ბერძნული გირო და ფილიპინური ბანანის ჩხირები – ქუჩის საჭმელები სხვადასხვა ქვეყნიდან
უცხო ქვეყანაში წასვლისას ორი რამ უნდა გაითვალისწინო: იქაური ქუდი დაიხურო და ქუჩის საჭმელი აუცილებლად გასინჯო. მართალია, ბევრი ადამიანი გარეთ ჭამის იდეას მაინცდამაინც არ სწყალობს, მაგრამ თუ გინდა ადგილობრივი სამზარეულოს ჭეშმარიტი გემო შეიგრძნო და კულტურასაც უფრო დაუახლოვდე, მდიდრული რესტორნის ნაცვლად, სჯობს ქუჩას მიაშურო. ასე კვება გაცილებით იაფია და, ცოტა ხნით მაინც, თავს ადგილობრივად გაგრძნობინებს. თუ მალე მოგზაურობას აპირებ და ჯერაც ვერ მოიფიქრე რომელი კერძები გასინჯო, მაშინ ეს სია აუცილებლად გამოგადგება. ხოლო თუ გარეთ ჭამა მაინც არ გიზიდავს, შეიძლება ამ სტატიის ბოლოს აზრიც შეიცვალო.
გირო (საბერძნეთი)
საბერძნეთში არა მხოლოდ ძლევამოსილ ღმერთებს უძღვნიან მითებს, არამედ კერძებსაც. ამბობენ, ალექსანდრე მაკედონელი ხმალზე სხვადასხვა სახის ხორცს აცვამდა და ღია ცის ქვეშ ცეცხლზე ნელა წვავდა – სწორედ ასე დაიბადა გირო, საბერძნეთის ყველაზე ცნობილი ქუჩის საჭმელი. ბერძნები სიარულის დროს იშვიათად ჭამენ, მაგრამ გირო ამ მხრივ გამონაკლისია. ის საქონლის, ხბოს ხორცის ან ორივეს კომბინაციით მზადდება და ერევა პომიდორს, ხახვს, ძაძიკის სოუსს და ზოგჯერ, კარტოფილ ფრის. ბერძნული ღირსშესანიშნაობებით დაღლილ მოგზაურს ეს კერძი ნამდვილად დაეხმარება ენერგიის აღდგენაში.
ანტიკუჩო (პერუ)
ანტიკუჩო ქართულ მწვადს ძალიან ჰგავს. რეცეპტიც კი თითქმის ერთნაირია: ხბოს ხორცი ამოვლებულია ძმარში, ნიორში, ადგილობრივ სანელებლებსა და წიწაკაში. სურვილისამებრ, შეგიძლია სოკო, კარტოფილი ან სტაფილო მიაყოლო. ტრადიციულად, ანტიკუჩოს სპეციალურ სოუსთან ერთად მიირთმევენ, რომელიც ლუდის, ნიორის, ძმრის და ლიმნის წვენის შეზავებით მზადდება. მადისაღმძვრელად გამოიყურება, არა?
შემწვარი ბანანის ჩხირები (ფილიპინები)
ფილიპინებზე შემწვარი ბანანის ჩხირები ძალიან პოპულარულია. ყავისფერ შაქარში კარამელიზებულ ბანანებს, როგორც წესი, ბამბუკის "შამფურებზე" აცვამენ. ფილიპინელები ამ დესერტისთვის სპეციალურ მყარ ბანანებს იყენებენ. ასე რომ, გასინჯვად ნამდვილად ღირს.
ბან მი (ვიეტნამი)
ბან მიმ ვიეტნამის ქუჩები მეოცე საუკუნეში დაიპყრო. ერთი შეხედვით, კერძი ჩვეულებრივ სენდვიჩს წააგავს, მაგრამ სინამდვილეში ტრადიციული ვიეტნამური ინგრედიენტებისგან შედგება. ხორბალი ან ბრინჯი ხშირად ერთ ან რამდენიმე ხორცის ნაჭერშია გახვეული. ისე ვიეტნამელების არ იყოს, ბან მიზე არც ჩვენ ვიტყოდით უარს.
ბუნგა პანგი (სამხრეთ კორეა)
თევზის ფორმამ არ შეგაშინოს, ბუნგა პანგი ნამდვილად ტკბილეულია. ის ვაფლია და ძირითადად ზამთარში იყიდება. ყველაზე საინტერესო კი მისი შიგთავსია — ტკბილეული დატენილია წითელი ლობიოს ტკბილი ჯემით, რომელიც სამხრეთ კორეაში ძალიან პოპულარულია.
ბანი ჩაუ (სამხრეთ აფრიკა)
ერთი შეხედვით, ბანი ჩაუ ნამდვილად არ ჰგავს ქუჩის საჭმელს და რესტორნის ძვირადღირებული კერძივით გამოიყურება. პურის ყუა ამოვსებულია სამხრეთაფრიკული სხვადასხვანაირი მცენარის ფესვებით, ქათმის ან ბატკნის ხორცით და შეზავებულია პომიდვრის სოუსში. ასე რომ, სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებას თუ აპირებ, ამისთვის კიდევ ერთი მიზეზი გაქვს!
კრეპი (საფრანგეთი)
საფრანგეთი დესერტების ქვეყანაა და სწორედ ამიტომ, ქუჩაშიც ტკბილეულს მიირთმევენ. კრეპი პარიზის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯში შეგხვდებათ. მისი მომზადება სახლშიც შეგიძლიათ, მაგრამ ფრანგული ტკბილეულის გასასინჯად პარიზში მოგზაურობის დაგეგმვა მაინც ღირს.
ქარივურსტი (ბერლინი)
თუ ბერლინში ნამყოფი ხარ, დიდი ალბათობით, ქარივურსტი გასინჯული გექნება. ეს კერძი ბერლინში ჰერტა ჰოივერმა 1949 წელს შექმნა, მას შემდეგ რაც ქარის სუნელი და კეტჩუპი ბრიტანელი ჯარისკაცებისგან მოიპოვა. ჰერტამ ეს ინგრედიენტები შემწვარ სოსისს დაასხა და სრულიად ახალი გემო მიიღო. ჰერტას სტენდიდან ქარივურსტის პოპულარობის პიკში 10 000 პორცია იყიდებოდა. დღეს ბერლინში ქარივურსტის მუზეუმიც არსებობს. ეს არის კერძი, რომლის ისტორიაც გერმანიისა და მისი დედაქალაქის ისტორიასთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული.
ჯელატო (იტალია)
მართალია, ჯელატო ნაყინად ითარგმნება, მაგრამ, სინამდვილეში, ეს იტალიური ნაყინი ამერიკულისგან საკმაოდ განსხვავდება. ინგრედიენტები ნაყინსაც და ჯელატოსაც თითქმის ერთნაირი აქვს, მაგრამ ჯელატო ბევრად უფრო დაბალკალორიულია და ნაკლებ კარაქს შეიცავს. შესაბამისად, ბევრად უფრო ჰაეროვანი და მსუბუქიცაა.
რამენი (იაპონია)
საინტერესოა, ნარუტო წყალს უფრო ხშირად სვამს თუ რამენს უფრო ხშირად მიირთმევს?! სახელდახელოდ მომზადებული ნუდლსი, ქათმის, იხვის ან ხბოს ხორცის წვნიანი და ნახევრად მოხარშული კვერცხი ჩვეულებრივი სუპის ინგრედიენტებს კი ჰგავს, მაგრამ გემოთი მისგან ნამდვილად განსხვავდება. ქართველი ბავშვები ძალიან ბედნიერები იქნებოდნენ, ყოველდღე ბორშის ნაცვლად რამენს რომ ჭამდნენ.
ტანგჰულუ (ჩინეთი)
ჩინური დესერტი, ერთი შეხედვით, მწვადის შამფურს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ბამბუკის ჯოხზე აცმული შაქრის სიროფში ამოვლებული ხილია. თუ ჩინეთში აპირებ მოგზაურობას, აუცილებლად გვითხარი, ჩვენი ჩურჩხელა უფრო გემრიელია, თუ მათი ტანგჰულუ.
თევზი და ფრი (ინგლისი)
მართალია თევზი და ფრი კლასიკური ინგლისური საჭმელია, მაგრამ ფესვებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იღებს. მაგალითად, ფრი საფრანგეთიდან მოდის, შემწვარი თევზი კი - პორტუგალიიდან, თუმცა, კომბინაციაზე საავტორო უფლებები ნამდვილად ინგლისს ეკუთვნის.
მანგო და ბრინჯი (ტაილანდი)
მანგო ტაილანდის ქუჩებში ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება. ხილთან ერთად, ძირითადად ტკბილ ან მლაშე ბრინჯს მიირთმევენ, რომელიც ქოქოსის რძითაა შეზავებული.
ჰოთდოგი (ამერიკა)
ქუჩის საჭმელზე საუბრისას ყველას პირველ რიგში ამერიკული ჰოთდოგი ახსენდება. პურში გახვეული კეტჩუპმოსხმული სოსისი მთელი მსოფლიოს გარშემო დიდი პოპულარობით სარგებლობს. მართალია, ჰოთდოგი ყველა ქვეყანაში ძალიან უყვართ, მაგრამ ამერიკელებს ამ მხრივ ვერავინ აჯობებს.
ხაჭაპური (საქართველო)
ხაჭაპური ამ სიაში ადგილს ნამდვილად იმსახურებს. ფენოვანი და იმერული ხაჭაპური ქუჩაში საჭმელად საკმაოდ მოსახერხებელია, თუმცა ქართული სტრიტ ფუდს ბევრად დიდი პოტენციალი აქვს: სადაა მჭადში ჩადებული სხვადასხვა ტიპის ყველი და ფხალეული? რატომ არ იყიდება ღომისა და ხარჩოს პატარა, მოსახერხებელი პორციები და ასე შემდეგ...
დაიღალეთ იმის გამოცნობით, თუ როდისაა ბილეთები ყველაზე იაფი? იაფი ავიაბილეთების მარტივად აღმოსაჩენად, შეგიძლიათ ავიაბილეთების კალენდარი გამოიყენოთ. კალენდარი ყველა ხელმისაწვდომ ვარიანტს გიჩვენებთ შერჩეული პერიოდისთვის და რაც უფრო მეტ თვეს აირჩევთ, მით უფრო მეტი შანსია, ბილეთებს შესაშურად იაფად გამოჰკრათ ხელი.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
კომენტარები