31 დეკემბერს, 10 საათზე მაჩალიკაშვილისა და მამალაძის მხარდასაჭერი აქცია დაიგეგმა

ფოტო: კადრი ეკრანიდან
"სოლიდარობა უსამართლობასთან მებრძოლებს, ქვეყანას არ ეზეიმება" — ამ სლოგანით 31 დეკემბერს, 10 საათზე მახლაზ მაჩალიკაშვილისა და თორნიკე მამალაძის მხარდასაჭერი აქცია დაიგეგმა. სწორედ მათი კარვები აყარეს დღეს გვიან ღამით მერიის სასმახურის წარმომადგენლებმა.
"ჩვენ არ გვეზეიმება, მაშინ როცა გვერდით უდანაშაულო ადამიანებს ხოცავენ და აპატიმრებენ, როცა მათ ოჯახებს ამწარებენ! ჩვენ უნდა ვანახოთ სამოქალაქო სოლიდარობის მაგალითი ივანიშვილის მონების ხროვას და სუფრების ნაცვლად მივიდეთ რუსთაველზე, ადამიანებთან, რომლებსაც სისტემა ებრძვის!", — წერს აქციის ორგანიზატორი ლანა დოლიძე.
ახლა პარლამენტის წინ შვილმოკლული მამისა და დეკანოზის ძის საპროტესტო კარვების ნაცვლად ზვიგენის ბატუტი და ატრაქციონები დგას. ამას წინ უძღოდა ის, რომ თბილსერვისმა კარვები მანქანებით წაიღო და რუსთაველის გამზირი მორეცხა. პოლიციამ დააკავა 9 აქიტივისტი, რომელიც კარვების აშლას აპროტესტებდნენ.
თბილისის მერიამ კარვების აყრა საახალწლოდ, 2018 წელსაც სცადა. მაშინ რუსთაველის გამზირზე აქციებს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ატარებდნენ. სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის შემდეგ თბილისის მერიამ კარვების აყრა ვერ შეძლო, რუსთველზე კი უფრო მეტი კარავი გაიშალა. მერიას მოუწია საახალწლო ღონისძიებები პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაეტანა.
გაიგეთ მეტი პარლამენტთან მიმდინარე დაპირისპირებაზე:
- პარლამენტის წინ კარვები აყარეს და ტერიტორია მორეცხეს
- პარლამენტის წინ კარვების აყრის შემდეგ მერია საბავშვო ატრაქციონებს ამონტაჟებს
- წინასწარ მივაწოდეთ ინფორმაცია, ინფრასტრუქტურა დასაწყობდება — მერია პარლამენტის წინ კარვების აყრაზე
- პარლამენტთან დაპირისპირებაა, პოლიციას ძალის გამოყენებით გაჰყავს აქტივისტები
- შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 9 პირი დააკავეს
- ვიდეო: დაკავებისას აქტივისტი ნოდარ რუხაძე შეუძლოდ გახდა, პოლიციელებმა ის ძალის გამოყენებით გაიყვანეს
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები