი წიგნებიც შეგვიძლია ყოველდღიურობისგან დროებით თავის დასაღწევად გამოვიყენოთ, რაც, თავის მხრივ, ემპირული რეალობის უკეთ შეცნობაში გვეხმარება.
რას და რატომ ვაკითხებთ ქართველ მოსწავლეებს
ქართული სკოლის მოსწავლეებისთვის სავალდებულო საკითხავის უმეტესობა, სწორედაც რომ, მეოცე საუკუნემდე დაწერილი ტექსტებია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაწარმოებებს ზემოხსენებული ღირებულებები მრავლად აქვთ, ზოგიერთი — განსაკუთრებით, რთული ენით დაწერილი ისეთი ტექსტები, როგორიც ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებია — მოზარდისთვის ღამის კოშმარად შეიძლება იქცეს.
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარდა ლიტერატურული ღირებულებისა, მათ განუზომლად დიდი ისტორიული მნიშვნელობაც აქვთ — ისინი ხომ საუკუნეების წინ მომხდარ იმ ამბებს აცოცხლებენ სრულიად სხვა, ადამიანური რაკურსით, რომლებიც მათ გარეშე მხოლოდ ისტორიული მშრალი ფაქტებით გვეცოდინებოდა.
რაც შეეხება ვეფხისტყაოსანს, ერთი სტატია არ ეყოფოდა იმ მიზეზების ჩამოთვლას, რა ღირებულება აქვს მის წაკითხვას. თუმცა ის მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ეპიკურობით და თავბრუდამხვევი სიუჟეტით ეს პოემა არცერთ თანამედროვე ბლოკბასტერს არ ჩამოუვარდება, რაც ხშირად ავიწყდებათ მისი შესწავლით დაღლილ მოსწავლეებს. ეს გარემოება კი მხატვრული ნაწარმოებების მიწოდების მეთოდების და საგანმანათლებლო პროგრამის თუ მასწავლებელთა მიდგომის ეფექტიანობაზე გვაფიქრებს.
აი, მეცხრამეტე საუკუნის პროზაული თხზულებები კი, თავიანთი ენითა და დრამატურგიით, გაცილებით ახლოსაა თანამედროვე ქართველი მოსწავლის მგრძნობელობასთან. მარტო იმიტომ ღირს მათი გაცნობა, ავი ზმანებისგან გამოღვიძებულ ლუარსაბზე ან პლატონ სამანიშვილის კომიკურ სასოწარკვეთაზე რომ იხითხითო.
ვერ უარვყოფთ, რომ ბევრი ძველი ნაწარმოები მოძველებულ ენას იყენებს და იმგვარ დამოკიდებულებებს გადმოგვცემს, რომლებიც დღეისთვის უკვე მიუღებელია. თუმცა ამ წიგნებსაც შეუძლია, მკითხველს კრიტიკული აზროვნება ასწავლოს.
ყველა ამბავი კარგი ნამდვილად არაა, მაგრამ როცა მასწავლებელი რომელიმეს წაკითხვას გავალებთ, გაიხსენეთ, რომ ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, განივითაროთ აზროვნება, შეიცნოთ უცხო გრძნობა ან, უბრალოდ, კარგი დრო გაატაროთ. სხვა თუ არაფერი, ცდად მაინც ღირს.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები