იმედია, განკითხვის დღის მოწყობის მუქარის პოზიციას შეიცვლიან — წულუკიანი ოპოზიციაზე
მმართველი გუნდის ახალ საარჩევნო ინიციატივის შეთავაზების შემდეგ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით პოზიციას შეიცვლის. მისივე თქმით, ისინი ოპოზიციისგან უფრო "გააზრებულ და სერიოზული ანალიზის შედეგად" მიღებულ პასუხს დაელოდებიან:
"იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია დაფიქრდება და პოზიციას შეიცვლის, რომელიც არის განკითხვის დღის მოწყობის მუქარა. ეს არის მუქარა. ვერანაირ განკითხვის დღეს ისინი ვერ მოაწყობენ".
რაც შეეხება მოლაპარაკებებსა და განცხადებებს თეა წულუკიანი ამბობს, რომ ოპოზიციის არაკანონიერ გეგმებზე ეჭვი გაუჩნდა:
"თუ გამოდის, რომ მათ ეს უფრო მეტად პროპორციული მოდელიც არ აწყობთ და უნდათ მაინცდამაინც ის, რაც მათ ჰგონიათ სწორი, ხომ არ მიანიშნებს ეს იმაზე, რომ მათ არ სურთ კანონიერი გზით ხელისუფლების ცვლილება. მაგრამ მოდით დღევანდელი დღე და საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მათი მკვეთრი და მუქარისშემცველი განცხადებები დავაბრალოთ ემოციებს.
როგორც იუსტიციის მინისტრი აცხადებს, ქართული ოცნების ახალი საარჩევნო მოდელი უფრო მეტად პროპორციულია და მაჟორიტარულ კომპონენტსაცმოიცავს. მისივე მტკიცებით, ჩვენი ქვეყნისთვის შერეული საარჩევნო სისტემა სტაბილურობის გარანტია.
მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება კონსტიტუციაშია გაწერილი, ქართული ოცნება გეგმავს, რომ ისიც შერეული სისტემით ჩატარდეს. საუბარია, მმართველი გუნდის ახალ ინიციატივაზე, რომელიც ოპოზიციას სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ნაცვლად შესთვაზეს — 100 დეპუტატი პროპორციულით და 50 მაჟორიტარულით.
"გუნდში მიღწეული კონსენსუსი ამჟამად არის, ამ ცვლილებების არამხოლოდ ერთჯერადად, 2020 წლის არჩევნებისთვის, არამედ შემდგომი არჩევნებისთვისაც დემოკრატიული და დაბალანსებული სისტემის დაკანონება", — განაცხადა მან.
როდესაც მმართველი გუნდი ოპოზიციის შეთავაზებულ ე.წ. გერმანულ მოდელს უარყოფდა ამის ერთ-ერთ მიზეზად იმასაც ასახელებდა, რომ მათ საკონსტიტუციო ცვლილებების რესურსი არ აქვთ. დღევანდელი მათი ინიციატივა კი სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს. ოპოზიცია ამ იდეას არასერიოზულს უწოდებს.
ოპოზიციისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივით დაიწყო. თავდაპირველად, მისი მიზანი ე.წ. გერმანული მოდელის განხილვა იყო, რომელსაც ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება უჭერდა მხარს. თუმცა ქართული ოცნება ამ სისტემის მიღებას არ დათანხმდა და აცხადებდა, რომ მოდელი არაკონსტიტუციურია.
პროპორციულის ჩავარდნა, პროტესტი და პოლიტიკური დაპირისპირება — მოკლედ
მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების ე.წ. აჯანყებულმა დეპუტატებმა ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების საერთო პროტესტი დაიწყო. დაპირისპირებული ოპოზიციური ჯგუფები ერთი მოთხოვნის ირგვლივ გაერთიადნენ — ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემითა და ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარება.
პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.
აქციებმა მაჟორიტარი დეპუტატებისა და ოცნების ოფისთან გადაინაცვლა, სადაც აქტივისტებს მმართველი გუნდის მხარდამჭერები ხვდებოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. გარდა ამისა, განახლდა საპროტესტო მოძრაობა "არა ნაცებს" და გაიმართა აქციები სახელად "დემიშიზაცია", რომელთა წევრები ნაციონალური მოძრაობის ოფისებს კვერცხებს და ცოცხებს ესროდნენ, მხარდამჭერებსა და აქტივისტებს კი ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები