ქართული ყველისა და ღვინის საღამო
16 დეკემბერს '8000 მოსავალი"-სა და "ქართული რძის ნიშნის" ორგანიზებით ქართული ყველისა და ღვინის საღამო გაიმართა.
სტუმრებმა ქართულ ღვინოსთან ერთად დააგემოვნეს სხვადასხვა საწარმოს ნედლ რძეზე დამზადებული "ქართული რძის" ნიშნის ქვეშ გაერთიანებული 13 სახეობის ყველი. აღნიშნული ნიშნის ქვეშ წარმოებული ყველი არ შეიცავს რძის ფხვნილს ან სხვა მცენარეულ ცხიმებს და დანამატებს, გავლილი აქვს ლაბორატორიული ანალიზი და წარმოებულია სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვით.
საღამო მიჰყავდა სომელიეს ზაზა გრიგალაშვილს, რომელმაც ისაუბრა ქართული ყველისა და ღვინის შეხამებაზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, მერსი ქორის პროექტის "კავკასიის ალიანსების პროგრამის (ALCP)", "ქართული რძის ნიშნის" პროექტის ადმინისტრაციის "საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტის", მარკეტინგული კომპანია GMA-ს, სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები და "ქართული რძის ნიშნის" მფლობელი მეწარმეები.
ლევან დავითაშვილმა ისაუბრა დარგის მიღწევებზე და რძის ინდუსტრიის განვითარებაში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე. მინისტრმა ქართული რძის ნიშანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დარგის განვითარებისა და ინდუსტრიის გაძლიერებისთვის ახალი რეგულაციების შემოღებას გეგმავს და შემდგომ აღსრულების მექანიზმებს გააძლიერებს.
"კავკასიის ალიანსების პროგრამის" გუნდის ლიდერმა ჰელენ ბრადბერიმ ნედლი რძით წარმოებული ყველის უპირატესობებზე და იმ საწარმოების წვლილზე ისაუბრა, რომლებიც ფერმერებისგან ნედლ რძეს იბარებენ. მანვე აღნიშნა, რომ ფერმერებისგან მიღებული რძე მიიღება ჯანმრთელი ძროხისგან, რომელიც იკვებება საძოვარზე და რძეში გადახდილი თანხა ბრუნდება ისევ თემსა და სოფელში, რაც ეხმარება ფერმერს განვითარებასა და გაძლიერებაში, განსაკუთრებით კი ქალებს, რომლებიც უფრო აქტიურად არიან ჩართულები მეცხოველეობაში. გაიზარდა იმ მომხმარებლების რიცხვიც, რომლებიც იძენენ ეტიკეტირებულ, სუფთა და უვნებელ პროდუქტს სუპერმარკეტებში, რაც დადებითად აისახება სექტორის განვითარებაზე.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
კომენტარები