წელს, სამ კვარტალში ნენსკრა ჰიდრომ $16 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა
2019 წლის სამივე კვარტალში ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანია სს ნენსკრა ჰიდრომ 16 მილიონამდე აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-მ გაავრცელა.
როგორც კომპანიაში იუწყებიან, წლის განმავლობაში აღნიშნული ინვესტიცია მიმართული იყო როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე სოციალური პროექტების განხორციელებაში.
"ამ წლის განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერისა და ნაკრას ადმინისტრაციულ ერთეულებში, ჰესის მშენებლობისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა, რაც გზებისა და ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს.
მოსამზადებელი სამუშაოების პარალელურად, კომპანიამ მთელი რიგი სოციალური პროექტები განახორციელა, რისთვისაც სს ნენსკრა ჰიდრომ 2019 წლის სამივე კვარტალში 200 ათასამდე აშშ დოლარი გამოჰყო.
სოციალური პროექტები ძირითადად შემდეგი მიმართულებებით ხორციელდება: მცირე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, განათლება და პროფესიული განათლება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა.
კერძოდ, 2019 წლის განმავლობაში სს „ნენსკრა ჰიდრომ“ ისეთი სოციალური პროექტები განახორციელა, როგორებიცაა: ამბულატორიის სრული რეაბილიტაცია ჭუბერში, მდინარის კალაპოტის გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები ნაკრაში, კულტურის სახლის რეაბილიტაცია ჭუბერში, ინგლისურის და კომპიუტერის კურსები, მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადების კურსები, მიწის რეგისტრაციაში ხელშეწყობა, სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებისთვის, სასოფლო-სამეურნეო და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად მძიმე ტექნიკით მომსახურება და სხვა", — აღნიშნულია ნენსკრა ჰიდროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
სს ნენსკრა ჰიდრო კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს "საპარტნიორო ფონდის" თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ახორციელებს, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, ხოლო წლიური გამომუშავება 1’200.00 გვტ.სთ. ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2020 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის სამივე კვარტლის მაჩვენებლების მიხედვით, ტოპ ინვესტორთა ათეული ასე გამოიყურება:
- აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
- შპს მაგთიკომი;
- სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური;
- სს RMG Copper;
- BP ჯგუფი;
- შპს ტოიოტა კავკასია;
- შპს აჭარ ენერჯი-2007;
- შპს სითი ლოფტი;
- შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი;
- სს ნენსკრა ჰიდრო.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები