ინფორმაცია, რომელიც (არ) გვაქვს – რატომ არის მნიშვნელოვანი თბილისისთვის
სად რა გადის? – ეს კითხვა თბილისისთვის აქტუალურიცაა და პრობლემურიც. საუბარია კომუნიკაციებზე - წყლის მილებზე, ელექტროსადენებზე, ინტერნეტის ქსელზე, გაზის მილებზე, წყალარინებსა და უამრავ სხვა საკომუნიკაციო სისტემებზე.
დღეს, არ არსებობს თბილისის კომუნიკაციების ერთიანი ელექტრონული რუკა, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, საკმაოდ ადვილად გასაკეთებელია. კომუნიკაციების ერთიანი ციფრული რუკის არარსებობის გამო, ძალიან ხშირად, მშენებლობის დროს ზიანდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რისი რეაბილიტაციაც საკმაოდ დიდ დროსა და ხარჯებთანაა დაკავშრებული. შედეგად, საათობით, ხშირად კი დღეების განმავლობაში რჩებიან სამშენებლო ობიექტის მიმდებარედ მაცხოვრებლები ელექტროენერგიის, წყლის, კანალიზაციისა და სხვა სერვისების გარეშე.
"მენაშენეთა ასოციაციის" თავმჯდომარის ირაკლი როსტომაშვილის აზრით, ასეთი პრობლემების ასარიდებლად, აუცილებლად გასაკეთებელია კომუნიკაციების ციფრული რუკა, რომელიც დეტალურად ასახავს რეალურ სურათს.
"საუბარია, რომ მერიის არსებულ ინტერაქტიულ რუკაზე, რომელიც ძალიან კარგია და ყველასთვის უფასოდ ხელმისაწვდომია, დეტალურად იყოს დატანილი, თუ სად რა კომუნიკაცია გადის. ამავე რუკაზე, აღწერილი უნდა იყოს აღნიშნული კომუნიკაციის მასალა, დიამეტრი და სხვა საჭირო მახასიათებლები. ამისათვის, საჭიროა:
1) მერიამ, დაავალდებულოს ყველა საკომუნიკაციო კომპანია, რომ დეტალურად აღწერონ და ციფრულ რუკაზე დაიტანონ, თუ სად რა სამუშაო ჩატარდა;
2) იგივე ეხებოდეს სამშენებლო და ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიებს;
3) საკომუნიკაციო კომპანიებმა, ნებისმიერი სარეაბილიტაციო/ავარიული სამუშაოების დროს, აღრიცხონ და ციფრულ რუკაზე დაიტანონ ყველა დეტალი.
შედეგად, მერიას ექნება ერთიანი და რეალური სურათი დედაქალაქის კომუნიკაციების ქსელის შესახებ, რომელიც უმარტივესად იქნება ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული კომპანიისა და ფიზიკური პირისთვის", – აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.
ასეთი ციფრული რუკა ბევრ პრობლემას გამორიცხავს, რომლებსაც დღეს სამშენებლო თუ სხვა სამუშაოების დროს აწყდებიან კომპანიები. მენაშენეები მიიჩნევენ, რომ ამ საკითხზე მუშაობა, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს მერიამ, რათა ყველაფერი ციფრულად აღირიცხოს და ერთიან ელექტრონულ ფორმატში მოექცეს. ამისათვის, უნდა დაითქვას გონივრული პერიოდი, მაგალითად 1 ან 2 წელი, რომლის ვადაშიც, კომპანიები ვალდებულები იქნებიან ყველა მონაცემი ელექტრონულ რუკაზე დაიტანონ.
"უკვე გვაქვს თბილისის გენგეგმა. არსებობს ინტერაქტიული ციფრული რუკაც. სწორედ ამ რუკაზე უნდა მოხდეს მონაცემების დატანა, როგორიცაა საკადასტრო, სატრანსპორტო და ბევრი სხვა მონაცემის ერთობლიობა. მაგალითად, როდესაც რომელიმე საკომუნიკაციო კომპანიას მიწაში გაჰყავს კაბელი, ის ვალდებული უნდა იყოს, დეტალური ინფორმაცია რუკაზე დაიტანოს, რათა შემდგომში მშენებელმა წინასწარ იცოდეს, თუ სად, რა სიღრმეზე და რა მიმართულებით გადის წყლის და/ან გაზის მილი, დენის კაბელი და ასე შემდეგ. ერთიანი ციფრული რუკის შექმნა განსაკუთრებულ ხარჯს არ მოითხოვს, სამაგიეროდ, უამრავ სხვა ხარჯებს აგვაცილებს თავიდან", – მიიჩნევს ირაკლი როსტომაშვილი.
"მაგალითისთვის, წლების წინ, დიდ დიღომში ხალხმა მიწის ნაკვეთები შეიძინა. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ნაკვეთზე, მაღალი წნევის და დიდი დიამეტრის სასმელი წყლის მაგისტრალური მილი გადის. ასეთ მიწებზე მშენებლობის წარმოება, რა თქმა უნდა აკრძალულია და შესაბამისად, კაპიტალდაბანდება უძრავ ქონებაში აბსოლუტურად წამგებიანი აღმოჩნდა. ამით კი - ბევრმა ოჯახმა იზარალა", – მოგვითხრობს ირაკლი როსტომაშვილი.
კიდევ ერთი მაგალითი – დღეს, სავალდებულოა ხეების ტაქსაცია. როდესაც კომპანია შედის ობიექტზე, სადაც აპირებს მშენებლობის დაწყებას, ვალდებულია, ყველა ხე აღრიცხოს. ეს უკვე დოკუმენტია, რომელიც ციფრულ ფორმატში მიეწოდება მერიას. ამ მონაცემების, საერთო რუკაზე დატანით, გვეძლევა საერთო სურათი, თუ ქალაქის რომელ წერტილში რამდენი ხე გვაქვს, რამდენწლიანი და რა ჯიშის. გარდა ამისა, ნებისმიერი მშენებლობის დაწყებამდე, კონკრეტული ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა ტარდება. ეს დოკუმენტიც, ელექტრონულ ფორმატში წარედგინება მერიას, რომლის გადატანაც უმარტივესია ერთიან რუკაზე და გამოდის, რომ იქმნება მთლიანი სურათი, დაწყებული გეოლოგიით – ხეების რაოდენობითა და მდებარეობით დასრულებული. ასეთი ინფორმაციით დატვირთული ციფრული რუკა, თვალნათლივ დაგვანახებს დედაქალაქის ყველა შრეს.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები