ბოლო ათწლეულის ყველაზე უჩვეულო კოსტიუმები წითელ ხალიჩაზე
დღეს 2010-იანი წლების ყველაზე დამამახსოვრებელ, უჩვეულო და თუნდაც სკანდალურ კოსტიუმებს გიჩვენებთ, რომლებზეც დღემდე ლაპარაკობენ.
1. ლედი გაგა, 2010
2010 წელს MTV-ის დაჯილდოებაზე ლედი გაგა ფრანც ფერნანდესის დიზაინით შექმნილი ხორცის კაბით გამოცხადდა. იმის მიუხედავად, რომ ეს ათწლეულის დასაწყისში იყო, გაგას შერჩეულ კოსტიუმზე დღემდე საუბრობენ.
2. ნიკი მინაჟი და ლედი გაგა, 2011
2011 წლის გრემის დაჯილდოებაზე ნიკი მინაჟი ლეოპარდად გადაიქცა და ჟივანშის ორიგინალური კოსტიუმით გამოცხადდა.
ამ სიაში ლედი გაგა კიდევ ერთხელ მოხვდა. ის ასევე გრემის წითელ ხალიჩაზე ასეთი კვერცხისებური კაფსულით მივიდა. მთელი თავისი დიდებულებით კი მხოლოდ სცენაზე გამოსვლის შემდეგ წარდგა.
3. საშა ბარონ კოენი, ნიკი მინაჟი და ანჯელინა ჯოლი / 2012
საშა ბარონ კოენი ოსკარის დაჯილდოებაზე თავისი გმირის მსგავსად გამოწყობილი მივიდა, ფილმიდან The Dictator. ხელში კი ოქროს ლარნაკი ეჭირა, რომელშიც ვითომ ახალგარდაცვლილი ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის, კიმ ჩენ ირის ფერფლი იყო.
ექსტრავაგანტული ნიკი მინაჟი 2012 წლის გრემიზეც გამორჩეული კოსტიუმით წარდგა. მას ვერსაჩეს წითელი კოსტიუმი ეცვა კაპიუშონით და წითელქუდას განასახიერებდა, გვერდით კი რომის პაპად გადაცმული მეწყვილე ჰყავდა, რომელსაც ის ალბათ ბოროტი მგლისგან უნდა დაეცვა.
ანჯელინა ჯოლი ვერსაჩეს ამ კაბით ემის დაჯილდოებაზე მივიდა. ერთი შეხედვით ანჯელინაც თვალისმომჭრელია და კაბასაც ვერაფერს დავუწუნებთ, თუმცა წითელ ხალიჩაზე მისი პოზა მიმების საბადოდ იქცა.
4. კიმ კარდაშიანი, 2013
კიმ კარდაშიანი თავის პირველ შვილზე იყო ორსულად, როდესაც მეთ გალაზე ჟივანშის კაბა აარჩია. ის პირველად იყო ნიუ-იორის მეტროპოლიტენის მუზეუმის მდიდრულ წვეულებაზე. როგორც რეალითი შოუს ვარსკვლავმა ცოტა ხნის წინ გაიხსენა, მას შემდეგ რაც კაბაზე გამოხმაურებები და მიმები ნახა, ბევრი იტირა. კიმის კოსტიუმი სავარძლის გადასაკრავს და მისის დაუთფაიერის კაბას შეადარეს.
5. რიანა, 2014
"არასდროს იქნები მოდური, თუ რისკებზე არ წახვალ", — თქვა რიანამ წითელ ხალიჩაზე, როდესაც სვაროსკის თვლებით გაწყობილი გამჭვირვალე კაბით გამოჩნდა. CFDA-ს მოდის დაჯილდოებაზე ის მოდის წლის აიქონად დაასახელეს.
6. მაილი საირუსი და რიანა, 2015
სკანდალური 2013 წლის შესრულებიდან 2 წლის შემდეგ, მაილი საირუსმა ისევ გააოცა მსოფლიო და VMAs-ის აუდიტორია, როდესაც ვერსაჩეს აი ამ კოსტიუმით გამოჩნდა. პოპ-ვარსკვლავს არჩევანი დაუწუნეს, თუმცა მისი თქმით, ამ კოსტიუმით ქალების გაძლიერება და მათთვის იმის შეხსენება სურდა, რომ საკუთარი სექსუალურობა უნდა უყვარდეთ და შეინარჩუნონ.
აბა თუ გახსოვთ ყველაზე ხშირად რას შეადარეს რიანას 2015 წლის მეთ გალას კოსტიუმი? კი, ტაფაზე შემწვარ კვერცხს.
7. მადონა, 2016
2016 წელს ამერიკული მედია და სოციალური ქსელები პოპ დივას უკანალს განიხილავდა ამ ექსტრავაგანტული სამოსის გამო. ფაქტია, რომ მადონას ზედმეტი მცდელობა არ სჭირდება იმისთვის, რომ შთაბეჭდილება მოახდინოს, თუმცა როდესაც მეთ გალაზე ასეთი გაბედული სამოსით ჩნდება, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მთელი სამყარო მის ფეხებთანაა გართხმული.
8. კენდალ ჯენერი, 2017
კენდალ ჯენერი 2017 წელს La Perla-ს სახე იყო. სწორედ მისი გამჭვირვალე კოსტიუმითა და ბადისებრი მოსაცმელით გამოჩნდა ის ამავე წლის მეთ გალაზე და საღამოს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტიც შექმნა.
9. კეტი პერი და ეზრა მილერი, 2018
2018 წელს მეთ გალას თემა "სამოთხის სხეულები: მოდა და კათოლიკური წარმოსახვა" იყო, რაც კეტი პერიმ ძალიან პირდაპირ გაიგო და წვეულებაზე ვეება ფრთებით გამოცხადდა.
ამავე წელს გაგვაოცა და თავი შეგვაყვარა ეზრა მილერმა, რომელიც Fantastic Beasts-ის ლონდონურ პრემიერაზე დუტის კოსტიუმით, მალეფისენტის სტილში წარმოგვიდგა.
10. ბილი პორტერი და Cardi B, 2019
2019 წლის ოსკარის წითელ ხალიჩაზე ბილი პორტერმა ყველა დაჩრდილა:
"ტანსაცმელს მუდამ საკუთარი თავის გამოსახატავად ვიყენებდი, ხოლო მოდით, სტილითა და დიზაინით სიცოცხლეს, სიყვარულსა და ბედნიერებას ვზეიმობ", — უთხრა მან The Hollywood Reporter-ს.
ფოტო: Getty Images
რაც შეეხება ამერიკელ რეპერ Cardi B-ის, ის მეთ გალაზე წელს მეორედ იყო და შეიძლება ითქვას, საკუთარი ხალიჩით. მას ნამდვილად არ გასჭირვებია ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმის დაპყრობა. 2019 წელს პოპულარულ რეპერს იტალიური მოდის ბრენდის, მოსკინოს სისხლისფერი კაბა ეცვა, რომელიც ცალკეულ ადგილებს გამოკვეთდა და მკერდზე 40 კარატიანი ლალის თვლების გარდა, ვეება მანტიაც მოჰყვებოდა.
ბონუსი: მეთ გაგა 2019
ბოლოს კი ნახეთ ლედი გაგას 4-სამოსიანი ტრანსფორმაცია 2019 წლის მეთ გალაზე და ჩვენთან ერთად ჩაიფიქრეთ, რომ მომავალ ათწლეულში წითელ ხალიჩაზე კიდევ უფრო მეტად ექსტრავაგანტულ, უჩვეულო, ორიგინალურ, თამამ და შთამაგონებელ კოსტიუმებს ვიხილავთ.
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
-
გადახედვაროგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
-
გადახედვაომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ
-
გადახედვაკობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით კობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით
კომენტარები