ბიზნეს დაჯილდოება 2019-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

ფოტო: On.ge
თიბისის ბიზნეს დაჯილდოება დასრულდა. წლის მთავარი ბიზნეს ღონისძიება ჯანსულ კახიძის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა, სადაც გამარჯვებულები დაასახელეს.
თიბისის ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულები სამი ჯილდოდან ერთ-ერთს ირჩევენ. ეს სამი პრიზია:
- ციფრული სტრატეგია და ახალი ვებგვერდი;
- ბრენდ სტრატეგია და საიმიჯო კამპანია;
- პროგრამული უზრუნველყოფა.
ვინ შეაფასა მონაწილეები?
ჟიურის წევრები იყვნენ არა მხოლოდ დარგის ექსპერტები, არამედ წარმატებული ადამიანები სხვადასხვა სფეროში. მათი ვინაობა შეგიძლიათ ამ სტატიაში ნახოთ.

ფოტო: On.ge
საუკეთესო პროდუქტი ან მომსახურება
ამ ნომინაციაში შეფასების კრიტერიუმები იყო ზრდის პოტენციალი, განსხვავებულობა, სანდოობა, ხარისხი და ცნობადობა.
- სამოსელი პირველი
- ალაზნის თავი
- სოფლიდან.ჯი
საუკეთესო სტარტაპი
საუკეთესო სტარტაპის კატეგორიაში ყურადღებას აქცევდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, ბრენდის უნიკალურობას, მომხმარებლებთან კომუნიკაციის სტილსა და ზრდის პოტენციალს.
-
Phubber
-
Profy
-
Tripcars
განსაკუთრებული ზრუნვა თანამშრომლებზე
ამ კატეგორიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა თანამშრომლებისთვის მოწყობილ აქტივობებს, პიროვნული თუ პროფესიული ზრდისთვის შექმნილ გარემოსა და სამუშაო პირობებს.
-
მიკროგრინი
-
Wonderland
-
ვიაიპი სეკრეტარი
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
ამ კატეგორიაში მონაწილეებს თავიანთი წვლილი შეაქვთ ისეთი მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებაში, როგორებიცაა: განათლება, კულტურა, გარემოს დაცვა და სხვა.
-
Plasticwatcher.ge
-
სოციალური საწარმო დადარი
-
ნატა ბუაჩიძის სტუდია
საუკეთესო ინოვაცია
ეს ნომინაცია სპეციალურად მათთვის შეიქმნა, ვინც თვლის, რომ თანამედროვე ბიზნესში, ინოვაციები და ტექნოლოგიური სიახლეები უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი კომპონენტია.
-
ველი (Wely)
-
Optio.Ai
-
იურიდიული საკონსულტაციო სააგენტო CCLA და მათი LawBot
ქართული ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლას გადაეცა.
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2016 წლიდან ტარდება და ამ ხნის განმავლობაში 1500-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო კონკურსში მონაწილეობა. #გააზიარეწარმატება ბიზნესდაჯილდოების მთავარი სლოგანია, რომელიც ქართველ ბიზნესმენებს მოუწოდებს გაუზიარონ საკუთარი წარმატების ისტორია დამწყებ მეწარმეებს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები