როგორც დავიცვათ მოზარდები სუიციდზე საუბრისას — რეკომენდაცია
დღეს ლუკა სირაძის გარდაცვალებას ვგლოვობთ, მის ოჯახთან ერთად, და ალბათ ლუკას ხსოვნის საპატივცემულოდ მნიშვნელოვანია, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ სხვა მოზარდები.
თვითმკვლელობას ახასიათებს გადადების ეფექტი. თუ სხვა დაცვითი ფაქტორები არ მუშაობს, ერთ გახმაურებულ თვითმკვლელობას შესაძლოა მოყვეს თვითმკვლელობების ტალღა, რომელსაც უწოდებენ "ვერტერის ეფექტს" (გოეთეს ახალგაზრდა ვერტერის ვნებანის გამოქვეყნებას მოყვა თვითმკვლელობების მთელი რიგი და ამის შესაბამისად დაერქვა). ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ იქნება გაშუქებული თვითმკვლელობა და ამაზე მედია სტანდარტებიც არსებობს, ჩვენს ჟურნალისტურ ქარტიასაც კარგად აქვს ჩამოყალიბებული.
ქარტია: სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესები
სტანდარტები გულისხმობს, რომ თვითმკვლელობა არ უნდა იყოს ნაჩვენები როგორც გამოსავალი რთული ვითარებიდან, გაშუქება არ უნდა იყოს სენსაციური, არ უნდა იყოს მარომანტიზებელი, თვითმკვლელობის ხერხზე არ უნდა იყოს საუბარი, არ უნდა იყოს დაყვანილი ერთ მარტივ მიზეზამდე და ა.შ. განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან მოზარდები, განსაკუთრებით თუ მოზარდი სჩადის სუიციდს, აი ამონარიდი ჟურნალისტური ქარტიის სუიციდის გაშუქების სტანდარტიდან:
"მოერიდეთ ხაზგასმას იმაზე, როგორი ახალგაზრდა, ლამაზი, ნიჭიერი ადამიანი იყო გარდაცვლილი. ეს განსაკუთრებით სახიფათოა არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი სუიციდის გაშუქებისას. ამ ასაკში მათ უმთავრესად ყურადღების ცენტრში მოხვედრა სურთ, მედიამ კი გაუცნობიერებულად შესაძლებელია სუიციდი დაუსახოს ამგვარ გზად".
კიდევ ერთი ამონარიდი გაშუქების სტანდარტიდან:
"ყურადღებით მოეკიდეთ სათაურსა და ვიზუალურ მასალას, რასაც იყენებთ. იფიქრეთ იმაზე, მიაყენებთ თუ არა ტკივილს გარდაცვლილის ახლობლებს ამგვარი გაშუქებით".
სათაურში მოერიდეთ სიტყვების "თვითმკვლელობა", "სუიციდი" გამოყენებას.
"ეცადეთ, არ გამოაქვეყნოთ იმ პირის ფოტო, ვინც სუიციდის შედეგად გარდაიცვალა. ამით შეამცირებთ საკითხის რომანტიზებას".
მაგრამ ახლა, სოციალური მედიის საუკუნეში, ჩვენ ყველა ერთგვარი ჟურნალისტები ვართ და ეს სტანდარტები ყოველ ჩვენგანს ეხება.
ამიტომ დავფიქრდეთ როგორ ვაზიარებთ ჩვენი გულის ტკივილს ლუკას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომ არ ვავნოთ სხვა მოზარდებს.
ასევე, მოვუწოდებდი მოზარდების მშობლებს, რომ ელაპარაკონ შვილებს ამ თემაზე — თუ შვილს გარკვეული შეკითხვები აქვს, შეეცადონ რომ ერთად იფიქრონ ამ შეკითხვებზე, ეძიონ პასუხები, შევეცადოთ რომ მარტო არ დავტოვოთ ჩვენი მოზარდი შვილები ამ უბედურებაზე ფიქრში.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
კომენტარები