საქართველოს ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 50 მილიონი ევროს ექვივალენტის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
საქართველოს ბანკმა 50 მილიონი ევროს ექვივალენტის მოცულობის 7-წლამდე ვადიანობით სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. რესურსის ათვისება შესაძლებელია დოლარში, ევროსა და ლარში დენომინირებულ ტრანშებად. ლარში დენომინირებული ტრანშის შესაძლო მოცულობა განსაზღვრულია რესურსის მთლიანი მოცულობის 50 პროცენტით. ადგილობრივ ვალუტაში ტრანშის ათვისება ევროკავშირის Neighbourhood Investment Facility-ის მხარდაჭერის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
ევროპის საინვესტიციო ბანკისგან აღებული რესურსი საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის (MSME), ასევე საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოების (MidCaps) საინვესტიციო პროექტების დაფინანსებასა და განხორციელებას მოხმარდება. რესურსი ქვეყანაში ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების წახალისებასა და ხელშეწყობისთვის არის მიმართული.
"მოხარული ვარ, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკთან ჩვენი მეორე ტრანზაქცია წარმატებით განხორციელდა. გრძელვადიანი და მულტისავალუტო რესურსი შესაძლებლობას გვაძლევს სახსრები მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების (MSME) და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოების განვითარების დასაფინანსებლად გამოვიყენოთ. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს-დაკრედიტებისთვის რესურსის გამოყენება ადგილობრივ ვალუტაშიც შეგვიძლია. ეს მეტად გაამყარებს ჩვენს მოწინავე პოზიციებს ლარში დენომინირებული გრძელვადიანი ფინანსური რესურსის ბაზრისთვის მიწოდების კუთხით. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკს პარტნიორობისთვის და იმედი მაქვს, სამომავლოდ კიდევ არაერთ გარიგებას დავასრულებთ წარმატებით", — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
"ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა და მისი მდგრადი და ინკლუზიური ზრდა ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობის უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენი, როგორც ევროკავშირის ბანკის მიზანია, ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და ამისათვის ადგილობრივი პარტნიორების დახმარება არის საჭირო. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობას ვაგრძელებთ. მცირე და საშუალო ბიზნესის საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკაში და ჩვენი ტრანზაქციები როგორც ამ კომპანიების, ასევე ქვეყნის ბიზნესპერსპექტივების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს", — განაცხადა ლილიანა პავლოვამ, EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები