კონგრესმენები ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, დაპირება შეასრულოს
ქართული ოცნების დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. ისინი კონგრესის, ადმინისტრაციის და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს ხვდებიან. მმართველ გუნდს შეხვედრებზე ირაკლი კობახიძე, კახა კუჭავა და ირაკლი ბერაია წარმოადგენენ.
შეხვედრების შემდეგ, მედიასთან გაკეთებულ განცხადებებში, კონგრესმენები ქართულ ოცნებას მოუწოდებენ საარჩევნო რეფორმის დაპირება შეასრულოს.
"ჩვენ ვიცით რომ საქართველოში პოლიტიკურ მღელვარებაა. გვსურს, რომ ამ პროცესიდან საქართველო გამოვიდეს თავისუფალი, სამართლიანი და ყველასთვის მისაღები საარჩევნო სისტემით. გვესმის, რომ ამას ძალისხმევა ჭირდება. იმედი გვაქვს შედეგი პოზიტიური იქნება... მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია მართავს ქვეყანას, ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ვმუშაობთ. ასევე ვმუშაობთ ოპოზიციასთან. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ყველასთან და გვინდა ეს შევინარჩუნოთ. ჩვენთვის ღირებულია არასამთავრობო ორგანიზაციების, NDI-ის და IRI-ის საქმიანობა საქართველოში", — ამბობს დევიდ პრაისი, დემოკრატი კონგრესმენი.
დელეგაციის წევრები რესპუბლიკელ კონგრესმენ ადამ კინზინგერსაც შეხვდნენ. ცოტა ხნის წინ, კინზინგერმა და მისმა დემოკრატმა კოლეგამ ჯერალდ კონოლიმ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართეს, სადაც მას მოუწოდებნენ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის 2020 წლის არჩევნებისთვის ამოქმედების დაპირება შეასრულოს. ამის შემდეგ, კინზინგერი სოციალურ ქსელში კრიტიკის სამიზნე გახდა.
კინზინგერი ამ თავდასხმების პასუხად ამბობს, რომ მისთვის როგორც პოლიტიკოსისთვის მსგავსი თავდასხმები უცხო არ არის და რომ წერილში, მიუხედავად ინტერპრეტაციებისა, კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფმა სათქმელი ნათლად გამოხატა.
"მე პოლიტიკაში ვარ, ამიტომ მიჩვეული ვარ, რომ ყველა ვერ იქნება კმაყოფილი. ჩვენ წერილში ნათლად გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება. ყველას აქვს უფლება ქონდეს საკუთარი ინტერპრეტაცია. ჩემი გადმოსახედიდან გეტყვით: მე არ ვირჩევ არცერთ მხარეს. მე უბრალოდ თვალს ვადევნებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მინდა საქართველო იყოს წარმატებული. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ ჩავარდნილი რეფორმებით, რომლებსაც ქართველ ხალხს დაპირდნენ და სხვა მოვლენებით, რომლებზეც გვესმის. ვუყურებ ქართული ახალი ამბების ყველა ვერსიას, უფრო დიდ დროს ვუთმობ ვიდრე ამერიკულ ახალ ამბებს", — აცხადებს კინზინგერი.
ის ხაზს უსვამს, რომ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება.
"პასუხისმგებლობა ხელისუფლებაში მყოფ პარტიას აკისრია. ეს ამერიკაშიც და სხვაგანაც ასეა. ვწუხვარ, რომ საარჩევნო რეფორმებს პარლამენტმა ხმა არ მისცა. როცა საქართველოში ვიყავი დამპირდნენ, რომ რეფორმა გავიდოდა... ვფიქრობ მხარეები უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იპოვონ პრობლემის გადაწვეტის ყველასთვის მისაღები გზა. ის სიტუაცია, რომელიც დღეს საქართველოშია, კარგად არ დამთავრდება და ის მხოლოდ გაგრძელდება. ამიტომ ოპოზიციაც და მთავრობაც უნდა დაჯდეს მაგიდასთან და ერთად იპოვონ გამოსავალი. ეს არ იქნება ადვილი. მაგრამ ეს დემოკრატიის ნაწილია", — ამბობს ადამ კინზინგერი.
კითხვაზე, თუ რამდენად აპირებს ამერიკელი პარტნიორების მოწოდების გათვალისწინებას და ოპოზიციასთან დათმობებზე წასვლას, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მას იმედი აქვს, ქართული ოცნება და ოპოზიცია შეთანხმებას მიაღწევენ.
"დათმობა არ ვიცი რამდენად სწორი სიტყვაა, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა რომ ჩამოვაყალიბოთ ისეთი მოდელი რომელიც მისაღები იქნება ყველასთვის. ვფიქრობ, რომ ამის რესურსი არსებობს და ამისკენ იქნება ჩვენი ძალისხმევა მთლიანად მიმართული. შესაბამისად, პარასკევს ჩვენ ალბათ გვექნება საინტერესო დისკუსია ოპოზიციის წარმომადგენლებთან და იმედია, რომ ეს შედეგებს გამოიღებს", — განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ამერიკელი პარტნიორების ინტერესია, რომ ძალადობას არ ქონდეს ადგილი.
"მათი [ამერიკელების] სურვილია, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება, არ წარიმართოს პროცესები არასწორი მიმართლებით, მაგალითად მინიშნება იყო იმაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არცერთი მხრიდან ძალადობა არ უნდა იყოს დაშვებული. ეს არის მოწოდება, როგორც ხელისუფლების მიმართ ასევე ოპოზიციის მიმართ, რაც ბუნებრივია არის ამერიკულ ინტერესებში", — თქვა მან.
კობახიძეს ეთანხმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავაც. კუჭავა აცხადებს, რომ ამერიკელი პარტნიორების მსგავსად მასაც აქვს იმედი, რომ მთავრობა და ოპოზიცია გამოსავალს იპოვის.
"[ამერიკელი პარტნიორების მსგავსად] პირადად მე გამოვთქვამ იგივე წუხილს, ისევე როგორც, ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა, იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ მოხერხდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რადგან მე ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს განხორციელდებოდა და 2020 წელს პროპორციული არჩევნები ჩატარდებოდა... საინტერესო პროცესი მიმდინარეობს ახლა, ორი მხარე საუბრობს ერთმანეთთან ახალ მოდელზე თუ გზებზე პროპორციულ სისტემასთან დაახლოებისთვის, იქნება ეს საკონსტიტუციო ცვლილებების გზით თუ საარჩევნო კოდექსის ცვლილებების გზით. ამიტომ ვნახოთ როგორ დასრულდება ეს მოლაპარაკებები", — უთხრა მან ამერიკის ხმას.
კონგრესმენებთან ერთად, ქართული ოცნების დელეგაცია სახელმწიფო დეპარტამენტის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის IRI-ის, NDI-ის და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ქართული ოცნების ვიზიტი ვაშინგტონში 20 დეკემბერს დასრულდება.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები