პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის დაფუძნდა — ვინ არიან პოლიტსაბჭოს წევრები
დღეს, 22 დეკემბერს პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის დაფუძნდა. ყრილობა თბილისში, საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში გაიმართა. პარტიის პირველი შეკრება გახსნა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ. მისი თქმით, ყრილობას ესწრება 1520 დელეგატი.
პარტიის თავმჯდომარედ დაამტკიცეს მამუკა ხაზარაძე. მისი წარდგენით, პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე იქნება დავით უსუფაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი კი ბადრი ჯაფარიძე. გაერთიანებაში შევიდნენ პარტია შენების მოძრაობა და ახალი მემარჯვენეები. პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან:
- ლაშა ბაქრაძე — ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი;
- საბა ბუაძე — იურისტი;
- დეა მეტრეველი — ფილოლოგიის დოქტორი, ხელმძღვანელობდა ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს და 2018 წლის ფრანკფურთის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის პროექტს;
- გრიგოლ გეგელია — პოლიტიკური თეორიის დოქტორი;
- თამაზ დათუნაშვილი — სოციალური ადმინისტრირების მაგისტრი, პარლამენტის მე-8 მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატი გორიდან;
- სოსო ვახტანგაშვილი — ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;
- ანა ნაცვლიშვილი — იურისტი, უფლებადამცველი, საიას ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი;
- ირაკლი კუპრაძე — საჯარო სამართლის იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი;
- მამუკა კაციტაძე — ახალი მემარჯვენეების წევრი, ყოფილი დეპუტატი;
- კახა კოჟორიძე — საიას ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური მრჩეველი;
- გია მორდეხაშვილი — ბიზნესმენი;
- თამარ შავგულიძე — ხელოვნებათმცოდნე;
- დავით უსუფაშვილი — პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია შენების მოძრაობის ლიდერი;
- ფიქრია ჩიხრაძე — ყოფილი პარლამენტარი, ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი;
- გიორგი კანაშვილი — კავკასიის სახლის ყოფილი დირექტორი;
- კახა ხაზარაძე — ბიზნესმენი;
- ბადრი ჯაფარიძე — თიბისის დამფუძნებელი.
"ლელო ღია იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, ყველასათვის, ვინც იზიარებს იმ ძირითად ღირებულებებსა და ფასეულობებს, რამაც ჩვენ ამ დარბაზში მყოფნი გაგვაერთიანა. ამ ღირებულებებზე დაფუძნებული ერთობა კი გაუძლებს ყველა გამოწვევას და ჩვენ აუცილებლად გავიტანთ ლელოს საქართველოსთვის", — თქვა ბადრი ჯაფარიძემ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
ყრილობაზე დაამტკიცეს პარტიის წესდება, ასევე, წარმოადგინეს პარტიის ლოგო. პარტიის წარმომადგენლის თქმით, ესკიზი არის ქართული ასო "ლასი-ს" ილუსტრაცია და განასახიერებს შეკრულს მუშტს.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები