Huawei ახალი სმარტფონების P40-სა და P40 Pro-ს გამოშვებისთვის ემზადება. როგორც ცნობილია P40 მომდევნო წლის მარტში უნდა გამოვიდეს, წარდგენის ღონისძიება პარიზში გაიმართება. კომპანიამ დაადასტურა, რომ გუგლის სერვისების ჩასანაცვლებლად სმარტფონი HMS ეკოსისტემაზე იმუშავებს, Android 10-თან ერთად, სამომხმარებლო ინტერფეისად კი EMUI 10 იქნება წარმოდგენილი.

გაჟონილი ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ სმარტფონი მთავარ კამერად სონის IMX686 64 მეგაპიქსელიან სენსორს გამოიყენებს, 20 მეგაპიქსელიან ფართოკუთხოვან და კიდევ ერთ ზუმ-კამერასთან ერთად.

ასევე, P40 Pro-ს 1G2P ლინზა უნდა ქონდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კამერის კომპონენტებში ერთი მინის და ორი პლასტმასის შრე იქნება გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ სმარტფონების უმეტესობის კამერები პლასტმასის 5 ან 6 სხვადასხვა შრისგან შედგება, ამის ფონზე კი, მინის კომპონენტის გამოყენება წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.