ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს (RSF) განცხადებით, 2019 წელს 49 ჟურნალისტი მოკლეს, 389 მათი საქმიანობის გამო ამ დრომდე ციხეშია, ხოლო 57 ტყვედაა აყვანილი.

ორგანიზაციის ყოველწლიური მონაცემების მიხედვით, ბოლო 16 წლის განმავლობაში 2019-ში ყველაზე ცოტა ჟურნალისტი მოკლეს. "ისტორიულად დაბალი" მაჩვენებელი, პირველ რიგში, იმითაა გამოწვეული, რომ კონფლიქტი ზონებში ბევრად ნაკლები ჟურნალისტი მოკლეს.

სირიის, იემენისა და ავღანეთის კონფლიქტების გაშუქება მედიის წარმომადგენლებისთვის ორმაგად უფრო სახიფათო იყო 2019 წელს. ჯამში მხოლოდ ამ სამ ქვეყანაში 17 ჟურნალისტი მოკლეს.

მიუხედავად იმისა, რომ საომარი მოქმედებების ზონებში ჟურნალისტების მკვლელობა შემცირდა, ჯერ კიდევ მაღალია მათი მკვლელობა მშვიდობის მქონე ქვეყნებში. მიმდინარე წელს მექსიკაში ათი ჟურნალისტი მოკლეს, იმდენივე როგორც წინა წელს. RSF-ის განცხადებით, ლათინური ამერიკის ქვეყნები ჟურნალისტებისთვის ისეთივე საშიშია, როგორც ახლო აღმოსავლეთის სამხედრო კონფლიქტები. იმ ქვეყნებში, სადაც საომარი მოქმედებები არაა, ჟურნალისტების მკვლელობა 59 პროცენტითაა გაზრდილი, ამავე დროს, 2 პროცენტითაა მომატებული დაგეგმილი თავდასხმები ან მკვლელობები.

მკვლელობის რიცხვის შემცირების პარალელურად გაზრდილიაჟურნალისტების დაკავების მაჩვენებელი. წინა წელთან შედარებით, ამჟამად ციხეში 12 პროცენტით მეტი ჟურნალისტი ზის. მათი ნახევარი დაკავებული ჰყავს ჩინეთის, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის ხელისუფლებებს.