საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. ამის შესახებ ინფრომაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შემთხვევა დღეს, 19 დეკემბრის საღამოს თბილისში, ვერაზე მოხდა. ცოტნე გამსახურდია ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.