ჰარი პოტერის ავტორს, ჯოან როულინგს ტრანსფობიაში ადანაშაულებენ
ცნობილი ინგლისელი მწერალი, ჯოან როულინგი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ავტორია თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაში, ტვიტერის პირად ანგარიშზე რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებული განცხადების გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.
როულინგი თავისი პოსტით მკვლევარი მაია ფორსტეიტერის საქმეს საჯაროდ გამოეხმაურა, რომელმაც სამსახური ტრანსფობიური განცხადებების გამო დაკარგა. "კაცებს ქალად გახდომა არ შეუძლიათ", — მაიას განცხადებებს შორის ერთ-ერთი სწორედ ეს იყო.
ჯოან როულინგმა ტვიტერის საშუალებით, სადაც მას 14,6 მილიონი გამომწერი ჰყავს, სწორედ მაია ფორსტეიტერის მხარდასაჭერი განცხადება გაავრცელა:
"ჩაიცვი, რაც გინდა. დაუძახე საკუთარ თავს ის, რაც გსურს. გქონდეს ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანთან ურთიერთობა, ვინც ამაზე თანახმაა. იცხოვრე მშვიდად და უსაფრთხოდ, მაგრამ ქალებმა სამსახური მხოლოდ იმის გამო უნდა დაკარგონ, რომ ამბობენ, სქესი ნამდვილიაო? #მხარსვუჭერმაიას"
მაია ფორსტეიტერი გლობალური განვითარების ცენტრში სიღარიბესთან ბრძოლის პროგრამაში ერთ-ერთ მკვლევრად მუშაობდა და სამსახური მას შემდეგ დაკარგა, რაც ტვიტერის პირად ანგარიშზე ტრანსფობიური განცხადებები გამოაქვეყნა. მაგალითად, მან გადააზიარა ერთ-ერთი კარიკატურა, რომელზეც გამოსახულ ლონდონის საცურაო ტბასთან მდგომ ქალებს შემდეგი აღწერა აქვს: "არაუშავს, ეს უბრალოდ ქალის პენისია".
ფორსტეიტერის სასამართლო განხილვაზე წარმოდგენილი იყო მისი კიდევ ერთი ტვიტი: "საშიში და ამასთანავე უსამართლობაა, როცა ტრანსგენდერი ქალები მონაწილეობას ქალების სპორტის სახეობაში იღებენ."
მას ასევე ბრალი ედებოდა გრეგორი მიურეის — შოტლანდიის პირველი ღიად გენდერულად არაბინარული (ადამიანი, რომელიც თავს მხოლოდ ერთ გენდერსა თუ სქესს არ მიაკუთვნებს) პოლიტიკოსის, რომელიც არჩევნების საშუალებით აირჩიეს, დამამცირებლად მოხსენიება: "მას უნდა, რომ გენდერულად ნეიტრალური ნაცვალსახელით მოვიხსენიოთ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ის სინამდვილეში კაცია. ქალები და ბავშვები იძულებულნი არ უნდა იყვნენ, რომ ვინმეს სქესზე საუბრისას ტყუილი თქვან."
მაია ფორსტეიტერის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და განაცხადა, რომ ფოსტეიტერს უფლება არ აქვს უარყოს ტრანსგენდერი ადამიანის უფლებები, ხოლო მისი ტვიტერის საჯარო განცხადებები "ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვას წარმოადგენს."
ჰარი პოტერის სახელით ცნობილი მსოფლიო ბესტსელერი წიგნების სერიის ავტორმა, ჯოან როულინგმა სწორედ ამ მოვლენების შემდეგ დაუჭირა მხარი ფორსტეიტერს, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა როულინგი ტრანსფობიური შეხედულებების გაზიარებაში დაადანაშაულეს: რამდენიმე თვით ადრე ის იმ ტვიტის მოწონების გამო გააკრიტიკეს, რომელშიც ტრანსგენდერი ქალები "კაბიან კაცებად" არიან მოხსენიებულნი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები