კანადაში Home Alone 2-დან დონალდ ტრამპის სცენა ამოჭრეს
მართალია, საკულტო ფილმის, Home Alone-ის მეორე ნაწილი 1992 წელს გამოვიდა, მაგრამ 27 წლის შემდეგაც ის ყველაზე ცნობილი საშობაო ფილმია, რომელსაც მსოფლიოს ყველა კუთხეში მილიონობით ადამიანი განსაკუთრებულად აქტიურად წლის მიწურულს უყურებს.
გამონაკლისი არც კანადაა, თუმცა წელს იქაური მაყურებელი ფილმს ერთი ახალი შესწორებით იხილავს: სატელევიზიო კომპანია CBC-მ Home Alone 2-დან დონალდ ტრამპის სცენა ამოჭრა.
ვისაც აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი ფილმიდან არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ ის ერთ-ერთ სცენაში რამდენიმე წამით ჩნდება, როცა სასტუმროში დაკარგული მთავარი გმირი, კევინ მაკკალისტერი მიმართულების გაგნებაში დახმარებას სთხოვს.
როგორც კომპანია CBC-ის წარმომადგენელი აცხადებს, ფილმში შესწორებები 2014 წელს შეიტანეს და ამ ვერსიით კინოსურათი პირველად 2016 წელს აჩვენეს ტელევიზიით, სანამ ტრამპი გახდებოდა აშშ-ს პრეზიდენტი, მეორედ კი წელს. თანაც კონკრეტულად ტრამპის სცენა არ ამოუჭრიათ, ჯამში სულ 8 წუთით შეამცირეს ფილმის ქრონომეტრაჟი და მათ შორის მოხვდა ეს ეპიზოდიც.
ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, გამოეხმაურა თავად დონალდ ტრამპი და ეს მოვლენა კანადის პრემიერ მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს დაუკავშირა:
"როგორც ჩანს, ჯასტინ ტ.-ს დიდად არ მოსწონს, რომ ნატოსთვისა და საერთაშორისო ვაჭრობისთვის დროულად ვახდევინებ ფულს", — წერს აშშ-ს პრეზიდენტი ტვიტერის პირად ანგარიშზე.
რამდენიმე დღით ადრე, სანამ ტრამპს ფილმიდან ამოჭრიდნენ, განაცხადა, რომ ამაყი იყო მასში მონაწილეობით:
"ყოველწლიურად, განსაკუთრებით კი საშობაო პერიოდში, მრავალი ადამიანი მეუბნება, რომ ამ ფილმში მიხილეს. უმეტესად კი პატარა ბავშვები აღნიშნავენ ამას."
ფილმიდან მისი სცენის ამოჭრის შემდეგ კი კიდევ ერთი ტვიტი გამოაქვეყნა:
"ეს ფილმი აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო! (ვხუმრობ)"
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
კომენტარები